რეგისტრირებული ფაქტები18642
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 3 იანვარს დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ თბილისის წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის გამგეს მისწერეს, რომ მთავარგამგის მოსახსენებლად სამინისტროში უნდა წარედგინა დაწვრილებითი აღწერა დავით ანანიაშვილის სამასწავლებლო მოღვაწეობის შესახებ ნამსახურეობითი სიის წარდგენით, რადგან მის მიერ წარდგენილი წინა ნამსახურეობითი სია არ იყო დამაკმაყოფილებელი.
1919
ტიპი: ავტორობა
„ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N4-ში მუსაევის კორესპონდენციიდან ვიგებთ: დაბლობზე მცხოვრებ ინგუშებს ერთპიროვნულად განაგებენ ჯერ კიდევ ძველი მმართველის, გენერალ მალსაგოვის დაყენებული მამასახლისები და ბოქაულები. მათი რიგები ნაოფიცრალი მოხუცებით ცოტაოდენ განაახლა ინგუშეთის ახალმა მმართველმა, გენერალმა ბეკ-ბუზაროვმა.
1918
ტიპი: ავტორობა
ივანე გველესიანი თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის დირექტორს სთხოვდა, რომ აღეძრათ შუამდგომლობა სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე, რათა მისცემოდა ივლისის თვის ჯამაგირი გიმნაზიის სპეციალური თანხიდან. თხოვნა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ მას ავად ჰყავდა მეუღლე — ქარებით და ნერვების აშლით და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა სახალხო განათლების მინისტრს სთხოვა, განეხილა მისი საქმე და გაეცა განკარგულება, რომ არსებული კანონის მიხედვით დაეკმაყოფილებინათ ჯამაგირით და დამატებითი გაკვეთილების ჯამაგირით, როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა განათლების მინისტრს მისწერა, რომ მასწავლებლად ნამსახური 11 წელი პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა. ის ახალი კანონის შემოღების დროს გიმნაზიაში მუშაობდა, როგორც სრულუფლებიანი მასწავლებელი. მას ყველა კლასში სწავლების უფლება მიენიჭა, როგორც ქერჩის ქალთა ინსტიტუტისა და მიუნხენის კონსერვატორიის კურსდამთავრებულს, რომელიც გერმანიის სასწავლებლებს უდრიდა. არსებული კანონის თანახმად, მას ვაჟთა გიმნაზიის ყველა კლასში ახალი ენების სწავლების უფლება ჰქონდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა განათლების მინისტრს მისწერა, რომ არ ეთანხმებოდა მის გადაწყვეტილებას გერმანული ენის მასწავლებელ ნინო აკოფაშვილისთვის მიეცათ საშუალო განათლების მქონე პირებისთვის დაწესებული ოდენობის ჰონორარი. ახალი შტატების შესახებ დროებითი დებულების მე-17 მუხლის მიხედვით (გამოქვეყნებულია „საქართველოს რესპუბლიკაში" 1919 წლის 6 თებერვალს, N29), „უმაღლესი განათლების მასწავლებელი, რომელიც ამ კანონის შემოღებისას მსახურობს გიმნაზიაში და უფლება აქვს ყველა კლასში მასწავლებლობისა, დაენიშნება ისეთივე ჯამაგირი, დამატება და გასამრჯელო დამატებითი გაკვეთილებისთვის, როგორც უმაღლესი განათლების პირს". მე-17 მუხლის თანახმად, აკოფაშვილისთვის ჯამაგირი უნდა მიეცათ, როგორც უმაღლესდამთავრებული პირისთვის.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 19 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა 1918 წლის 18 ივნისის N 361 მოხსენებაზე დასამატებლად, რომ გერმანული ენის მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილს ჯამაგირს მისცემდა როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ როგორც მისი მიწერილობიდან (მიმდინარე წლის 8 ნოემბერი, N 11035) ჩანდა, გერმანული ენის მასწავლებელი ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1918 წლის 1-ლი სექტემბრიდან თანამდებობაზე დაამტკიცეს. სთხოვა, ეცნობებინა ჯამაგირი გამოეწერათ როგორც უმაღლეს თუ როგორც საშუალო დამთავრებულისთვის და როდის მიეცათ ის ჯამაგირი, რომელიც მას არ ჰქონდა აღებული. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ავტორობა
აკაკი გველესიანი მთავარგამგეს სთხოვდა გაერკვიათ შემდეგი საკითხების მართებულობა: 1. იყო თუ არა მისი თხოვნა შეტანილი და რატომ აუარეს გვერდი; 2. ვისი თავმჯდომარეობით და ვინ აირჩია გამგე; 3. აირჩიეს თუ არა გამგე მათ ვისაც არავითარი უფლება არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობისა; 4. მიიღეს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა საზოგადოების წარმომადგენლებმა. თუ დამტკიცდებოდა ყველა აღნიშნული მუხლის უსამართლობა, ა. გველესიანი ითხოვდა მთავარგამგეს თვითონ დაენიშნა მთავრობის სასურველი კანდიდატი.
1919
ტიპი: ავტორობა
აკაკი გველესიანი მიიჩნევდა, რომ სვირის მაღალდაწყებითი სასწავლებლის გამგის არჩევნები გაყალბდა. მისი აზრით, ოქმს ხელს აწერდა 13 მასწავლებელი, თითქმის 4-5 მათგანს არავითარი უფლება არ ჰქონდა ჩართულიყვნენ სასწავლო საქმეებში და გამგის არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. ეს ყოველივე საჭირო იყო იმისათვის, რათა თავიანთი ნათესავი კანდიდატი გაეყვანათ არჩევნებში და საზოგადოების სურვილისათვის გვერდი აევლოთ. საზოგადოების წარმომადგენლებს გაუგიათ არჩევნების ამბავი, განუცხადებიათ მეთვალყურესთან წერილობითი პროტესტი, თუმცა უშედეგოდ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 31 აგვისტოს „ერთობაში“ გამოქვეყნებულ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარმენ ჭიჭინაძის დადგენილებაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკის საზღვრებში უცხოური ვალუტის კურსის დაწესება ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის, ამიტომ როგორც პრესას, ისე კერძო პირთ ეკრძალებათ კურსის დაწესება და ამის შესახებ პრესით თუ სხვა საშუალებებით გამოცხადება. დადგენილების დამრღვევებს სამი თვით დააპატიმრებენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 სექტემბერს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1918 წლის 17 ივნისს გიმნაზიის დირექტორმა ის კავკასიის სამოსწავლო ოლქში შტატის მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარადგინა, მაგრამ წარდგინებას შედეგი არ მოჰყოლია. აკოფაშვილმა მინისტრს სთხოვა მისი თანამდებობაზე დამტკიცება დაეჩქარებინა.