რეგისტრირებული ფაქტები19584
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შესთავაზა წინადადება, რომ მასწავლებლების მიღება გამოეცხადებინა. მათ კანცელარიაში საჭირო დოკუმენტებთან ერთად არზა უნდა შეეტანათ. გამგეობა გოგებაშვილის წინადადებას არ დაეთანხმდა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 26 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა 1-ლი-დან 23 მაისამდე საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – შემოსავალი იყო 2256 მანეთი, ხარჯი – 2084. 3, სულ ჰქონდა 18644. 87 მანეთი, ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 საანგარიშო წლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაამტკიცა ხარჯთა სია: ბათუმის სკოლისთვის 1700 მანეთი, მდივნის ხელფასისთვის 600 მანეთი, საკანცელარიო ხარჯისთვის 100 მანეთი, წინარეხის სკოლისთვის 350 მანეთი, წიგნების დასაბეჭდად 1500 მანეთი, ღარიბი სკოლების დასახმარებლად 500 მანეთი, მოულოდნელი ხარჯისთვის 500 მანეთი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს წინარეხის სოფლის საზოგადოების გადაწყვეტილება, რომ სოფელში გაეხსნათ ერთკლასიანი სკოლა, რომლის შესანახად მოსახლეობას ყოველწლიურად, როგორც სახელმწიფო გადასახადი 25 თუმანი უნდა შეეკრიბა და სახლი აეშენებინა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ალექსანდრე როინაშვილის პანაშვიდისთვის მგალობლების გზისა და ეპისკოპოსის სამოსის ფულის, დიაკვნების და საფლავის მცველის გასამრჯელოს – 40 მანეთის გაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ალექსანდრე კავსაძისთვის 14 იანვრის საღამოზე დასასწრებად ბათუმში წასასვლელი ფულის – 4 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1884
ტიპი: ავტორობა
1879-1884 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 81 წევრი დაემატა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

