რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 მარტს სურამის მთავარ ქუჩაზე მცხოვრებ ყუზანოვს ხანძარში დაეწვა სამზარეულო, ფიცრული სათონე და პურის საცხობი.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 26 მარტს სურამის მთავარ ქუჩაზე გაჩენილი ცეცხლის გამო იქვე მცხოვრებმა გრძელოვმა საკუთარ სახლებს სახურავები გადახადა და აქეთ-იქეთ გადაყარა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 მარტს სურამის მთავარ ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის დროს იაგორ აკოფოვმა საკუთარი მაღაზიებიდან საქონლის გამოიტანა მოასწრო და სხვებთან შედარებით ნაკლებად დაზარალდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 20 მარტს ბეჟათუბანში გაქურდეს მოქალაქე ტალახაძის სახლი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფილიმონ ქორიძემ ქუთაისში გამართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მარიამ კლდიაშვილ-ძნელაძისამ, ჭელიძისამ და ვლადიმერ ჟღენტმა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ გრიგორი გოლიცინი ყოველდღე ხან ფეხით, ხანაც ეტლით ათვალიერებდა ქალაქის სხვადასხვა ნაწილს, აკვირდებოდა მუშებს და მათ ნამუშევარს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვ. ი. ლისნევსკის აზრით, აუცილებელი იყო მთაწმინდის ნიაღვრისგან დაცვა. ის ადგილები, საიდანაც ნიაღვარი მოდიოდა, ქვიტკირის კედლებით უნდა გაემაგრებინათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 სექტემბერამდე სასახლის ქუჩაზე მდებარე დ. მ. ისაევის საწყობში დიდი ბაზრობა იყო გამართული და ყველაფერი ძალიან იაფად იყიდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რუსულმა დრამატულმა თეატრმა „ტარტომ“ გასტროლებზე მსახიობი ნიკოლაი ხოდოტოვი მოიწვია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მსახიობები – კაჩალოვი, ლეონიდოვი, კნიპერი და სხვანი ბოლშევიკურ რუსეთს გამოექცნენ და თბილისში მოემგზავრებოდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 15 მარტს ვლადიმერ აღნიაშვილის გუნდი რჩეული სიმღერების კონცერტს გამართავდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 მარტს გერმანელთა სკოლის დარბაზში თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორ ვ. ნ. პავლოვის თავმჯდომარეობით თბილისელ მასწავლებელთა კრება გაიმართა. კრებაზე უცხო ენის ბუნებრივი მეთოდით სწავლების შემოღებაზე იმსჯელეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ (რედაქტორი ვალერიან გუნია) წერს, რომ უფროსმა სავაჭრო-სამეურნეო ზედამხედველმა ქალაქის გამგეობაში აღწრა შუამდგომლობა, ჩარჩების გასაკონტროლებლად დაეშვათ ცხენოსან-დარაჯის თანამდებობა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 მარტს სიღნაღის მთავარანგელოზის ეკლესიაში ნიკოლოზ ჭავჭავაძის პანაშვიდი გადაიხადეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს. სპირიდონ აბესაძემ სკოლას მოსწავლეებისთვის ფურცლები და ფანქრები, ხატი და ხელმწიფე იმპერატორის ჩარჩოში ჩასმული სურათი შესწირა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ალექსანდრე როინაშვილმა საქართველოს საეკლესიო ნაშთთა საცავს რუსუდან მეფის დროინდელი ვერცხლის ფული შესწირა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ივნისში ხარაგაულელებმა გადაწყვიტეს დაეარსებინათ წიგნსაცავი და სამკითხველო, რომელსაც თავიანთი ხარჯით შეინახავდნენ. ნებართვის აღება ვასილ ბიჭიას ძე კიკნაძემ აიღო თავის თავზე და თხოვნით გუბერნატორს მიმართა, თუმცა მისგან უარი მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სოფელ ბასილეთში მცხოვრები ექიმი ფოტინე გიტოს ასული თავართქილაძე უმძიმეს დაავადებებს კურნავდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში ქალაქის მოურავის ასარჩევად ხმოსნები შეიკრიბნენ. გარეშე დამსწრეთა შორის ბათუმის ქალაქის მოურავი ლუკა ასათიანიც იმყოფებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სათავადაზნაურო ქარვასლაში, პ. ლანკოს სავაჭრო ცენტრში დიდი ბაზრობა იყო დანიშნული. იაფად იყიდებოდა მუსიკალური ინსტრუმენტები, როიალები, ავეჯი, შპალერი და ა. შ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 ოქტომბერს თბილისში ნოვოროსიისკის საკომერციო ნავთსადგურის მთავარი ზედამხედვლი, ინჟინერი ა. ლიშინი ჩამოვიდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ზაქარია ანტონის ძე მირიანოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ადვოკატის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 70 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ლევან და პავლე ალექსანდრეს ძე თუმანოვებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ალექსანდრეს ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 252 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს, 12 საათზე სასოფლო სამეურნეო საზოგადოების შენობაში, ბარიათინის ქუჩა N5-ში, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი სიმონ ავალიანი საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველ ყრილობას გახსნიდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ სოლომონ ნიკოლოზის ძე ღულაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა მესხეთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი, სარდაფით და 2346 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

