საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამსახურებული სახალხო მასწავლებლის, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძის დაკრძალვაზე სოფელ ლახუნდარაში სიტყვა წარმოთქვეს: კონსტანტინე დავითის ძე ანთაძემ კომიტეტის სახელით, მასწავლებლებმა ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძემ, გიორგი მინას ძე აბაშიძემ და ქალაქის თვითმმართველობიდან – კ. ბუაჩიძემ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მამაჯან ისრაელის ძე ფიჩხაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი, 9 კვადრატული საჟენი მიწა და 1 კვადრატი ალაბი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბორჩალოს სამაზრო ერობამ ამავე მაზრის მომრიგებელ მოსამართლეებად აირჩია და სენატმაც დაამტკიცა: ნ. ელიოზიშვილი, ანტონ ხუციშვილი, პ. აკოფაშვილი, ტატოსოვი და დალაქიშვილი. ამის მიხედვით მაზრა დაჰყვეს 5 სამომრიგებლო უბნად: სარვანის, შულავერის, ეკატერინფელდის, ბაშკიჩეტისა და წალკის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანტონ და სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 140 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ პელაგია ნიკოლოზის ასულ ფაღავასა და ანნა რევაზის ასულ ქორქაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ივანოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 794 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნიკო ანტონის ძე ფირალოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ბაზრის შესახვევში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 22.86 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ აბრამ ილოს ძე რიჟინაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 6 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იასე გიორგის ძე გურიელს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში, ეკლესიის მახლობლად მდებარე ორსართულიანი სახლი და 446 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნატალია იაგორის ასულ ვახრამოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში, ბაილეთის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 1500 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ივანე გიორგის ძე ვახრამოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში, ბაილეთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 900 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ მაქსიმეს ძე ჯინჭარაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში, შოსის გზაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 235 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მიხეილ საყვარელის ძე ქადეიშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში, ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 36.8 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად კოსტა ჩარგეიშვილმა და სარდიონ მაჭარაძემ 5-5 მანეთი გაიღეს, პავლე ჩხენკელმა და ბესარიონ ნადარეიშვილმა — 20-20, გიგო ჭავჭანიძემ 10 მან. შესწირა, ერისტო ლეჟავამ — 3.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად იასონ ესაძემ, სილიბისტრო ჩიქვანმა და ვასილ თარგამაძემ 10-10 მანეთი შესწირეს, მინა ჭავჭანიძემ და ფილიპე მაჭარაძემ – 5-5, ალექსანდრე ბახტაძემ – 100, აკაკი სიმონიძემ კი 20 მანეთი გაიღო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ აბრამიშვილმა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში წაიკითხა რეფერატი „ერეკლე მეორის შინაური პოლიტიკა“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად პლატონ ფანცულაიამ 3 მანეთი შესწირა, გიორგი კოხრეიძემ და სილიბისტრო საღარაძემ – 5-5 მანეთი, გიორგი უგრეხელიძემ, ივანე საღარაძემ, ვარდენ ბახტაძემ და ივანე ქორქაშვილმა – 10-10-მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელმა სილიბისტრო ხუნდაძემ ფილიმონ ქორიძის მიერ შედგენილი ქართული გალობის გამოსაცემად 2 მანეთი გაიღო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 დეკემბერს ჭიათურაში აკაკი წერეთლის პიესა „თამარ ცბიერი“ წარმოადგინეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივლისში ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად არჩეული ვასილ მანსვეტაშვილი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერია“ იუწყებოდა, რომ თომა პავლეს ძე მურადოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში საღორიის ახლოს მდებარე 1800 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერია“ იუწყებოდა, რომ ბესარიონ ანდრიას ძე ხელთუფლიშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის ბანოჯის აგარში მდებარე 36 დესეტინა და 360 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ლევან და ივანე სიმონის ძე ბერეკაშვილებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ კურსებში მდებარე 8 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ–სათესი, ეზო და ზვარი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ იესე და ლუკა სიმონის ძე ავალიანებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის გუმათის აგარში მდებარე 26 დესეტინა და 1500 კვადრატული საჟენი ტყე, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მარიამ გრიგოლის ასულ კანდელაკს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის კვახჭირის აგარში მდებარე 4 დესეტინა ზვარი და სახნავ–სათესი მიწები, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანნა ნიკოლოზის ასულ კანდინოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ წინაველს, გოდნარსა და ჭოგნარში მდებარე 26 დესეტინა და 600 კვადრატული საჟენი ზვარი, ეზო და სახნავ–სათესი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.