რეგისტრირებული ფაქტები19584
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ სკოლებში საგნების რუსულად სწავლება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ქართული ენის მიმართ გულგრილი მოპყრობა უნდა დასრულებულიყო და გამგეობას საზოგადოების წესდების ის მუხლი უნდა მოეყვანა სისრულეში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო გამართულიყო მასწავლებლების კრება, სისტემატური კურსები, ექსკურსიები და სხვა. მისი აზრით, საჭირო იყო საქმის მოყვარული და ენერგიული ხალხი მიეღოთ საზოგადოების წევრებად, რომლებიც ინიციატივას გამოიჩენდნენ და ენერგიულად გაუძღვებოდნენ საქმეს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განმარტა თუ რატომ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი ზოგიერთ სკოლაში რუსულ ენაზე. მან განაცხადა, რომ ზოგიერთი სკოლის მოხელეები წინააღმდეგობას უწევდნენ გამგეობის მიერ ქართულ ენაზე სწავლების მოთხოვნას და საზოგადოებას დახურვას უპირებდნენ. სწორედ სკოლების მოხელეების წინააღმდეგობა იყო მიზეზი ზოგიერთ სკოლაში რუსულ ენაზე სწავლებისა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას ჰქონდა ვადით შენახული ფულის ბანკის ბილეთები და სახელმწიფო ბანკის პროცენტიანი ქაღალდების მოწმობები. მისი აზრით, შეუძლებელი და მოუხერხებელი იყო სარევიზიო კომისიას ბანკებში ევლო და ბილეთების ავთენტურობა შეემოწმებინა. ასევე სკოლების რევიზია გაეკეთებინა. კარიჭაშვილის აზრით, საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობის გარეშე ბანკის გამგეობა ბილეთების შემოწმების უფლებას არავის მისცემდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ უკმაყოფილება გამოთქვა გამგეობის საქმიანობის შესახებ. მან განაცხადა, რომ ყველაზე მეტი ყურადღება სკოლებს სჭირდებოდა. სკოლებში კურსდამთავრებულებისა და მოსწავლეების რიცხვი მცირე იყო, მიზეზად კი გამოცდილი, მომზადებული და გლეხის მეგობარი მასწავლებლების არარსებობა დაასახელა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების გამგეობის თითოეული წევრი პატივსაცემი პირი იყო, მაგრამ საზოგადოების საქმეებისთვის ყველას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რადგან საკუთარი საქმეებით იყვნენ დაკავებულები. გამგეობის წევრების მოუცლელობა კი აზიანებდა საზოგადოებას. ამიტომ, ვისაც დრო ჰქონდა მას უნდა აეღო ისეთი მძიმე საქმე და საპატიო მოვალეობა, როგორიც ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის წევრობა იყო.
1898
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომაზე მოხსენება გააკეთა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელმა დავით ლორთქიფანიძემ, რომ პირადი მიზეზების გამო არ შეუძლია სენაკის სკოლაში მასწავლებლად გადასვლა. გამგეობამ დავით ლორთქიფანიძის თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ მესამედ უნდა გამოეცათ აკაკი წერეთლის ნათარგმნი კრილოვის არაკები. გამგეობამ გამოცემისთვის სურათების შერჩევა იაკობ გოგებაშვილსა და დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტს გამართულ სამუზეუმო კომისიის სხდომაზე დაადგინეს, რომ თბილისის თავადაზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს წინაშე კვლავ აღეძრათ შუამდგომლობა ქართული მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად 50000 მანეთის გადადების შესახებ. სამუზეუმო ადგილი ბანკში იყო დაგირავებული და აღნიშნული თანხა მის გასასტუმრებლად სჭირდებოდათ. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.

