რეგისტრირებული ფაქტები19584
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომაზე გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1910 წელს მისი შუამდგომლობით მაშინდელმა გუბერნატორმა ნება დართო ერთი წლის განმავლობაში ქართული მუზეუმის ასაშენებლად თბილისის გუბერნიაში თანხა შეეგროვებინა, მაგრამ საზოგადოებამ ამ ნებართვით მაშინ ვერ ისარგებლა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომაზე დაადგინეს, რომ საქალაქო გამგეობაში შეეტანათ თხოვნა, რათა მუზეუმის შენობის ასაშენებელი ადგილი საქალაქო გადასახადისგან გაეთავისუფლებინათ. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში ქართველ მემამულეთა კომიტეტმა აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ 1900 წელს მონაწილეობა უნდა მიეღო პარიზის მსოფლიო გამოფენაში, ითხოვდა, გამგეობას დაეთმო მათთვის ყველა საუკეთესო გამოცემა ქართულ ენაზე, რაც კი წიგნსაცავში მოეპოვებოდათ, ასევე როინაშვილის მიერ ნაანდერძევი ფოტოკოლექციებიდან სხვადასხვა ფოტო წარწერებითურთ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში წინარეხის სკოლის მასწავლებელი ანტონ თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა სკოლისთვის ვასილ კარბელაშვილის ნოტების (1 ცალი), გიორგი იოსელიანის „საღვთო ისტორიისა“ და არითმეტიკული ამოცანების (15-15 ცალი) გაგზავნას. მოთხოვნილი წიგნების ღირებულება იყო 17 მან. 65 კაპ.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ლუკა რაზიკაშვილმა, რომ კიდევ 3 თუმანი მიეცათ იმ ნაწერების ანგარიშში, რომელიც საზოგადოებას დაუთმო. თუმცა გამგეობამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან აღნიშნული ჩანაწერების საფასური 85 მანეთი უკვე მიცემული ჰქონდათ მწერლისთვის.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ლევან ნიკოლოზის ძე დიასამიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ შეექმნათ კომისია, რომელიც ბუნდოვანი სურათების საშუალებით გამართავდა ლექციებს, სახალხო კითხვებსა და საუბრებს. უმეტესად, სამეურნეო დარგის შესახებ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ ბიბლიოთეკა კონკრეტული სოფლის, რაიონის თუ ქალაქის ადგილობრივი მცხოვრების ინიციატივით იმ შემთხვევაში გაეხსნათ თუ იგი გამგეობას ბიბლიოთეკის შენობისა და გამგის ხელფასით უზრუნველყოფის გარანტიას მისცემდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დაიხურა სამ საათსა და ორმოც წუთზე. მისი გაგრძელება კი დაინიშნა კვირა დღეს, 30 ნოემბერს, დილის 10 საათზე, ახალი კლუბის დარბაზში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

