რეგისტრირებული ფაქტები32153
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 17 ოქტომბრის დემონსტრაციაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი სილიბისტრო ჯიბლაძე კარლ მარქსის სურათით ხელში საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მალაქია ასანიძე მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, სასკოლო სექციის გამგემ ბესარიონ ლომთათიძემ განცხადა, რომ მის თანაშემწედ აირჩიეს ვარლამ ბურჯანაძე.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას საოცნებოდ დარჩენია დარიალის ხეობისა და აჭარა-გურიის მთების ნახვა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წელს იაკობ ფანცხავას მშობლიურ სოფელ ხომულში დღეობად მიჩნეული იყო ამაღლების დღესასწაული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამხედრო კომისარმა დავით ვაჩეიშვილმა მოითხოვა 20 000 მანეთი უკრაინიდან ჯარის ნაწილების გადმოსაყვანად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა უცხო სახელმწიფოებიდან ქართველი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე. აღნიშნული საკითხის სისრულეში მოყვანა დაევალა საგარეო სექციას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავა დაინიშნა ვექილად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილსა და პავლე საყვარელიძეს დაევალათ მობილიზაციის შესახებ მოწოდების შედგენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ევგენი გეგეჭკორი და წაიკითხა ოსმალეთის მთავარსარდლისგან გამოგზავნილი დეპეშა ზავის დადებასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამაჰმადიანო საქართველოს სკოლების საერთო გამგედ დამტკიცდა არსენ წითლიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ მაჰმადიანი ქართველების ყრილობაზე წარმომადგენლებად გაიგზავნებოდნენ აკაკი ჩხენკელი, მიხეილ მაჩაბელი და სამსონ ფირცხალავა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიას წინადადებით, კომიტეტმა იმსჯელა ომისა და ზავის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა სექციის გამგის თანაშემწეებად დაამტკიცეს ივანე გომართელი და მემედ აბაშიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კომიტეტის საქმეთა მმართველს პავლე საყვარელიძეს დაევალა ეროვნული საბჭოს წიგნსაცავის პროექტის შედგენა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კიტა აბაშიძის ხსოვნას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე და კრების მდივანი დავით ნახუცრიშვილი, სექციების გამგეებს დაევალათ გამგის თანაშემწეების არჩევა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს ეროვნული საბჭოს მდივნად მოეწვიათ ილია ზურაბიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სხდომას ესწრებოდნენ კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე და კრების მდივანი, დავით ნახუცრიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც აკაკი ჩხენკელი თავმჯდომარეობდა, საქმეთა მმართველმა პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ საქმის წარმოებაში აუცილებელია „კომისიის“ ნაცვლად სიტყვა „სექციის“ გამოყენება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ოდესისა და კიევის სამხედრო კომისრებად დაინიშნენ დავით ვაჩეიშვილი და შალვა დადიანი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს ნოე ჟორდანიას წინადადება სხვადასხვა სექციების გამგეებისთვის მუდმივი ანაზღაურების დანიშვნის თაობაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ხელოვნების სექციის გამგედ დაინიშნა ვლადიმერ გობეჩია, ტექნიკური სექციის გამგედ – პავლე საყვარელიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით აკაკი ჩხენკელი გაიგზავნა ყუბანისა და უკრაინის წარმომადგენლებთან ეკონომიური საკითხების განსახილველად.

