რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ახალციხესა და ახალქალაქში მოგროვებული 23. 36 მანეთი გადასცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს აღათი მაჭუტაძემ, ბარბარე წულუკიძისამ, ევ. კიკიანმა, ვ. სურგულაძემ, ნ. სურგულაძემ, კ. ჭყონიამ და ა. გეგეჭკორმა ნიგოითის სამკითხველოს წიგნები შესწირეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ გადასახადთა მომატების განხილვის საკითხის საფინანსო კომისიისთვის გადაცემა მოითხოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23-27 ნოემბერს გამართულ საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველ კონგრესზე მოხსენებები წაიკითხეს: ა. ა. ეგოროვმა, გიორგი ალექსანდრეს ძე წინამძღვრიშვილმა, ე. კაკულიამ და ვასილ ილიას ძე რცხილაძემ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთიდან შეატყობინეს, რომ დაიჭირეს და გამომძიებელს გადასცეს ცნობილი ყაჩაღები ჩოხელი და ხარიჭაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა სამინისტრო განიხილავდა კრუნისლავ გერუცის მოხსენებას საზღვარგარეთ სესხის აღების შესახებ სამეურნეო იარაღების შესაძენად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარე პავლე დავითის ძე საყვარელიძის წინადადებით მომხსენებელმა ბიქტორ თევზაიამ მუხლობრივად წაიკითხა კანონპროექტი, რომლის ძალითაც სახელმწიფო მოხელეებს 1-ლი თებერვლიდან ემატებოდათ 30-60 პროცენტი ხელფასის ოდენობის მიხედვით (60 % – ვინც იღებდა 1 500 მან., 55 % – 1 800 მან., 50 % – 2 000 მან., 40 % – 2 400 მან., 35 % – 3 000 მან., და 30 % – 3000 მანეთზე მეტს). კანონი ვრცელდებოდა მინისტრებსა და დამფუძნებელი კრების წევრებზეც. სამოქალაქო და საზოგადო მოსამსახურეებს იგივე წესით ემატებოდათ 1-ლი იანვრიდან, რაც გამოიწვევდა დამატებით ხარჯს – 21 847 094 მანეთს. იგივე წესი გავრცელდებოდა გზათა უწყების მუშა-მოსამსახურეებზე, დამატებითი ხარჯი – 80 731 570 მან.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ექიმი კონსტანტინე გრძელიშვილი ყელის, ყურისა და ცხვირის დაავადებებს მკურნალობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ბაბალოვი ივანე მაჩაბლის დაკარგვის ამბავს იძიებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 დეკემბერს ოზურგეთში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენიდან მიღებული თანხიდან წინამძღვარიანთკარის სამეურნეო სკოლის მმართველ ერმილე ნაკაშიძეს 42. 90 მანეთი გაუგზავნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. სვიმონოვმა ლინდენის სახლის მძარცველები იპოვა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ დავით გიორგის ძე ერისთავის მიერ რუსულიდან გადმოკეთებული 4-მოქმედებიანი პიესა „მეორედ გაყმაწვილება“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ვასილ ეფრემის ძე ხმიადოვს დაგირავებული ჰქონდა 145 დესეტინა სახნავ-სათესი მიწა და 1756 ოთხკუთხი საჟენი მიწა სოფელ ნაწრეტში, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით იაკობის ძე ყარაევს დაგირავებული ჰქონდა ორსართულიანი ქვითკირის სახლი, ორსართულიანი ფლიგელი სარდაფით, მიშენებული საჯინიბო, ფარდული, ფურნე და 250 საჟენი დუქანი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სპირიდონ იაკობის ძე ცურიევს დაგირავებული ჰქონდა 1100 ოთხკუთხი საჟენი სახნავი მიწა სოფელ ფხვენისში, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ ემელიანის ძე წერეთელს დაგირავებული ჰქონდა ერთსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, ერთსართულიანი ფლიგელი და 110 ოთხკუთხი საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მარიამ გიორგის ასულ ავალოვს დაგირავებული ჰქონდა გურჯაანში მდებარე ხეხილის ბაღი და 1580 ოთხკუთხი საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე სიტყვით გამოვიდა ხმოსანი ნ. ზ. თუმანიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსამზადებელი კლასების არსებობის აუცილებლობის შესახებ ევანგულოვის მოსაზრებები არ იყო საკმარისი მთავრობისთვის, ამიტომ მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა სამოსწავლო კომიტეტისთვის დაევალებინათ საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება.
1888
ტიპი: ღონისძიება
ვასილ კოპტონაშვილის განცხადებით, 1888 წელს ბარალეთის სკოლას ადგილობრივი მოსახლეობა ინახავდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 აგვისტოს სურამში არშაკა ხუბეროვის საბძელს განზრახ მოუკიდეს ცეცხლი. ხანძრის შედეგად რამდენიმე ოჯახი დაზარალდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დ. ჩხაიძე დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ივლისს დაბა ნაგომარში წიგნსაცავის დასახმარებლად დადგეს სპექტაკლი „და-ძმა“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: გრ. გუგუნავა, დ. ჩხაიძე, პოლიევქტოს კალანდაძე და ატატო ბებურიშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს გიგო ზანაველმა „ცნობის ფურცლის“ რედაქციიდან სტატიის დაბეჭდვაზე უარი მიიღო.

