რეგისტრირებული ფაქტები19425
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს საზოგადოების საპატიო წევრის, პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის წერილი ჟენევის ქართველი სტუდენტების ბიბლიოთეკისა და ამ ბიბლიოთეკისთვის 1500 მანეთის გაგზავნის შესახებ. სხდომის ოქმს ხელი მოაწერა ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრის, ივანე რატიშვილისა და საზოგადოების წევრის, ნიკოლოზ მთვარელიშვილის მოხსენება საზოგადოების წლიური შემოსავალ-გასავლის ანგარიშის შემოწმების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო 7 მაისის საგანგებო კრების შემდგომისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თელავის სახალხო ბიბლიოთეკის თხოვნა საზოგადოების გამოცემების უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ ბიბლიოთეკისთვის ყველა გამოცემის გაგზავნა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს საზოგადოების წევრის, პეტრე უმიკაშვილის მოხსენება, რომ ევროპის უნივერსიტეტებსა და საქალაქო ბიბლიოთეკებში წიგნების გაგზავნით გამგეობას საფუძველი ჩაეყარა ქართული განყოფილებებისათვის.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას ჰქონდა 11 ბიბლიოთეკა: თბილისის პირველი, თბილისის მეორე, ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის, ახალციხის, უდის, დიდი ჯიხაიშის, თბილისის მესამე, ხონის, ყვირილის, ხარაგაულისა და შილდის. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-26 აპრილის შემოსავალი 607. 32 მანეთი იყო, ხარჯი – 949. 45 მან. საზოგადოებას სულ ჰქონდა 18 791. 19 მან., ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

