რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე პოდპოლკოვნიკმა ალექსანდრე ივანეს ძე ლაზარევმა პოლიციაში განაცხადა, რომ სახლიდან 200 მანეთი მოჰპარეს. მას ეჭვი მოსამსახურეებზე, ალექსანდრე ესენოვზე და პეტრე ბობროვსკიზე, ჰქონდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მალაქია ორმანიანი ოსმალეთიდან თბილისში ჩამოვიდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა სოფელ წინამძღვრიანთკარში მეურნეობის სკოლა დააარსა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი საკუთარი ხარჯებითა და სახსრებით ზრუნავდა სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა სრულფასოვნად მოაწყო და სწავლების სისტემა გამართა, რასაც მთელი თავისი ძალ-ღონე მოახმარა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, მიუხედავად იმისა, რომ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილს ფინანსურად უჭირდა, იგი მაინც არ წყვეტდა სოფელ წინამძღვარიანთკარის მეურნეობის სკოლაზე ზრუნვას და რასაც პატიოსანი შრომით შოულობდა, ყველაფერს სკოლას ახმარდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი საქმისმოყვარული და ერთგული ადამიანი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე ქუთაისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას მ. ლ. ლორთქიფანიძემ, გ. კ. აბაკელიამ, ბარბარე იოსების ასულმა ვოლსკიმ 3-3 მანეთი შესწირეს, ოლღა წულუკიძემ და გ. პ. ცაგარეიშვილმა – 2-2 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქალაქისთავი ბენიამინ ჩხიკვიშვილი დათანხმდა, გადასახადთა მომატების საკითხი გადასულიყო საფინანსო კომისიაში ხმოსან ნიკოლოზ ელიავას პირობით, რომ მომავალ ორშაბათს კომისიას წარედგინა საბჭოსთვის პასუხი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 საათზე ქართულ კლუბში სამუსიკო საზოგადოება და საქართველოს ცენტრალური კოოპერატიული კავშირი მართავდა ახალი სიმღერებისა და რომანსების საღამოს, წარმოადგენდნენ დიმიტრი არაყიშვილის მუსიკას, მონაწილეობდა ქართული საოპერო სტუდიის კაპელა და სოლისტები.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე ქუთაისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვ. მ. ერისთავმა, ი. ზ. მელიქიშვილმა, ბ. ა. მიქელაძემ, ნინო ბესარიონის ასულმა ხელთუფლიშვილმა და პ. ა. წერეთელმა 3-3 მანეთი შესწირეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს ი. ზაქარეიშვილი, ი. ხვიჩია, პ. გეორგაძე და ი. აბდალაძე თითო მანეთით დაეხმარნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილმა თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვრის სხდომაზე სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობამ გაიზიარა დიმიტრი აფხაზის მოხსენებათა დებულებები და შესაბამისი რეზოლუციისთვის პრეზიდიუმს გადასცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში მეცნიერმა რობერტ ბლეიკმა ქუთაისის სიძველეთა საცავში მეათე საუკუნის ხელნაწერიდან, „მაკარის ცხოვრებიდან“ პალეოგრაფიული ხელით გადმოხატა ორი წარწერა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსმა მელქისედეკ კედიამ შეიტყო, რომ საეჭვო პირები ამზადებდნენ ყალბ მოწმობებს საქართველოდან სხვადასხვა სავალუტო საქონლის გასატანად, ამ ყალბ მოწმობებს ბირჯაზეც ყიდდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკს შეხვდნენ მევენახეთა კონგრესის საბჭოს თავმჯდომარე ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი და საბჭოს წევრი გ. ა. წინამძღვრიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელზეც გაირკვა, რომ ახალციხე-ახალქალაქის და რაჭა-ლეჩხუმის მაზრებს ესაჭიროებოდათ 14 მომრიგებელი მოსამართლე. აღნიშნულ თანამდებობის პირებს დაენიშნებოდათ ხელფასი 5000 მანეთზე ზემოთ. მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლოთ იუსტიციის სამინისტროში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელზეც გაირკვა, რომ ახალციხე-ახალქალაქის მაზრას და სოხუმის ოლქს ესაჭიროებოდა 6 სასამართლოს გამომძიებელი. აღნიშნულ თანამდებობის პირებს დაენიშნებოდათ ხელფასი 5000 მანეთზე ზემოთ. მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლოთ იუსტიციის სამინისტროში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, „Journal d’Orient“-ის 17 იანვრის ნომერში დაიბეჭდა წერილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულის შესახებ, რომელშიც ეწერა, რომ მანიფესტანტები შეიკრიბნენ ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპის სახლთან და ესალმებოდნენ მას და ინგლისს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს პარიზში კლემანსოს თავმჯდომარეობით უმაღლეს საბჭოში გაიმართა თათბირი, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს დელეგატები: კარლო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი და ზურაბ ავალიშვილი, აგრეთვე აზერბაიჯანის წარმომადგენელი ალი მარდან ბეგი თოფჩიბაშევი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რუსეთის ყოფილ დიქტატორ ალექსანდრე კერენსკის პრაღაში ელოდებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი დაეთანხმა გადასახადთა სამმართველოს უფროსის აზრს დიდი და პატარა შულავერის მცხოვრებთა გადასახადების გადავადების შესახებ.

