რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 7 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოებას სკოლების, ბიბლიოთეკებისა და სხვ. დასახმარებლად ამ დრომდე დახარჯული ჰქონდა 278. 90 მანეთი, ხოლო ბიუჯეტით 1899 წლისთვის გათვალისწინებული იყო 800 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ანგარიშები. პირველიდან 9 აგვისტომდე საზოგადოებას შემოუვიდა 258. 6 მანეთი, დაეხარჯა – 522. 22. 9 აგვისტოსთვის საზოგადოებას ჰქონდა ნაღდი ფული 5998. 49 მანეთი, ქაღალდებით – 11816. 11, სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18628. 2, ვალი – 813. 42 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 9 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოებამ გაანაღდა შინაგანი სესხის სამი 4%-იანი ობლიგაცია, რადგან 15 ივლისიდან შეწყდა სარგებლის მიღება ასეთ ქაღალდებზე. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში წიგნსაცავისთვის ნაყიდი წიგნების, მათ შორის სახარების ძველი გამოცემის თანხის (2. 60 მანეთის) გაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების ივნისის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. 1-ელი ივლისისთვის I ბიბლიოთეკას ჰქონდა 16. 77 მანეთი, II-ს – 10. ოქმს ხელი მოაწერა საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების ივლისის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. პირველ ბიბლიოთეკას ჰქონდა 1. 97 მანეთი, მეორეს – 10. ოქმს ხელი მოაწერა საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 30 აგვისტომდე საზოგადოების შემოსავალი იყო 1129. 65 მანეთი, ხარჯი – 1658. 77 მან. 30 აგვისტოსთვის საზოგადოებას ჰქონდა 17248. 54 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერა ალექსანდრე ჭყონიამ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გაუმართავ მუშაობაში ბრალი მიუძღვოდა საზოგადოების ძველ გამგეობას და არა – ახალს. მისი აზრით, მაღაზიის დანაკლისის საქმე საზოგადო კრებაზე უნდა გადაწყვეტილიყო.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ შეადგინა ხელთუბნის სკოლის ხარჯთა სია: მასწავლებლების ხელფასისთვის – 360 მანეთი, ავეჯისთვის – 226 მანეთი, წიგნებისა და ნივთებისათვის – 66 მანეთი და 72 კაპიკი, წვრილმანი ხარჯებისთვის – 6 მანეთი და 47 კაპიკი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

