რეგისტრირებული ფაქტები18642
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბერს დეკანოზი კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვდა მოწმობას, სადაც აღნიშნული იქნეობდა, რომ ის 1904 წლიდან 1910 წლის პირველ სექტემბრამდე განჯის წმინდა ნინოს სახელობის რვაკლასიან და ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა. მოწმობა აუცილებელი იყო, რადგან გათავისუფლების საკითხი უნდა გადაეწყვიტათ.
1919
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ვოლნი გორეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რაჟდენ არსენიძე, საქართველოს დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე, ვრცლად საუბრობს იმ სერიოზულ, მაგრამ არა დაუძლეველ სირთულეებზე, რომლებიც ხელს უშლის ჩრდილოკავკასიელ მთიელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა-აღმშენებლობას.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ნიკო ნიკოლაძე მომავალ ყვითელ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც უკვე რეალური გახდა და რომელიც, პირველ რიგში, ომითა და რევოლუციებით გამოფიტულ რუსეთს ემუქრება. ქართველი პოლიტიკოსის აზრით, როცა ყვითლების ტალღა კავკასიის ქედს მოაღწევს, ამ შეჯახებაშიც, ჩვეულებრივ, დიდ როლს მთიელები ითამაშებენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელმა შალვა ილიას ძე ალხაზიშვილმა საერო განათლების მინისტრს რომელიმე გიმნაზიაში მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა. მისთვის სასურველი ადგილი თბილისი, ხაშური ან თელავი იყო. მას სურდა საყვარელი საქმე ეკეთებინა და სამშობლოს სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში დახმარებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი საერო განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ თხოვნაში წერს, რომ სამსახურის გარეშე იმყოფება და არაფერი სახსარი არ მოეპოვება ცხოვრებისთვის. მამამისის აფთიაქი და მთელი თავისი ოჯახის ქონება გამოქცევის დროს ახალქალაქში დარჩა. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ულუკმაპუროდ დარჩნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი საერო განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ თხოვნაში წერს, რომ ბათუმის ხელშეკრულების ძალით ჯავახეთი ოსმალოს გადაეცა. ქართული გიმნაზია, როგორც ტერიტორიის გარეშე დარჩენილი, მთავრობის განკარგულებით დაიხურა. ის გიმნაზიის დაარსებიდან 21 მაისამდე იქ მუშაობდა.
1919
ტიპი: ავტორობა
საქართველოს დამფუძნებელი კრების ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრის, ვერსალის საზავო კონფერენციის დელეგატის – ნიკო ნიკოლაძის განცხადებით, მთიელები ავანგარდს წარმოადგენენ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა სახელმწიფოებრიობის დაცვის საქმეში, რადგან მათ შეაჩერეს ბოლშევიკთა სვლა სამხრეთისაკენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი ქალაქის მილიციის უფროსის ვ. სულაქველიძის ბრძანებაში ნათქვამია, რომ თბილისში სისხლის სამართლის და ქალაქის მილიციის თანამშრომლები პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა დაუსწრებლად ჩხრეკდნენ სახლებს. ასეთ ქმედებას ის უკანონოდ თვლიდა და კატეგორიულად მოითხოვდა მილიციის უფროსის, მისი თანაშემწის, კომისრის ან კომისრის თანაშემწის ხელმძღვანელობის გარეშე არ ჩაეტარებინათ ჩხრეკა, სასურველი იყო დღისით. იარაღიც აღნიშნული წესით ჩამოართვან.
1919
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „კლდის“ რედაქტორი, ეროვნული პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი კრების წევრი – გრიგოლ ვეშაპელი – „ვოლნი გორეცის“ თხოვნით აფასებს ჩრდილო კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს: ქართველი პოლიტიკოსის აზრით, საქართველომ ქმედითი მონაწილეობა უნდა მიიღოს მთიელთა თავისუფლების აღდგენაში, რადგან კავკასიაში მცხოვრებ მრავალეროვან ხალხთაგან „კავკასიელები“ მხოლოდ ქართველები და მთიელები არიან, ანუ ისინი, რომელთა რასა და ენაც მხოლოდ კავკასიაშია და რომელთა ბედიც განუყოფლადაა ერთმანათთან დაკავშირებული.
1919
ტიპი: ავტორობა
ქართველი პოლიტიკოსოსა და პუბლიცისტის – გრიგოლ ვეშაპელის – განცხადებით, ვიდრე დარიალის კარიბჭესთან ქართული დროშის გვერდით, ნაცვლად მეზობელი მთიელებისა, გადამთიელ კაზაკ-მოსკოველთა დროშა ფრიალებს, კავკასიაში ვერ შეიქმნება პოლიტიკური წონასწორობა და ვერც საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა იქნება მყარი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში გრიგოლ ვეშაპელმა განაცხადა, რომ ქართულ და ჩრდილო კავკასიელთა ენებს ენათმეცნიერები ცალკე მდგომად ანუ იზოლირებულ ჯგუფად განიხილავენ. ამ იზოლაციამ ლინგვისტიკიდან პოლიტიკაშიც გადაინაცვლა, ამიტომ საჭირო იყო სხვა ქვეყნებთან სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის დამყარება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 3 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, რომელმაც განაცხადა,რომ გენერალ-გუბერნატორის ახლად შემოღებული კანონი ეხებოდა იმ პირებს, რომლებიც საქართველოში უსაქმურად იმყოფებოდნენ და მომენტს ელოდებდნენ, რომ გადატრიალების გზით თანამდებობები დაეკავებინათ.