რეგისტრირებული ფაქტები32741
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დაბეჭდილ თამბაქოს ქარხნის დირექტორის, ნიკოლოზ ბოზარჯიანცის განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვა ქარხნები აყალბებდნენ ეტიკეტს, ამიტომ მომხმარებლებს მოუწოდა, დაჰკვირვებოდნენ ქარხნულ მარკას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნესტორ უგრეხელიძემ და ნეფარიძემ ქუთაისში, კლდეზე სამსართულიანი ქვის სახლი ააშენეს, მაგრამ ქალაქის გამგეობამ სახლის გადახურვის პროცესი ტექნიკური მიზეზების გამო შეაჩერა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, „სახალხო გაზეთის“ რედაქტორმა ნიკო კურდღელაშვილმა თანამდებობის არისტო ჭუმბაძისთვის გადაცემის შესახებ გუბერნატორთან შეიტანა განცხადება.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს აბაშაში დახურეს სამარხი სალარო, რომლის გამგეებიც ფ. დგებუაძე და ბ. ხუსკივაძე იყვნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ნოემბერს ნესტორ უგრეხელიძე ქუთაისში თავისი აშენებული სამსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქალაქის თეატრში ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დილა გამართეს. ღონისძიება დავით კლდიაშვილმა ილიასადმი მიმართვით დაიწყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბერში ქუთაისის დრამატულმა დასმა იუმორისტულ საღამოზე დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარმოადგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბერს ლავრენტი ხამაშურიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის სახლები დაიწვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის დეკემბერში თბილისის ოლქის სასამართლომ გაზეთ „კავკაზის“ თანამშრომლებისა და ნაფიცი მსაჯულის თანაშემწე გვაზავას საქმე განიხილა. გვაზავა „კავკაზის“ თანამშრომლებს – მილუტინსა და ბახტაძეს – ცილისწამებაში სდებდა ბრალს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის იანვარში ექიმი ყარამან ჩიქოვანი პაციენტებს მიხეილის ქუჩის №16-ში იღებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით ელიზბარ ჯაჯანაშვილმა იჯარით გასცა მთაწმინდაზე მდებარე ქალაქის მამული.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ მე-7 და მე-8 ნომრებში დაიბეჭდა სიმონ ღოღობერიძის მიერ ფრანგულიდან, ორიგინალიდან, ნათარგმნი სტატია „მოთხრობა სპარსეთის და საქართველოს არეულობის თაობაზე“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატას „სახალხო გაზეთის“ რედაქტორი ნიკო კურდღელაშვილი გაზეთში არჩევნების შესახებ წერილის მოთავსებისთვის უნდა გაესამართლებინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელი ი. გველესიანი ერმალოზ ვეფხვაძის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოსაძიებლად ხარაგაულში ჩავიდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პოლშინი ქუთაისში რუსული გაზეთის გამოცემას აპირებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ნოემბერს სოფ. დიმში სტ. ბელიაშვილის ეზოდან შინაური ფრინველების მოპარვა სცადეს. ბელიაშვილმა ერთი ქურდი რევოლვერით დაჭრა. მან დანაშაული აღიარა და თანამზრახველებიც დაასახელა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. აცანაში ვ. ჩხაიძემ ცოლი მოკლა და მცირეწლოვანი შვილი დაჭრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელმა ფილიმონ დეკანოსიძემ ერმალოზ ვეფხვაძის წინააღმდეგ საჩივარი აღძრა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის პირველ დეკემბერს ალექსანდრე ივანეს ძე ურუსოვმა კოლეგებთან ერთად ადვოკატად მუშაობის ოცდაათი წლისთავი აღნიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის დეკემბერში სიღნაღში ვალერიან გუნიას ვოდევილი „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“ დაიდგა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ნ. ძიძიკაშვილი, ვ. მაისურაძისა, ო. ტერ-ასტვაცატუროვისა და ელენე ანდრონიკაშვილისა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ტიხონ ალექსის ძე ასათიანი და პავლე მეფისაშვილი ეფროსინე ბობოხიძის ქვრივსა და ობლებს 40 მანეთით დაეხმარნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბიბიკოვმა დავით ნიჟარაძეს შეურაცხყოფისთვის ქუთაისის ოლქის სასამართლოში უჩივლა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 დეკემბერს ქუთაისის ქალაქის საბჭომ განიხილა პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილის წინადადება ქუთაისის სახელმწიფო გადასახადის შემცირების შესახებ და 18 ხმით 9-ის წინააღმდეგ თუმანიშვილის წინადადება მიიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ონისიმე ბაბუნაშვილის სამიკიტნოში სამმა ახალგაზრდამ იჩხუბა. პოლიციამ ახალგაზრდები დააკავა.

