რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის 14 დეკემბერს ბათუმში მყოფმა სერგი ირაკლის ძე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ადგილობრივი ბეგები რუსების მიერ წართმეული ზღვისპირა შენობის კომპენსაციის ასაღებად დახმარებას ითხოვდნენ. მათ აღებული თანხის გადაცემა სურდათ საზოგადოებისთვის სკოლის ასაშენებლად.
1890
ტიპი: ავტორობა
1890 წლის 9 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ქუთაისის სკოლაში მის მისვლამდე მიღებული დადგენილების თანახმად, პროტოკოლები რუსულად იწერებოდა და სთხოვა, ეცნობებინათ, მათთვის პროტოკოლების თარგმანი უნდა გაეგზავნა თუ დედნები.
1890
ტიპი: ავტორობა
1890 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ როსტომის ძე ყიფიანს წერილით შეატყობინა, რომ მას უნდა გაეგზავნა პედაგოგიური საბჭოს დადგენილებების დედნები და გამგეობისთვის ეცნობებინა ნებისმიერი გადაწყვეტილება ან რჩევა.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის სახელმძღვანელოები იყო 24 მანეთის და 68 კაპიკის, კლასგარეშე საკითხავი წიგნები – 270 მანეთის და 65 კაპიკის, მასწავლებლის წიგნები – 999 მანეთის და 58 კაპიკის, სხვა სასწავლო ნივთები კი – 233 მანეთისა და 86 კაპიკის, სულ – 1528 მანეთისა და 77 კაპიკის ღირებულების. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის შემოსავალი იყო: სწავლის გადასახადი 285 მანეთი, ბანკისაგან – 5860 მანეთი, სხვა – 51 მანეთი და 90 კაპიკი, სულ – 6196 მანეთი და 90 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

