რეგისტრირებული ფაქტები18642
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნებულ ევგ. ჟარკოვსკის სტატიიდან ვიგებთ, რომ მოზდოკის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარემ – პოლკოვნიკმა რიმარმა – შექმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც უნდა შეემუშავებინა ინგუშეთზე იერიშის გეგმა. ოპერაციის წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად რიმარმა 1918 წლის 25 იანვარს მოზდოკში საოლქო ყრილობა დანიშნა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ თერგის ოლქში ვითარების მიმოხილვისას ევგ. ჟარკოვსკი აღნიშნავდა, რომ ადგილობრივ კაზაკობასა და სამხარეო რევოლუციურ ორგანიზაციებს შორის ვერ გამოინახა საერთო ენა: ბოლშევიკები გაუგებრობების მოსაგვარებლად მოლაპარაკებების მომხრენი იყვნენ, თერგის კაზაკობა კი გენერალ სლეპცოვის სანატრელ დროებას მისტიროდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 მარტს ნოე რამიშვილმა ევგენი გეგეჭკორს ბათუმიდან შეატყობინა, რომ ხელში ჩაიგდეს სამხედრო ფლოტი, მათი მხრიდან მოკლულია პრაპორშჩიკი ცაგარეიშვილი, დაჭრილია 9 მეზღვაური და დატყვევებულია – 300; ფლოტის უფროსად დაინიშნება უფრ. ლეიტენანტი ჭავჭანიძე, რომელმაც ოპერაციას შესანიშნავად უხელმძღვანელა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, თბილისის მილიციის უფროსი გიორგი კონიაშვილი ბრძანებაში 1918 წლის 2 მარტს დახოცილი უმცროსი მილიციელების: ალექსი მესხიშვილის, დათიკო მეკუჩაშვილის, სულაძის, იაკობ კერესელიძის, ვასილ ბოლქვაძის და დაჭრილი თედო გოგიას თავგანწირულ ბრძოლას აღნიშნავდა და იმედს გამოთქვამდა, რომ მათი ამხანაგებიც სინდისიერად შეასრულებდნენ მოვალეობას.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 28 მაისს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი სახალხო განათლების მინისტრს თხოვნაში სწერს, რომ სრული იმედი აქვს ის სწრაფ და სათანადო განკარგულებას გასცემს, რათა სასწარაფოდ გამოიძიოს ყველაფერი ისე, როგორც წარმოდგენილ მოხსენებაშია, რათა ერთი მხრივ, მოსწავლე-ახალგაზრდობა და მისი მშობლები დარწმუნდნენ, რომ ისინი დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალისტური მთავრობის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან და არა რუდოლფისა და მისი ჟანდარმ-დემოკრატების მონობაში, მეორე მხრივ კი შეძლოს მუშაობის კვლავ გაგრძელება და შეურაცხყოფილი, აღშფოთებული სინდისის დაწყნარება.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 28 მაისს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი სახალხო განათლების მინისტრს თხოვნაში სწერს, რომ ერთადერთი მიზეზი, რამაც აიძულა მისთვის თხოვნით მიემართა არის არა პირადი ინტერესების დაცვა-აღდგენა, არამედ უდიდესი საქმის ნათელის მოფენა-გაშუქება, მთავრობისა და საზოგადოების საყურადღებოდ, რომელსაც ახალგაზრდობის სულიერი აღზრდა ეწოდება და, რომელიც ადგილობრივ ქალთა მე-7 გიმნაზიაში დირექტორსა და მასწავლებლებს უხეშ ხელობად აქვთ გარდაქმნილი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 18 ოქტომბერს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელმა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვა, ერთ-ერთ ადგილობრივ საშუალო სასწავლებელში ქართული ენის, ისტორიის, ლოგიკისა და ფსიქოლოგიის მასწავლებლად დაენიშნათ. უკანასკნელი ორი საგნის სწავლება შეეძლო როგორც რუსულ, ასევე ქართულ ენაზე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ აქვეყნებს ინტერვიუს ყარაბაღის გენერალ-გუბერნატორთან, ხოსროვ-ბეკ სულთანოვთან. აზერბაიჯანელ პოლიტიკოსს ისლამის მომავალი ესახება მუსულმანური აღმოსავლეთის ხალხთა სახელმწიფოებრივ ერთეულთა კონფედერაციად, ამიტომ იგი ისევე თანაუგრძნობს ჩრდილოკავკასიელთა მისწრაფებას თვითგამორკვევისკენ, როგორც ქურთისტანსა და თავად აზერბაიჯანს.
1924
ტიპი: ავტორობა
1924 წლის 6 იანვრის გაზეთ „ბარრიკადში“ დაბეჭდილ სტატიაში „ქართული თეატრი ახალ პოზიციაზე“ შალვა აფხაიძე საუბრობს თეატრის მოღვაწეებზე: კოტე მარჯანიშვილზე, ალექსანდრე ახმეტელზე, აკაკი ფაღავაზე, ვერიკო ანჯაფარიძეზე, თამარა ჭავჭავაძეზე, აკაკი ვასაძეზე, გიორგი დავითაშვილზე, ელენე დონაურზე, უშანგი ჩხეიძეზე, დ. მჟავიაზე, მიხეილ ლორთქიფანიძეზე, დავით ჩხეიძეზე, ვ. ჯიქიაზე, შალვა ღამბაშიძესა და აკაკი ხორავაზე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რჟდენ არსენიძე მთიელთა კეთილგანწყობის დასტურად იხსენებდა შემთხვევას, თუ როგორ დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ გაიყვანეს ინგუშებმა ყუბანიდან მომავალი, უსაშვოდ დარჩენილი ქართველი დელეგატები ომის ხანძარში გახვეული ვლადიკავკაზიდან.