რეგისტრირებული ფაქტები18651
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ ბიბლიოთეკების წიგნების რაოდენობა სრულად არ იყო აღრიცხული. ქართული და რუსული წიგნი უნდა ყოფილიყო 19192 ცალი, მაგრამ აღრიცხვის შემდეგ ადგილზე 9313 ცალი აღმოჩნდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე სახალხო სკოლებისათვის დახმარება სხვა პერიოდთან შედარებით ნაკლები იყო. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ სკოლების მდგომარეობის შესახებ ცნობების შეკრება დაგვიანდა და მეორე მხრივ, სხვადასხვა საგნებისათვის გადადებული თანხის რაოდენობა საკმარისი არ იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება 12 საათზე გაიხსნა. პირველი კრება დანიშნული იყო 10 დეკემბერს, მაგრამ არ შედგა, რადგან წევრთა საკმარისი რაოდენობა არ გამოცხადდა. 17 დეკემბრის კრებას დაესწრო 35 წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, წევრები გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პატივი მიაგეს გარდაცვლილი შიო ჩიტაძისა და ნიკო ხიზანიშვილის ხსოვნას. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, წევრები: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს გამგეობისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, წევრები: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ დაადგინა, რომ უნდა გაიაფებულიყო „ქილილა და დამანა" და „ვახუშტის ისტორია". კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, წევრები: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.