რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 8 თებერვლის ვასილ კლდიაშვილის მოხსენების მიხედვით, სერგო კაკაბაძის მდივნობის პერიოდში ოქროს ფულები ინახებოდა პატარა უჯრებიან კარადაში, რომელიც დაკეტილი იყო. კაკაბაძე ხშირად ათვალიერებდა ამ ფულებს, ნუმიზმატიკურ ნივთებს და ამბობდა, რომ ოქროს ფულებზე ძვირფასი ვერცხლის ფულები იყო.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 9 ივნისს ჩატარებული კრების მიხედვით, სამუზეუმო კომიტეტმა გადაწყვიტა მუზეუმისთვის შენობის ასაშენებლად ადგილი ეყიდა ცისკარაშვილის ქვრივისგან (ერთი მეთოთხმეტედი ნაწილი) და ბედ 550 მანეთი მიეცა. სამუზეუმო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა აღნიშნული თანხა მათთვის იმ თანხიდან გადაეცა, რომელიც გადადებული იყო მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად. მოხსენებას ხელს აწერს სამუზეუმო კომიტეტის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი. კომიტეტის წევრები: ალ. პ. სარაჯიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და ვახტანგ მუსხელაშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილს აცნობა, რომ იასონ ციციშვილმა საზოგადოებას ფიქრის გორაზე 50 საჟენი მიწა. სთხოვა. მას სახლის აშენება სურდა იმ პირობით, რომ სანამ ცოცხალი იქნებოდა, თვითონ იცხოვრებდა, გარდაცვალების შემდეგ კი სახლი წერა-კითხვის საზოგადოების საკუთრებად დარჩებოდა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოხუმის ოლქის მღვდელმა ავქსენტი სახოკიამ, რომ გაეგზავნათ საჭირო სახელმძღვანელოები მისდამი რწმუნებული სამრევლო სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესასწავლად. გამგეობამ ავქსენტი სახოკიას თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ქვრივმა გაიანე წიკლაურმა, რომ მისთვის აღმოეჩინათ რაიმე სახის დახმარება, რადგან განსვენებული ალექსანდრე როინაშვილი პატრონობდა მას. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იოსებ როინაშვილის ქვრივმა ელისაბედმა, რომ მისი შვილებისთვის აღმოეჩინათ დახმარება ალექსანდრე როინაშვილის ქონებიდან. გამგეობამ განაცხადა, რომ ფოტოგრაფიის ხარჯით უკვე ინახავდნენ ორ ყმაწვილს და ამაზე მეტ ხარჯს ვერ იკისრებდნენ.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ მიხეილ კლიმიაშვილის წერილი სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ წერილის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ წელიწადში 2 თუმანი გადაედოთ სკოლის მსახურთათვის დასარიგებლად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა საზოგადოების წევრებს სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ შეედგინათ სტატისტიკური ცნობები იმის შესახებ თუ რამდენმა მოსწავლემ დაასრულა სწავლა, შემდეგ სად წავიდნენ ისინი და ირიცხებოდნენ თუ არა საზოგადოების წევრებად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა საზოგადოების წევრებს სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ მასწავლებლების ხელფასი 40 მანეთი ყოფილიყო და ყოველ ხუთ წელში თითო თუმანი მოემატებინათ მანამ, სანამ 70 მანეთამდე არ გაიზრდებოდა მათი ხელფასის რაოდენობა. მისი აზრით, ხელფასის მომატება მასწავლებლების მდგომარეობას გააუმჯობესებდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ გამგეობას მასწავლებლებისთვის საშუალება უნდა მიეცა სკოლებში ხშირად გაემართათ სახალხო კითხვები და საუბრები, რათა ხალხს გაეაზრებინა რამდენად საჭირო, აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის სკოლების არსებობა. კიკვაძის აზრით, საზოგადოების აზრის გაგება თუ როგორი სკოლა სურდათ ან მოსწონდათ თუ არა უკვე არსებული სკოლების სისტემა, გამგეობას ხელს შეუწყობდა სკოლების მოწყობის სისტემა გაეუმჯობესებინა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ არსებული სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ გამგეობას დაეარსებინა სამკითხველო-ბიბლიოთეკები, რათა საშუალება მიეცა კურსდამთავრებულებისთვის არ შეეწყვიტათ სკოლასთან კავშირი და სწავლის დასრულების შემდეგაც განვითარებულიყვნენ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ არსებული სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ გამგეობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცია მასწავლებლების პროფესიული მომზადებისა და ხალხში მათი მოღვაწეობის საქმეებისთვის.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ არსებული სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ მასწავლებლებისთვის ჯამაგირის სამი წლით მომატების დროს მათი სხვაგან ნამსახურეობა გაეთვალისწინებინათ.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ 1910 წლის 29 ოქტომბრის საზოგადოების სხდომაზე აღიძრა საკითხი საზოგადოების წიგნსაცავიდან ხელნაწერების შინ გატანის შესახებ. გამგეობამ შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც წიგნსაცავიდან ე. წ. „Иписит“-ების შინ წაღება აიკრძალა. მსურველებს ხელნაწერებით სარგებლობა მხოლოდ წიგნსაცავში შეეძლოთ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ არსებული სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ სასკოლო სექციისთვის მიეცათ უფლება, რაც შეიძლება ხშირად გაემართა მასწავლებლებისთვის კრება და ჩაეტარებინა პედაგოგიური კურსები.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა განაცხადა, რომ სკოლებში ყველა საგანი ქართულ ენაზე უნდა ესწავლებინათ, მასწავლებელები კარგად მომზადებულები უნდა ყოფილიყვნენ, რათა მათ გაემართათ სახალხო კითხვები და საუბრები, დაეარსებინათ საკვირაო სკოლა და მისთვის ეხელმძღვანელათ. ი. რამიშვილის აზრს დაეთანხმნენ სამსონ პლატონის ძე დადიანი და ოლგა ნიკოლოზის ასული აგლაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ განაცხადა, რომ სკოლებში მეთვალყურის მიწვევის შემდეგ სწავლა-აღზრდის საქმე უკეთესობისკენ წარიმართებოდა, საჭირო იყო სოფლის სკოლების მასწავლებლებისთვის ხელფასი 50 მანეთი დაენიშნათ, რაც ხელს შეუწყობდა კარგი მასწავლებლებით დაკომპლექტებული შტატის შექმნას.

