საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1862

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის იანვარში ს.-დ. პარტიის სასამართლომ გაასამართლა ექსპოლიციელი მოხუცი ლ. მახარაძე, რომელიც ერთი წელი დატყვევებული ჰყავდათ, მიუხედავად იმისა, რომ ბრალი ვერ დაუმტკიცეს. გაუვრცელეს სხვადასხვა ხმები, მათ შორის ისიც, თითქოს გუბერნატორ გუდოვიჩს რევოლუციის დასამარცხებლად და ნიკოლოზის ასაყვანად ჯარს სთხოვდა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 29 იანვარს ს.-დ. პარტიამ გაასამართლა თავისი ყოფილი წევრი, ახრანის ჯაშუში სტუდენტი კოლია რამიშვილი და ვინმე ჩაქვაძე და გაანთავისუფლა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის პირადი საქმის მიხედვით, პოლიკარპე ბახტაძე დააპატიმრეს ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილეობის მიღების გამო.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 14 იანვარს კორნელი ილარიონის ძე ბახტაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 17 ივლისს კორნელი ილარიონის ძე ბახტაძე კომუნისტობის ბრალდებით დააპატიმრეს.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყებოდა, რომ თბილისის საგანგებო სასამართლოს სესია ახალციხეში მიემგზავრებოდა. სესიას სხვა საქმეებთან ერთად უნდა განეხილა ჩახნაშვილის საქმე, რომელსაც ბრალდებოდა ქურდობა ფულის დამამზადებელ ექსპედიციაში და სხვაგან.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 15 ივნისს სასამართლომ განიხილა შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმე. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ექსპერტი ალექსანდრე ნეიმანი, დაიკითხა მოწმე – პოლ. შამშურინი. სასამართლოზე წაიკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფ. ვიცე-დირექტორის, ზ. ნანეიშვილისა და თბილისის გუბერნიის კომისრის ყოფილი თანაშემწის, დ. კალანდარიშვილის ჩვენებები, გამოქვეყნდა იმ მოწმეთა მონათხრობიც (ნოე რამიშვილი, პ. ჭიჭინაძე, ბენია ჩხიკვიშვილი, ნოე ხომერიკი), რომლებიც სასამართლოში ვერ გამოცხადდნენ.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 31 ცნობით, წითელი გვარდიის მიერ ო. ლ. კერენსკაიას დაპატიმრების გარემოება გაირკვა. მიხაილოვის მოედანზე წითელ გვარდიელებმა შეიპყრეს ქალი, რომელიც დროებითი რევოლუციური კომიტეტის პლაკატებს გლეჯდა, მიიყვანეს პირველ სპასკის კომისარიატში, სადაც თავი დაასახელა ყოფილი პირველი მინისტრის, კერენსკის ცოლად. ოქმის შედგენის შემდეგ წითელგვარდიელებს უნდოდათ მისი გადაყვანა სმოლნის ინსტიტუტში, მაგრამ ხალხი წინაღუდგა ფა მოითხოვეს მისი გადაყვანა ქალაქის საბჭოში, სადაც ო. ლ. კერენსკაია დატოვეს და ოქმი წარუდგინეს ქალაქის თავს.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, ქუთაისში ჩამოიყვანეს მაძებარი პოლიციის უფროსი (ამჟამად პორუჩიკი) ჩემინავა, ქუთაისის გარნიზონის უფროსს გადასცეს. იგი ჩასვეს ქუთაისის გარნიზონის ჰაუპტვახტში.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) ცნობით, ბურცევისა და სხვა დაპატიმრებული მინისტრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ბოლშევიკების დამარცხებასთან ერთად მათ ელოდათ სიკვდილი.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, დააპატიმრეს გ. პერეშკევიჩი, მისი ცოლი, თავადი უსუპოვი, სუმაროკოვი, ელსტონი.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, პეტროგრადში ბოლშევიკურმა მთავრობამ ალექსანდრე კერენსკის მეუღლე ო. ა. კერენსკაია დააპატიმრა.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N29) ცნობით, მეზღვაურებმა „ობშეე დელოს“ რედაქცია გაჩხრიკეს და ბურცევი დააპატიმრეს.