საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2119

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1866

ტიპი: მფლობელობა

1866 წელს თბილისში, ვერაზე, ტატო გაბაშვილის სახლში იყიდებოდა ახალი, ოთხთვლიანი სამგზავრო ეტლი. ფასის შესახებ ინფორმაციის მიღება თვითონ ტატო გაბაშვილისგან იყო შესაძლებელი.

1866

ტიპი: მფლობელობა

1866 წლის 11 აპრილს ოზურგეთში აუქციონზე იყიდებოდა ანტონ ნაკაშიძის მამული, რომელიც იქამდე იყო გლეხის, გულოვან მუჯირის სარგებლობაში. ეს მამული იყიდებოდა იმ მიზეზით, რომ გლეხებს გათავისუფლების შემდეგ მიწები არ ერგოთ. იმ შემთხვევაში, თუ მამული ვერ გაიყიდებოდა, 3 დღის შემდეგ აუქციონი განმეორებით ჩატარდებოდა.

1877

ტიპი: მფლობელობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1877 წლის 30 მაისს ქალაქის მთავრობამ განიხილა ქალაქისთავის წინადადება სათეატრო ადგილის ყიდვის შესახებ და გადაწყვიტა, მეწარმე ჩითახოვისა და ალექსანდრე ზუბალაშვილისგან 13 000 თუმნად შეესყიდა სამხედრო სასამართლოს გვერდით მდებარე ადგილი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე ფლობდა სტამბას თბილისში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი თბილისში ფლობდა ქართული წიგნის მაღაზიას.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ბ. ლიაძის მოსამზადებელი სასწავლებელი პანსიონითურთ მდებარეობდა კუკიაზე, ანდრეევის ქუჩის N 13–ში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბ. ლიაძე თბილისში ფლობდა მოსამზადებელ სასწავლებელს პანსიონითურთ.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისში ქართული წიგნის მაღაზიას ფლობდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისში წიგნის მაღაზიას ძმები ჭილაძეები ფლობდნენ.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თელავში წიგნის მაღაზიას ფლობდა ვ. როსტომაშვილი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სიღნაღში წიგნის მაღაზიას ფლობდა ვ. ქიტიაშვილი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სურამში წიგნის მაღაზიას ფლობდა ა. ქარსიძე.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ფოთში წიგნის მაღაზიას ფლობდა ხუმარაძე.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ხონში წიგნის მაღაზიას ფლობდა ნესტორ იოსების ძე წერეთელი.

1866

ტიპი: მფლობელობა

1866 წლის 3 ივნისს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა „ნადვორნი სოვეტნიკის“ გრიგოლ იზმიროვის სახლი. გრიგოლმა თავის დროზე არ გადაიხადა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი, შესაბამისად, ვერ შეძლო ქონების შენარჩუნება.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ყვირილაში წიგნის მაღაზიას ფლობდა ღამბაშიძე.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ დავით იოსების ძე მაღალოვი ფლობდა თბილისში თელოვანის აგარში სახნავ–სათესს, საძოვარს, 141 დესეტინა და 1720 კვადრატულ საჟენ ტყეს, რომლებიც დაგირავებული ჰქონდა 43,5 წლით ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში და ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ექიმი დიმიტრი ჯავახიშვილი ფლობდა ბინას ვერაზე, გუნიბის ქუჩა N 41-ში.

1880

ტიპი: მფლობელობა

1880 წელს მიხეილ რევაზის ძე ერისთავი ფლობდა საგვარეულო მამულს სოფელ კარალეთში, ქართლში.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 7 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი განცხადებიდან ირკვევა, რომ თბილისში იყიდებოდა მაიორ შმატოვის კერძო ქვის სახლი მეზონინით, ეზოთი და დამხმარე სათავსოებით. სახლის ფასადი სამეფო მოედნისკენ გადიოდა. მსურველებს უნდა მიემართათ თვით მაიორი შმატოვისთვის.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ნიკო ყავრიშვილს სარძეო ფერმა ჰქონდა მანგლისთან, სოფელ მოხისში.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წელს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა გაყიდული 600 დღიური საღალე მამულისა შეიძინა 200 დღიური სახნავი მიწა, მიუმატა 100 დღიური მიწა, რომელიც მის კარმიდამოს ესაზღვრებოდა სოფელ სატივეში და დაიწყო მაღალი კულტურების (მარცვლეული, ხეხილი და სხვ,) მეურნეობა. მან გაახარა ნამყენი ვენახი, ევროპული ხეხილი, შავი მოცხარი, ხორბალი, დადგა ძრავიანი წისქვილი. მეურნეობას დიდი შემოსავალი მოჰქონდა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა ირაკლი კონსტანტინეს ძე აბხაზის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 6233 მანეთი და 86 კაპიკი იყო.

1830

ტიპი: მფლობელობა

1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სახლი, სადაც „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ გამოცემის კომიტეტი იყო დაბინავებული, ეკუთვნოდა ვაჭარ ხოზროევს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრაში, თერჯოლის რაიონში მდებარე 7 დესეტინა და 2100 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.