საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს მიხეილ მაჩიტაძემ სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წიგნი შესწირა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს სამსონ არჯევანიძემ და პავლე კიზირიამ სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 10-10 შაური შესწირეს, ბეჟან ასათიანმა და ლუკა ყუფარაძემ კი – 6-6 შაური.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 დეკემბერს ბოქაული მარქაროვი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ანდრია ბჟალავა ავადმყოფობის გამო პეტროვკის სატუსაღოდან ქუთაისის სატუსაღოში ჩამოიყვანეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 31 ოქტომბერს ბარამ თეიმურაზის ძე შაბურიშვილმა თავის საბალახოზე დავით კეზელის 6 ღორი დაიჭირა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ერთობა“ წერდა, რომ სოხუმიდან დაბრუნებული ამერიკის კონსული ჩარლზ მოზერი ვაშინგტონს საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნას სთხოვდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ტუნა (ივლიანე) წითაძემ სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წიგნები შესწირა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ილარიონ დარსმელიძემ და ნაუმ გეგეშიძემ სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 5-5 მანეთი შესწირეს, ანეპოდისტე აბრამიშვილმა — 4 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ გელოვანი ბაქოში ჩავიდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის პირველ აპრილს სოფელ ოქუმში მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ქუთაისის გუბერნატორმა გროსმანმა. ის ამბობდა, რომ სოფელში გახშირებული ქურდობის აღმოსაფხვრელად აუცილებელი იყო საზოგადოებას შესაბამისი ორგანოებისთვის მიეწოდებინა საჭირო ინფორმაცია.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილს სოფელ ბარეულში მღვდელ ოქროპირ დვალს მარანი დაუწვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამერიკის ყოფილი კონსული დულიტლი გამოეთხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს და საქართველოს წარმატება უსურვა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილს სოფელ ტბეთში მცხოვრებ გლეხ ევნაძეს 100 თუმნად ღირებული მარანი გადაუწვეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილს სოფელ ბარეულში თავად მ. ყ. წულუკიძეს წისქვილი და საზაფხულო სასახლე დაუწვეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილს სოფელ ღვარდიაში ჭირნახულით სავსე ბეღელი დაუწვეს დეკანოზ მ. ი. ვაწაძეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აპრილს ი. კანდელაკმა სოფელ ვანში სასოფლო აფთიაქი გახსნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის ეპისკოპოს გაბრიელს (გერასიმე ქიქოძეს) სურდა დაეარსებინა წმინდა სანთლის მწარმოებელი ქარხანა, რადგან მექარხნეები სანთელში სხვადასხვა მავნე ნივთიერებას ურევდნენ. ეს საკითხი იმერეთის ეპარქიის სამღვდელოებას 24 მაისს უნდა განეხილა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 აპრილს იონა მიხეილის ძე მეუნარგიას ქუთაისის თაეტრის დარბაზში უნდა წაეკითხა საჯარო ლექცია, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს შეხვედრა გადაიდო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 20 ოქტომბრიდან ფ. თავდგირიძის ინიციატივით სუფსის სამრევლო სკოლაში კვირაში ორჯერ სახალხო კითხვის დღეები ეწყობოდა. მსმენელისთვის თვითონ თავდგირიძეც კითხულობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის განცხადებით, 1888 წლის 14 მაისს საერთო წევრთა კრებაზე ზედამხედველობის კომიტეტის ახალ წევრებად უნდა აერჩიათ: ალექსანდრე სვიმონის ძე გამრეკელი, ი. ი. ციციანოვი, დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანი, დავით ივანეს ძე ავალიშვილი, რევაზ შალვას ძე ერისთავი, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, რ. კ. ვაჩნაძე, დავით ზაალის ძე ბარათაშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აპრილს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის თელავში ყოფნის დროს გადაწყდა, რომ მილიციისთვის შესაფერისი სადგომი სოფელ მაღაროში უნდა შეერჩიათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილს სოფელ ბარეულში მოძღვარმა გიორგი ფოფხაძემ ეკლესიაში იქადაგა, რა ცუდი და ქვეყნის დამანგრეველი იყო ავაზაკობა, რის გამოც იმ ღამესვე მის საბძელს ცეცხლი წაუკიდეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ივანე სოლომონის ძე ყორღანოვმა ავლაბარსა და მთაწმინდაზე სკვერების მოწყობის თაობაზე განაცხადა, რომ სჯობდა კუკიაზე გაეშენებინათ სკვერი, რადგან მთაწმინდა ისედაც მაღლობ ადგილზე იყო გადაჭიმული, სადაც ნიავი ასუფთავებდა ჰავას, კუკია კი მეტად დაბლობზე მდებარეობდა და საჭიროებდა გამწვანებასა და სუფთა გარემოს შექმნას მოსახლეობისთვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ივანე სოლომონის ძე ყორღანოვმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა ქუჩებში მცენარეების დარგვა, რადგან ქალაქს ძალიან აკლდა გამწვანება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ფრიდონოვმა განაცხადა, რომ ქალაქში მხოლოდ ერთი „ალექსანდრეს“ ბაღი არსებობდა, ამიტომ მოზარდი თაობისთვის ახალი სკვერების მოწყობა აუცილებელი იყო.