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წელს ყოფილ სამხედრო მინისტრ სუხომლინოვის ბრალდება, რომ ის რუსეთის მტერს შეგნებულად ეხმარებოდა, არ დამტკიცდა. მას სამუდამო კატორღა მიესაჯა. სუხომლინოვი განაჩენს სიმშვიდით შეხვდა, ხოლო მისი მეუღლე ცუდად გახდა.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ცნობით, გაათავისუფლეს ნესტორ კოკაია, რომელსაც კონტრ-რევოლუციონერობაში სდებდნენ ბრალს.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წელს სამტრედიაში სრულიად უმიზეზოდ, პოლიტიკური ნიშნით დაიჭირეს ადგილობრივი გამომძიებელი, ს. ფ. პარტიის წევრი, მ. კანდელაკი იმის გამო, რომ მან საკუთარ ეზოში თოფი გაისროლა. ადგილობრივმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მას კონტრ-რევოლუციონერობა დასწამა და მეტეხის ციხეში გადაგზავნა.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, მილიციის უფროსმა, პორუჩიკმა ივ. ჟღენტმა პასუხისგებაში მისცა ჯ. ჯორჯიკია, აკაკი ფაღავა და ექიმი ჩხენკელის მეუღლე. მილიციის მიერ შედგენილი ოქმით, მათ ბრალი ედებოდათ მილიციის წინააღმდეგ აგიტაციაში.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, სამტრედიაში დაიჭირეს გამომძიებელი კანდელაკი, პორუჩიკი გიორგაძე და ყოფილი ბოქაული ნესტორ გაბუნია. სიმთვრალის დროს გამომძიებლის ბინაში მათ დაიწყეს რევოლვერებიდან სროლა. სამივე დაკავებულს კონტრ-რევოლუციონერობას აბრალებენ. ადგილობრივმა საბჭომ ისინი მეტეხის ციხეში გადაგზავნა, გამოძიება მიმდინარეობს.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვლადიკავკაზში შეიპყრეს ჯარისკაცი და დეპუტატების წევრი ხორუევი, ყოფილი ჯალათი, რომელიც თითოეულ ჩამოხრჩობაზე იღებდა 100 მანეთს.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N13 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიჭირეს ცნობილი სოციალ-დემოკრატი ხრუსტალიოვი ნოსარი.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N9 ცნობით, ოლქის სასამართლოს ბრალმდებელმა იუსტიციის მინისტრს შეატყობინა, რომ ქუთაისის ციხიდან სისხლის სამართლის ძალით დაჭერილი ბევრი ტუსაღი გაანთავისუფლეს. იუსტიციის სამინისტრო ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტს ეკითხება როგორი წესით მოხდა მათი განთავისუფლება.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 1-ელი ივნისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N8) ცნობით, ქუთაისში დააპატიმრეს ჯარისკაცი ფაღავა, რომელსაც მოპარული იარაღი აღმოაჩნდა.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 18 მაისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N6) იუწყება, რომ დილის 12 საათზე სამედიატორო სასამართლო განიხილავს ალექსანდრე ქათამაძისა და პოლონელი ქალის საქმეს.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 23 ივლისის „ერთობის“ ცნობით, თბილისის საგანგებო სასამართლოს სესია ახალციხეში მიემგზავრებოდა. სესიას უნდა განეხილა ჩახანაშვილის საქმე, რომელსაც ბრალდებოდა ქურდობა ფულის დამამზადებელ ექსპედიციაში და სხვაგან.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

შროშის სამთო-მადნეულების ქარხნის ამხანაგობის გამგეობის 1920 წლის 24 ივლისის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამგეობა რომელიც არსებობს 1910 წლის 19 აგვისტოდან, აცნობებს დაწესებულებათ და კერძო პირებს, რომ დირექტორი, ვ. კ. ფელდტი 26 ივნისს ამხანაგობის საქმეებში ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის დაპატიმრებულია და პასუხისგებაშია მიცემული. ქარხნის გამგე ა. პ. ზვენიგოროდსკი და იურისკონსულტი, გენერალი ანდრეევი ჩამოშორებული არიან ქარხნის მმართველობას; მის.: სადგ. ძირულა, ქარხანა „შროშა“. თბილისში, ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე კანტორა გაუქმდა.