საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18642

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს კასპის სკოლის პედაგოგმა თამარ გიორგაძემ განათლების მინისტრს თბილისის რომელიმე სკოლაში გადმოყვანა სთხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 დეკემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა განათლების სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ მასწავლებელ გიორგი გიორგიძის საბუთები, რომლებიც სამინისტროს 1918 წლის 12 სექტემბერს გაუგზავნეს, დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ. ხელს აწერს დირექტორი კლიმიაშვილი და საქმისმწარმოებელი დ. შავლიაშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გიორგი გიორგიძე ისტორიის მასწავლებლად დაემტკიცებინათ, რადგან ის 1918 წლიდან გიმნაზიაში მუშაობდა. ხელს აწერენ დირექტორი კლიმიაშვილი და საქმისმწაროებელი დ. შავლიაშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 ოქტომბერს ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორი ნესტორ კოვზირიძე ქუთაისის გუბერნიის მე-4 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს სწერს, რომ სამინისტროს განკარგულებით იმ პირებს, რომელთაც აქვთ საშინაო მასწავლებლის წოდება, შეუძლიათ მუშაობა დაიწყონ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ოქტომბერს სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორი ა. დ. დევიძე სწერს უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ ხსენებულ გიმნაზიაში რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა გიორგი გიორგიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ოქტომბერს განათლების სამინისტრო სამტრედიის გიმნაზიის დირექტორ ა. დ. დევიძეს სწერს, რომ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში გიორგი გიორგიძე დატოვეს მასწავლებლად. ხელს აწერენ: კანცელარიის დირექტორის მაგიერ ალექსანდრე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი კ. აბაშიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ივლისს გიორგი გიორგიძე განათლების სამინისტროს სწერს, რომ კარგად იცის საკანცელარიო საქმისწარმოება და შეუძლია ცოდნა და შრომა თვით სამინისტროს ცენტრალურ დაწესებულებებშიც გამოიყენოს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 სექტემბერს გიორგი გიორგიძეს განათლების სამინისტროდან მისწერეს, რომ ის თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა 1-ლის სექტემბრიდან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობა, რომ მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ინსპექტორი გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე დაინიშნა თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 იანვრის „ერთობაში“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „გერმანე ჯორბენაძეს“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 იანვრის „ერთობა“ წერს, რომ თელავის მაზრის კომისარმა კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა ამიერკავკასიის კომისარიატსა და ეროვნულ საბჭოს შეატყობინა სოფლად ჩასულ ჯარისკაცთა ცუდი საქციელის შესახებ, რითაც მცხოვრებთ აწუხებდნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს მიქელ-გაბრიელის საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ყ. ჩხაიძე ხელს აწერს განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ წერილს, სადაც სთხოვს მას, რომ გაითვალისწინოს ვარდენ ჩხაიძის პოლიტიკური დევნილობა და გადასახლების წლები ჩაუთვალონ ნამსახურებ სტაჟად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ოქტომბერში ვარდენ ჩხაიძემ თხოვნით მიმართა განათლების სამინისტროს, რომ გადასახლების წლები ჩათვლოდა სტაჟად.

1919

ტიპი: ავტორობა

ამბერკი გიორგიძე განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს სთხოვს საზღვარგარეთ გაგზავნას უმაღლესი განათლების მისაღებად სხვა სტუდენტებთან ერთად, რათა დაბრუნების შემდეგ, როგორც აღნიშნავს, იქ შეძენილი სათანადო ცოდნით შეძლოს სამშობლოს საკეთილდღეოდ მუშაობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ოზურგეთის მაზრის სოფ. სურების მცხოვრები სიმონ ივანეს ძე ბარამიძე, რომელსაც დამთავრებული ჰქონდა ბათუმის გიმნაზიის 4 კლასი, განათლების მინისტრს სთხოვს, მისცეს უფლება გამოცდების ჩაბარებისა შინა მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად.

1920

ტიპი: ავტორობა

მიხეილ გიორგაძე თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს სთხოვს სამინისტროს წინაშე შუამდგომლობას მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 1920 წლის 1-ლი ოქტომბრიდან.

