საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33137

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 აპრილს ნინო ავეტიქის ასულ ტერ-გრიქუროვის სახლი გაძარცვეს და 2184 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები გაიტანეს. დაზარალებული ბრალს სდებდა მოსამსახურე იოსებ გურულს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 დეკემბერს ნ. ა. გრედესკული გეგმავდა თბილისიდან ქუთაისში მატარებლით ჩასვლას და ქალაქის თეატრში ლექციის „ნაციონალური საკითხის თაობაზე დასავლეთსა და რუსეთში“ წაკითხვას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს სინსკიმ ფოთის ნახუტურის უბნის სამრევლო სკოლის მასწავლებლებს რუსულის გაკვეთილების სასწავლო წლის პირველი სქტემბრიდან დაწყება ურჩია. მასწავლებლები შეთავაზებას არ დათანხმდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დეპუტატ ვარლამ გელოვანის თაოსნობით გაიმართა კავკასიელი დეპუტატების კრება, რომლის მიზანიც საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავება იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში თბილისის სასამართლო პალატაში პ. კალანდაძის საქმე განიხილეს. მას ერთი თვით ციხეში ყოფნა მიუსაჯეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 დეკემბრიდან თბილისში სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის რედაქტორობით ყოველდღიური ქართული გაზეთი „ახალი დროება“ უნდა გამოსულიყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს პლუშჩევსკი ვაჭრის, მანის ადვოკატი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ეკატერინე გაბაშვილის „ალის“ ცალკე წიგნად გამოშვება გადაწყვიტა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში სავლე წერეთელი და ნიკოლოზ გამრეკელი ჭიათურის საავადმყოფოში მესამე ექიმის დამატებას ითხოვდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში თბილისის სასამართლო პალატაში ნ. ჟორდანიას საქმე განიხილეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქრისტიანობის აღმდგენელმა კომისიამ თავისი ხარჯით გამოსცა გ. გოლუბცოვის მიერ აფხაზურ ენაზე ნათარგმნი საეკლესიო და სასწავლო სახარება და წირვის საგალობელი ნოტები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 დეკემბერს ქართულ თეატრში ნ. გრედესკულის უნდა წაეკითხა ლექცია „ნაციონალური კითხვა დასავლეთ ევროპასა და რუსეთში“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენაკში ი. ქ. კალანდარიშვილის თაოსნობით გზები შეაკეთეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ავადმყოფობის გამო საგურამოს სკოლის მასწავლებლის, არისტოკლე რამინიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება გადაწყვიტა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 4 ნოემბერს პოლიციელმა ივანე საყვარელიძემ დააპატიმრა კონსტანტინე ჯაოშვილი, რომელსაც კონსულის ქუჩაზე, ჯაბაროვის სახლში მცხოვრებ პედაგოგ იაკოვლევის გაქურდვაში ედებოდა ბრალი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვაჭრობისა და წარმოების სამინისტროს კომისრის, მ. ჯაფაროვის ბრძანებით, თექის ქარხნის მესაკუთრე ალექსანდრე ზარგარიანცს უფლება მიეცა კავკასიაში შეეძინა 3000 ფუთი შალი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 მარტს თელავის დამზოგველი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: მ. შიუკაშვილი, ი. როსტომაშვილი და დ. კიკნაძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 მარტს თელავის დამზოგველმა საზოგადოებამ გამგეობის სარევიზიო კომისიის ახალ წევრებად აირჩია: კ. მახვილაძე, ი. ზარაფაშვილი, ზარაფაშვილი და ცისკარაშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 მარტს დაგეგმილი იყო ვლადიმერ აღნიაშვილის ქართული ხოროს კონცერტი იოსებ რატილის ლოტბარობით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რიო-დე-ჟანეიროში მცხოვრებმა სომხებმა დეპეშით მიმართეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ლოიდ-ჯორჯს და სთხოვეს, სომხეთის განთავისუფლებისთვის ხელი შეეწყო („ტაიმსი“).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით იდგმებოდა ოპერა „სამეფო სარძლო“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 მარტს დიდთოვლობამ დააზარალა სნოს მცხოვრები მოსელა ღუდუშაური, რომელსაც ჩამოწოლილმა ზვავმა 40-მდე ცხვარი დაუხოცა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 მარტს ჩამოწოლილმა ზვავმა სახლი დაუზიანა ახალციხის მცხოვრებ იაკობ პაპალაშვილს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისში მ. ი. ნიკოლაძის მაღაზიაში იყიდებოდა აბრეშუმის სადა ბლონდები და აბრეშუმის ჩიქილები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 26 მარტს, საღამოს 7 საათზე გაიმართებოდა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრება, რომელზეც ა. ენფიაჯიანცი წაიკითხავდა მოხსენებას თამბაქოს მოყვანის შესახებ.