საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 2 აპრილს პოლიციის მე-7 ნაწილში პეტრე იასნიცკის სახელოსნოში მომუშავე ივანე კუდანოვმა ჩარხზე დაიზიანა საჩვენებელი თითი, რომელსაც დახმარება სამხედრო ჰოსპიტალში აღმოუჩინეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თიანეთის მოსახლეობას იმედი ჰქონდა, რომ მაზრაში არსებულ მძიმე მდგომარეობას მაზრის უფროსი ლევან ჯანდიერი გამოასწორებდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში უნდა აჩამოსულიყო ქართული ენის მცოდნე და მკვლევარი, ინგლისელი ფილოლოგი უილიამ რიჩარდ მორფილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სასამართლომ გ. დანილოვს მოსთხოვა წარედგინა საჭირო ცნობები იმ წერილის გამო, რომელიც მან თითქოს ალექსანდრე ნიჟარაძეს მისწერა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აპრილს ქუჩაში იპოვეს ალექსანდრე იაკობის ძე მანუჩაროვი, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა, სავარაუდოდ მოწამლული იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ელ აპრილს ავლაბრის წმ. მარინეს სამხედრო სკოლაში გაიხსნა ქალების განყოფილება, რომელშიც ასწავლიდა პედაგოგი პავლოვისა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მუზეუმის ბაღში გადაიხადეს საარქეოლოგიო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ადოლფ პეტრეს ძე ბერჟეს პანაშვიდი, რომელსაც დაესწრო მოქმედი თავმჯდომარე კობიაკოვი, მან სიტყვით პატივი მიაგო განსვენებულის ხსოვნას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გასულ წელს ცნობილმა თბილისელმა ქირურგმა, გ. როზენბაუმმა კავკასიის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოებაში წაიკითხა მოხსენება მალამო „ნაფტალინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ხაშმში მცხოვრებ გლეხ ყირმალაშვილს ორი საბძელი დაუწვეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, განათლებულმა რუსებმა ქუთაისში დაარსეს საზოგადოება „Кружокъ любителей драматическаго и музыкальнаго искуства“, რომლის მიზანი რუსული წარმოდგენებისა და კონცერტების გამართვა იყო. ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით ქუთაისში ხშირად ჩადიოდნენ თბილისის ოპერის არტისტები და ასევე ყორღანაშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით სოფელ კოთელიას „პოვერენიები“, აბო ბიბილურიძე, ბარნაბა ბერიძე და ანდრო კონსტანტინოვი სოფლის მიწების საკითხის გასარკვევად ჩავიდნენ თბილისში, თუმცა არ იცოდნენ ვისთვის უნდა მიემართათ და საქმე როგორ ეწარმოებინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 მაისს ბათუმში ჩასულ გიორგის ალექსანდრეს ძე რომანოვს გოლიცინი, მიხეილ შალიკოვი, გიორგი შერვაშიძე და მიტროფანე ბოგუცკი შეხვდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე ი. ა. ზვერიოვი და ა. ა. ზვერიოვისა მოსწავლეებს მისაღები გამოცდებისთვის ამზადებდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქუთაისის გუბერნიის უწყებათა“ იჯარით გასაცემად ვაჭრობა დაინიშნა. იჯარის აღების სურვილი რეიმესმა, ბოჩკარევმა და ბე. ხოჯივანოვმა გამოთქვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა ვაჭრობა „ქუთაისის გუბერნიის უწყებათა“ იჯარით გასაცემად. ბე. ხოჯივანოვმა, გარდა იჯარის აღებისა, საგუბერნიოს სტამბის ყიდვის სურვილიც გამოთქვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ სტამბის უდიდესი ნაწილი რეიმერსს ეკუთვნოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ იაკობ მედვედევი, რომელიც სოფელ ჩაქვში ბაღჩების დასათვალიერებლად იმყოფებოდა, თბილისში დაბრუნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცელში“ მიხაკო თავდგირიძე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც სოფელ აკეთში ახლად დაარსებული მაცხოვრის ეკლესიის სამრევლო სკოლის დასახმარებლად წარმოდგენა გამართეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ აღმოაჩინეს 1813 წლის ხელნაწერი მოთხრობები, რომლებიც მოსე ბახუტის ძე ყორღანოვს მისი მეგობრისთვის, სტეფანე მამულოვისთვის გადაუწერია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთის თვითმმართველობის ინიციატივით ახალი საავადმყოფოს გახსნა იგეგმებოდა. მაზრის ადმინისტრაციის უფროსი ალ. გამრეკელი სოფლებში დადიოდა, რათა ხალხისთვის აეხსნა საავადმყოფოს საჭიროება და ფინანსური დახმარება ეთხოვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თელავში რკინიგზის აშენებასა და მის მიმართულების დადგენას აპირებდნენ. ამ საქმისთვის საჭირო სტატისტიკური ცნობების შესაკრებად კახეთში ამიერკავკასიის რკინიგზის მმართველობის მოხელე დანიელოვიჩი იყო ჩასული.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართულ თეატრში შემოდგომა-ზამთრის სეზონზე რაისელს სამსახიობო დებიუტი ჰქონდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სალერნის, რომელმაც ბათუმიდან კაპანდიდამდე რკინიგზის გაყვანის ნებართვა მიიღო, გეგმად ჰქონდა რკინიგზის შტო კაპანდიდიდან მდინარე ჭოროხამდე გაეგრძელებინა, რადგან იქ სპილენძის მადანი იყო და მატარებელს ამ მადნიდან ტვირთი ექნებოდა ხოლმე გადმოსაზიდი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ყაზანის სასულიერი აკადემიის სტუდენტი ექვთიმე კაჭახიძე ამავე აკადემიაში დავითის სახელით ბერად აღიკვეცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქალაქის რამდენიმე ხმოსანს გადაეწყვიტა მოეხსენებინა ქალაქის მოურავისთვის, რომ ხმოსანი ნ. ზ. თუმანიშვილი უწესოდ იქცეოდა. მათი აზრით, თუკი თუმანიშვილი ვერ მოახერხებდა თავის გამართლებას, ხმოსნობისთვის თავი უნდა გაენებებინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ მოსკალევს დავალებული ჰქონდა ყალბი ფულის დამზადებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება.