საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელ კომისიას ი. გ. ვაჩნაძისა და აზ. ი. გომელაურის პროტესტი თანხის განაწილებასთან დაკავშირებით არ გაუთვალისწინებია.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ოქტომბერს ქართულ დრამატულ დასს არწუნისეულ თეატრში უნდა წარმოედგინა ოსტროვსკისა და სოლოვიოვის სამმოქმედებიანი კომედია „ბედნიერი დღე“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი არწუნისეულ თეატრში წარმოადგენდა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ერთმოქმედებიან ვოდევილს „ოინბაზს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის წესის შესასრულებლად მოწვეულები იყვნენ ეპისკოპოსები გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე, ბესარიონ დადიანი, ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევას საქართველოს ეგზარქოსი პეტრე ვასილის ძე ლებედევი დაესწრო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ საქართველოს ეგზარქოსის, პეტრე ვასილის ძე ლებედევის სახლში გაიმართა სადილი, რომელზეც მიწვეულები იყვნენ გრიგოლ დადიანის ნათესავები, პატივსაცემი საერო და სასულიერო პირები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მარტს, გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ, საქართველოს ეგზარქოსის პეტრე ვასილის ძე ლებედევის სახლში გამართულ სადილს მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი ესწრებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლოვსკის სურდა კავკასიის სხვადასხვა ტომის იურიდიული ჩვეულებები შეესწავლა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მ. ოპეკუშენი პეტერბურგში კავკასიისთვის ამზადებდა მიხეილ ლერმონტოვის ძეგლს, რომელსაც ტანის ნაწილი ოთხ არშინზე მეტი ექნებოდა. გაზეთი „Новости“ წერდა, რომ ძეგლი ხარისხიანად იყო გაკეთებული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციელმა ალექსანდროვმა დააკავა დუბოვიკი ნაბადის ქურდობის ბრალდებით, თუმცა ბრალდებული არ აღიარებდა დანაშაულს და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვი კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომას დაესწრო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე ხალხის ყურადღება მიიქცია. სწორედ მის გამო შეიკრიბა უამრავი ადამიანი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ზაქარია ერისთავმა სახელმწიფო ქონებათა და მეურნეობის სამინისტროს სამეურნეო სასწავლებელს ოძისში მდებარე მამული შესწირა. თავადაზნაურობამ ამ საჩუქარზე უარი განაცხადა, რადგან, მათი თქმით, მამულის მოვლას ვერ ახერხებდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 ოქტომბერს გრიგორი სერგის ძე გოლიცინი ყარსის თემიდან თბილისში დაბრუნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 1-ელ ოქტომბერს სასტუმრო „ორიენტში“ თბილისის ნაფიცმა ვექილებმა და მათმა თანაშემწეებმა თბილისის ოლქის სასამართლოს ყოფილ წევრს, ი. დ. უთნელიშვილს გამოსამშვიდობებელი საღამო გაუმართეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს მღვდელ ანტონ პაპასკირს, რომელმაც სამეგრელოში სამრევლო სკოლა დააარსა და მოსწავლეებს უსასყიდლოდ ასწავლიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს ვენერა ჯაფარიძეს, რომელიც სამეგრელოში არსებულ სამრევლო სკოლაში ქალებს ჭრა-კერვას უფასოდ ასწავლიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს მღვდელ დავით პაპასკირს, რომელმაც სამეგრელოში არსებულ სამრევლო სკოლას სამოცი მანეთი შესწირა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 სეტექმბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ანტონ გეგეჭკორმა ქალი დაჭრა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კაკიჩა და ბესარიონ ბერუკას ძე ბიწაძეებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ შორაპნის მაზრის სოფელ კვალითში მდებარე 16 დესეტინა და 414 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა, ზვარი, ეზო და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ აპოლონ მერაბის ძე ყიფიანს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ღვანკითში მდებარე 11 დესეტინა სახნავ–სათესი მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ბესარიონ, შაქარა და ხუცია გიორგის ძე გორგაძეებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ შორაპნის მაზრის სოფელ კვალითში მდებარე 4 დესეტინა და 1092 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა, ტყე, ეზო და ზვარი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თომა გიორგის ძე ჩხეიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ლახუნდარაში მდებარე 10 დესეტინა და 300 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა და ეზო, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე უნდა განეხილათ ექიმ გლავაცკისთვის სახელმწიფოს ქონებიდან პენსიის დანიშვნის საკითხი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აპრილს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრება უნდა გამართულიყო, რომელზეც უნდა განეხილათ საზოგადოების ნამდვილი წევრის, ამბარცუმ ენფიაჯიანცის მოხსენება თამბაქოს თესვისა და მოყვანის შესახებ.