რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ქართული მუზეუმის შენობის აშენება ფიქრის გორაზე გადაწყდა, ამიტომ საჭირო იყო ახალი გეგმის შედგენა. გეგმის კონკურსი ადგილობრივ გაზეთებში უნდა გამოეცხადებინათ. წინასწარ მუშაობისა და გეგმის კონკურსის ხარჯი ერთად 3000 მანეთზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. გეგმა ისე უნდა შეედგინათ, რომ მომავალში შენობის გაფართოება შესაძლებელი ყოფილიყო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის გაყიდული მამულებიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეიძლებოდა 120000-140000 მანეთი შემოსვლოდა. ეს თანხა საკმარისი არ იყო მუზეუმის შენობის ასაშენებლად, ამიტომ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა კომისიის წევრებს შეკითხვით მიმართა: საჭიროდ თვლიდნენ თუ არა მოქალაქეებისთვის თხოვნით მიემართათ, რომ ამ საერო საქმეში საზოგადოებას შესაძლებლობის მიხედვით დახმარებოდნენ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, მუზეუმის შენობის ასაშენებლად ხელის მოწერით თანხის შეგროვება უხერხული იქნებოდა და საკმარისი თანხა მაინც ვერ შეგროვდებოდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის იხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ჭირისუფლები ერთ-ერთი მამულის გაყიდვას აპირებდნენ, რომლის ნაწილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა გადაეცათ. საზოგადოება ამ თანხით სამუზეუმო ადგილის ვალის გადახდას აპირებდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა დატოვა ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მის ჭირისუფლებს ანდერძში დასახელებული მამულები უნდა გაეყიდათ და შემოსავლის ნახევარი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გადაეცათ, რომელიც ქართული მუზეუმის აშენებას უნდა მოხმარებოდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ რუსული და სხვა უცხოური წიგნებიდან უნდა გამოეყოთ ისეთი წიგნები, რომლებიც საქართველოს და კავკასიას ეხებოდა, ასევე გამოეცათ მნიშვნელოვანი წიგნები და დოკუმენტები.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დაიხურა სამ საათსა და ორმოცდაათ წუთზე. კრების გაგრძელება დაინიშნა 23 ნოემბერს, დილის 11 საათზე, ახალი კლუბის დარბაზში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 10 ივნისს სამუზეუმო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ ცისკარაშვილის ქვრივი თანახმა იყო მისი კუთვნილი ადგილი, ოლღასა და წყნეთის ქუჩების გადაკვეთაზე, სამუზეუმო კომიტეტისთვის 1700 მანეთად მიეყიდა, ხოლო ბედ 550 მანეთი მოითხოვა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ვახტანგ მუსხელაშვილი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე ლომთათიძემ განაცხადა, რომ სჯობდა ცოტა ბიბლიოთეკა ყოფილიყო და კარგად მოწყობილი, ვიდრე ბევრი და ცუდ მდგომარეობაში მყოფი. ისინი ხშირად უნდა დაეთვალიერებინა სკოლების მეთვალყურეს, რომელიც იმავდროულად ბიბლიოთეკების ზედამხედველადაც ითვლებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ საჭირო იყო ბიბლიოთეკებში სტატისტიკური ცნობების შესადგენად შემოეღოთ წიგნები და რვეულები, სადაც მკითხველებს შესაძლებლობა ექნებოდათ ჩაეწერათ თუ როგორი შინაარსის წიგნები მოსწონდათ, რომელი მწერალი და სხვ., რომ შემდეგ მათი გემოვნება და მოთხოვნილებები გაეთვალისწინებინა ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დ. ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ უნდა შეედგინათ ბიბლიოთეკებისთვის საჭირო ქართული წიგნების სია. ასევე სისტემატიურად გაემართათ სახალხო კითხვები და ამის ხელმძღვანელობა მასწავლებლებისთვის დაევალებინათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გ. გორდეზიანმა განაცხადა, რომ უნდა დაბეჭდილიყო ისეთი წიგნები, რომლებიც თავისი შინაარსით ხალხის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. საჭირო იყო მსგავსი წიგნების სია გამგეობას ბიბლიოთეკების გახსნის ინიციატორებისთვის შეედგინა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გ. გორდეზიანმა განაცხადა, რომ ბიბლიოთეკებს მხოლოდ ცარიელი სახელი არ უნდა ჰქონოდათ. ამიტომ, საჭირო იყო ინიციატორებისთვის მათი კარგად მოწყობის გარანტია მოეთხოვათ, რათა ბიბლიოთეკა მკითხველებზე მორგებული ყოფილიყო.

