რეგისტრირებული ფაქტები19321
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იაკობ გოგებაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ კომისიების დანიშვნით გამგეობის საქმეები სათანადოდ ვერ სრულდებოდა, რადგან წევრებს ეძნელებოდათ კომისიათა სხდომებზე დასწრება. ის მოითხოვდა კომისიათა გაუქმებას და ადრინდელი წესის დაბრუნებას, რომლის მიხედვითაც ყველა საქმეს განიხილავდა გამგეობა რიგით სხდომებზე და იმ შემთხვევაში, თუ საქმე მოითხოვდა დაწვრილებით შესწავლას, ანდობდა გამგეობის ერთ-ერთ წევრს და არა კომისიას.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ნიკოლოზ (ნიკო) ცხვედაძის მოხსენება თბილისში პედაგოგიური კურსების გახსნის შესახებ და გამგეობამ დაადგინა, რომ განხილვამდე მოხსენება წინასწარ გასაცნობად გაეგზავნათ გამგეობის ყველა წევრისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლისთვის საჭირო ავეჯი უნდა დამზადებულიყო თბილისში, სახელდობრ: 40 მერხი (თითო მერხი ორი მოსწავლისთვის) იმ მოდელით, რომელსაც გამგეობა მიიჩნევდა საუკეთესოდ, ორ-ორი დაფა თითო განყოფილებისთვის, საანგარიშო – შვეიცარიული და რუსული, სამოსის საკიდი და ერთი კარადა ბიბლიოთეკისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას 500 მანეთი კრედიტი უნდა გამოეყენებინა: სკოლისთვის სახლის დასაქირავებლად, საჭირო საკანცელარიო ნივთებისა და სასწავლებლის ზედამხედეველებისთვის ავეჯის შესაძენად, შეშისთვის და წვრილმანი ავეჯისთვის, როგორიც არის მაგ: ბიდონი, ცოცხები და სხვა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904-1905 წლებში საზოგადოება ძალიან დაზარალდა კალენდრების გამოცემის ხარჯებით. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.
1901
ტიპი: ავტორობა
1907 წელს ჟენევაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბესარიონ დემურიასთვის – 180, ალექსანდრე თორაძისთვის კი 200 ფრანკი სთხოვეს. დემურიასა და თორაძეს ეს თანხა საქართველოში დასაბრუნებლად სჭირდებოდათ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 27 ნოემბერს ვენის აკადემიის წევრ ჰუგო შუხარდტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა. მას აინტერესებდა, იყო თუ არა გორის კათოლიკურ ეკლესიაში იტალიელი მისიონერის, ჯიროლამო დე ნორიჩის (Girolamo de Norici) მიერ იტალიურ ენაზე შედგენილი ქართული ენის გრამატიკა.

