რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 ნოემბერს ქართულ თეატრში გაიმართებოდა მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძის ბენეფისი, სადაც წარმოადგენდნენ სამმოქმედებიან კომედიას „დავიდარაბას“ და ერთმოქმედებიან ვოდევილს „ბარაქალა მასწავლებელს“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 ნოემბერს ქართულ თეატრში სამმოქმედებიან კომედიას „დავიდარაბასა“ და ერთმოქმედებიან ვოდევილს „ბარაქალა მასწავლებელს“ წარმოადგენდნენ მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელმა, ი. ა. ნაკაშიძემ და კ. აბაშიძე–გორლენკომ წმინდა სინოდს წარუდგინეს სიგელები და გუჯრები, რომლებიც მოწმობდნენ, რომ ათონის მთაზე მდებარე მონასტერი IX საუკუნის იყო, ქართველებს ეკუთვნოდა და ბერძნები ცდილობდნენ მისაკუთრებას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თეატრის ანტრეპრიზა დრამატული წარმოდგენების გამართვას წყვეტდა და მომავალში მხოლოდ ოპერის წარმოდგენებს გამართავდა. ანტერეპრენიორი ივანე იაგორის ძე ფითოევი განკარგულების აღსრულებას შეუდგა და ახალი დასის შესაქმნელად მოემზადა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ოქტომბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ შვიდი წლის შემდეგ პირველად წარმოადგინა ბარბარე დავითის ასულის ჯორჯაძის კომედია „რას ვეძებდი და რა ვიპოვე!“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს ქართული დრამატული დასის არტისტ დავით მერაბის ძე გამყრელიძეს (აწყურელს) უნდა გაემართა კონცერტი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი პეტერბურგიდან საქართველოში წამოვიდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვში უმაღლეს საიუნკერო სასწავლებელში ხმლის კარგად გამოყენებისთვის სამ ქართველს გადასცეს ჯილდო, ერთ-ერთი იყო გ. თულაშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვში უმაღლესი საიუნკერო სასწავლებელში ფარიკაობის დროს ხმლის კარგად გამოყენებისთვის ჯილდო გადასცეს ალ. მიქელაძეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვში უმაღლესი საიუნკერო სასწავლებელში ფარიკაობის დროს დაშნის კარგად გამოყენებისთვის ჯილდო გადასცეს კ. მიქელაძეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აზიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი რუსეთის სტამბოლელ ელჩთან ნელიდოვთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ივერის მონასტრის თაობაზე. ისინი განიხილავდნენ ეს მონასტერი ქართველების კუთვნილება იყო თუ ბერძნების.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 ივნისს ბრალდებულ იოსებ ლაღიაშვილს საბრალდებო ოქმის ასლი გადასცეს. მან უფლებადამცველად ნაფიცი ვექილი ე. მ. ტურკევიჩი აირჩია.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბრალდებული ლაგიევის საქმის განხილვის დროს სასამართლოს თავმჯდომარე იქნებოდა სამხედრო მოსამართლე ფ. ვ. იაჩევსკი, ბრალმდებელი – ი. ა. ორნატსკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არწუნისეულ თეატრში დანიშნული იყო სომხური წარმოდგენა, სადაც ითამაშებდნენ „ჰამლეტს“ და მთავარ როლს ადამიანი შეასრულებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 აპრილს მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი საგანგებოდ გაემგზავრა ბათუმში, საიდანაც იალტაში მიბრძანდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე დარბაზიდან გააპროტესტეს მენშევიკთა ორატორ ბიქტორ თევზაიას განცხადება, რომ ის არ ემხრობოდა ხალხის ქონებრივად გათანასწორებას.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ნიჟნი ნოვგოროდში გამართულ ღვინის გამოფენაზე კახური ღვინის წარმოებისთვის იოსებ ბაბუნიძემ, ნიკოლოზ ანდრონიკაშვილმა, სერგეი შერემეტევმა, ფრიდონოვმა და დიკენსონმა თითბრის მედლები მიიღეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ელენე ჯინოშვილისას 118 მანეთი გადასცეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ნიჟნი ნოვგოროდში გამართულ ღვინის გამოფენაზე ოგანოვმა კახური ღვინის წარმოებისთვის ვერცხლის მედალი მიიღო, ქრისტეფორე ვერმიშევმა კი – სიგელი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ფორკატი აღდგომის შემდეგ ბანკის თეატრში გამართავდა წარმოდგენას „მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ 80 დღის განმავლობაში“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე კერენსკი პრაღაში დოქტორ კარელ კრამარჟთან ერთად რუსეთთთან ხელშეკრულების პირობების შემუშავებას აპირებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო კომისიამ შეიძინა ნიკო ნიკოლაძის 500 000 მან.ღირებულების ძვირფასი წიგნსაცავი ფოთში, სადაც გაიგზავნა დამფუძნებელი კრების წევრი გაბრიელ ცისკარიშვილი და ბიბლიოთეკარი რომანოვი. წიგნსაცავი შეიცავდა 6 - 7 ათას ტომს. ამავე კომისიას გადაეცა კავკასიის ოლქის სამხედრო შტაბის წიგნსაცავი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ოლღა ბახუტაშვილი-შულგინას ბენეფისი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 15 თებერვალს ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვემ დიდთოვლობის შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგად მტკვრის აუზის გარშემო ატმოსფერული ჰაერის ქიმიურ შემადგენლობაში აღმოაჩინა წყალბადის ზეჟანგი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 სექტემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ე. ა. შენინგი გაამართლა და მოუხსნა სახელწიფო ფულის მითვისების ბრალდება.