1918

ტიპი: ავტორობა

მიხეილ გიორგაძე თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს წერს, რომ მხოლოდ ბრწყინვალე მომავლის იმედი აძლევდა ამ მძიმე ტვირთის ტარების ძალას, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს მოესწრო: „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნის“, მაგრამ თითქმის 30 წლის მანძილზე ამ მძიმე უღლის ტარებამ ზემოაღნიშნულ პირობებში ძალზედ დაღალა და აღარ შეეძლო მუშაობის გაგრძელება.

1918

ტიპი: ავტორობა

მიხეილ გიორგაძე თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს სწერდა, რომ როგორც ქართული ენის მასწავლებელი ყველაზე მეტად განიცდიდა ცხოვრების სიმძმეს, სიტლანქესა და ყოველგვარ უფერულობას, რადგან მხოლოდ ქართული ენის მასწავლებელი იყო მოკლებული ყველა იმ პრივილეგიებსა და უპირატესობებს, რომლებითაც სარგებლობდნენ დანარჩენი მასწავლებლები. ამ ყველაფერს კი ემატებოდა დაცინვა, აბუჩად აგდება, არაფრად ჩაგდება, რომლითაც უმასპინძლდებოდნენ ქართული ენის მასწავლებელს მთავრობა მთელი თავისი შემადგენლობით, მოწაფეთა მშობლების უმრავლესობა და თვით მოწაფეთა მცირე ნაწილიც. ძალზედ ძნელი იყო ქართული ენის მასწავლებლისთვის ამ აუტანელ პირობებსა და სულიერი ტანჯვის პირობებში მუშაობა.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წლის 21 ნოემბერს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, მისთვის ვამეხ მაღლაკელიძის მომავალი პროფესიის შესახებ ეცნობებინათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის „ერთობაში“ დაბეჭდილ ქუთაისის ევროპული ტანსაცმელების მკერ. პროფკავშირის თავმჯდომარის ავქსენტი შავგულიძის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანებლიძის სამკერვალო ქარხნის მუშამ, გრიგოლ მანდარის ძე შახრიანცმა ქარხნიდან 15 ათასი მან. ღირებულების მუშტართა შეკვეთები და სესხის სახით გამორთმეული ფული გაიტაცა. მოუწოდებს თბილისის მკერავთა კომიტეტს, თუ სადმე გამოჩნდეს, დააპატიმრონ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 2 სექტემბერს II კომერციული სასწავლებლის დირექტორის თანამდებობის დროებითი შემსრულებელი თ. ს. ლაფერაშვილი ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლების მთავარგამგეს მომავალი წლიდან შეგირდების 100 მერხის, მასწავლებლის მაგიდებისა და სკამების მიწოდებას სთხოვდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 ოქტომბრუს გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, გ. კალინსკის მიაჩნდა, რომ „დობროარმიის“ ხელისუფლების რვათვიანი ბატონობის პირობებში ჩრდილოკავკასიელებს ის უფლებებიც ჩამოართვეს, რომლებიც მეფის რუსეთში ნიკოლოზ რომანოვის დროს ჰქონდათ.

1919

ტიპი: ავტორობა

აჰ. ცალიგოვისთვის განსაკუთრებით გაუგებარია დაღესტნის აჯანყების მიმართ აზერბაიჯანის გულგრილობა, რადგან, თბილისისგან განსხვავებით, ბაქო ძალიან ახლოსაა საომარ მოქმედებათა შუაგულთან, თანაც ათასგვარი ძაფი აკავშირებს მთიელებთან.

1919

ტიპი: ავტორობა

აჰმედ ცალიგოვი იხსენებს ისტორიის მაგალითებს, როცა კავკასიის დიდ იმამთა – ჰამზათის, ყაზი-მოლასა და შამილის ეპოქაში თავისუფლებისათვის მებრძოლ მთიელთა რიგებში ზოგჯერ უცხოელთა რაზმებიც მონაწილეობდნენ და გული სწყდება, რომ დღევანდელ აჯანყებულთა მხარდამხარ არ ჩანან ქართველი და აზერბაიჯანელი ლეგიონერები.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ აჰმედ ცალიკოვი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ჩრდილოკავკასიელ მთიელებს არა აქვთ ამიერკავკასიის ორი რესპუბლიკის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რეალური მხარდაჭერა.