რეგისტრირებული ფაქტები2209
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე დაიბადა 1881 წლის ნოემბერს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მხარის დვაბზუს თემის სოფელ ჭალაში.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ერთობის“ მიხედვით, 5 წლის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი ჯარისკაც ალფესი გოგეშვილის შესახებ, რომელიც მსახურობდა ოსმალეთის ფრონტზე კაბარდინის პოლკში და მონაწილეობდა ყარსის ბრძოლაში.
1909
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1909 წლის 17 აპრილს იაკობ მანსვეტაშვილის მისამართი იყო: ქ. ბაქო, სასტუმრო „ევროპა“.
1885
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გიორგი ალექსის ძე სალუქვაძე დაიბადა 1885 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ უჩხობში.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 1-ელი ივნისის „ერთობის“ ცნობით, ესოფ ივლიანეს ძე მეფარიშვილი ოზურგეთის მაზრის სოფ. ჯვარცხაში ცხოვრობდა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნესტორ სპირიდონის ძე გაბილაიას საქმის მიხედვით, ის იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის აჯანყებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, 1921 წლიდან, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მას არ უმუშავია.
1885
ტიპი: პირადი ინფორმაცია
დავით გიორგის ძე ჯორჯაძე დაიბადა 1885 წელს თელავის მაზრის სოფელ საბუეში.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 14 მარტს შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობ სექციაში მუშაობას თავი დაანება.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლაში ასწავლიდნენ იოსებ ჩხატარაიშვილი და გრიგოლ მაჭავარიანი.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნუკრიანის სკოლის მასწავლებლების – ელენე დიმიტრის ასულ ახმეტელაშვილისა და თამარ ლევანის ასულ ხელაშვილის – წლიური ანაზღაურება შეადგენდა 600-600 მანეთს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნალჩიკის სკოლის პედაგოგ სამსონ მუმულიას წლიური ანაზღაურება 648 მანეთი იყო.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლის მასწავლებელ გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანის, როგორც ახალი მასწავლებლის, ანაზღაურება თვეში 54 მანეთი იყო.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის პედაგოგის, ნიკო სიმონის ძე ჯანაშიას წლიური ანაზღაურება 720 მანეთი იყო, 360 მანეთი კი ბინის ქირისთვის ეძლეოდა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის პედაგოგ ნოე ალმასხანის ძე ქურიძის წლიური ანაზღაურება 600 მანეთი იყო, 300 მანეთი კი ბინის ქირისთვის ეძლეოდა.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გიორგი დავითის ძე ოთხმეზური 1923 წლის 25 იანვრამდე, მის დაკავებამდე ახალციხეში ცხოვრობდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლის პედაგოგ ნინო უშვერიძის წლიური ანაზღაურება 720 მანეთი იყო.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლის (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) I და II განყოფილებების მოსწავლეები ასაკით 10 წლამდე იყვნენ, III-სი – 15 წლამდე.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლის (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) I განყოფილებაში 52 მართლმადიდებელი ქართველი და 3 გრიგორიანელი სომეხი მოსწავლე იყო, II-ში – 26 მართლმადიდებელი და 2 გრიგორიანელი, III-ში – 13 მართლმადიდებელი.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წელს გლეხი აბდულ ეფენდი მიქელაძე ცხოვრობდა ბათუმის ოლქის სოფელ ქედაში.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნიკოლოზ ბერძნიშვილი ცხოვრობდა თბილისში, ჩერქეზიშვილის ქუჩაზე, სახლი N143.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძის პირადი საქმის მიხედვით, იგი იყო ინჟინერ-ტექნიკოსი.

