საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19318

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 26 აგვისტოს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომაზე ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილმა გამგეობას სთხოვა, შინ წასაღებად ეთხოვებინათ შემდეგი ხელნაწერები: რიტორიკა, ლოგიკა, იოანე ფილოსოფოსის ნაწერები, არისტოტელეს კატეგორიები, ფიზიკა და პლატონის წიგნი. გამგეობამ დაადგინა, ანდრონიკაშვილისთვის ეთხოვებინათ მხოლოდ რიტორიკის, ლოგიკისა და კატეგორიების ხელნაწერები.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომაზე მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ლატარეა-ალეგრის გასამართად უნდა გადაედოთ კრედიტი 300 მანეთის ოდენობით. გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 22 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართ სოფელ ხოვლეს ბიბლიოთეკის გამგე ზაქარია ჯავახიშვილმა, რომ გაეგზავნათ ბიბლიოთეკისათვის საკითხავი წიგნები. გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო საკითხის განხილვა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დიმიტრი ზურაბის ძე მაჭავარიანმა, რომ მისი ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნათ საკითხავი წიგნები.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 8 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა. სხდომაზე წერილი წაიკითხა დავით კარიჭაშვილმა, რომ ბაქოში გამართული ღონისძიებიდან საზოგადოების სახელზე მიიღეს – 2264 მანეთი და საღამოს ორგანიზატორები გამგეობას სთხოვდნენ, ამ ფულიდან ქალთა კომიტეტისთვის გადაეცათ 400 მანეთი, დრამატული საზოგადოებისთვის – 150 მან., ასევე ქუთაისის საკვირაო სკოლისა და გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკისთვის – 1014 მან., 250 მანეთი კი გადაენახათ ბაქოში საზოგადოების სახელზე ბიბლიოთეკის დასაარსებლად. წერილს ხელს აწერენ: მართა ღოღობერიძე, ნიკოლოზ ჯორჯაძე, გრიგორიევი, ნიკოლოზ ქანანოვი, მიქელაძე და იოსებ დადიანი. წერილის განხილვის შემდეგ საზოგადოებამ მადლობა გამოუცხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1894

ტიპი: ავტორობა

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ გამგეობის გადაწყვეტილებები მდივანმა უნდა მოიყვანოს სისრულეში.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში ცვლილებები შეიტანეს.

1894

ტიპი: ავტორობა

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ მდივანს ჰყავს თანაშემწე, რომელიც სულ მის განკარგულებაშია.

1886

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების მმართველობა თავის ხაზინას ხშირად და მოულოდნელად უნდა ამოწმებდეს.

1894

ტიპი: ავტორობა

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ მდივანმა ყველა განცხადება გამგეობის სახელზე უნდა მიიღოს და გამგეობას სხდომაზე მოახსენოს.

1894

ტიპი: ავტორობა

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების შემოწირულობებს – წიგნებს, ხელნაწერებს, ძველ ფულს, სურათებსა და არქეოლოგიურ ნივთებს – იღებს მდივანი. მან ყველა შემოწირულობის შესახებ გამგეობას უნდა აუწყოს.

1894

ტიპი: ავტორობა

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების წიგნების მაღაზია და წიგნების საწყობი აბარია მდივანს. ის არის მაღაზიაზე პასუხისმგებელი როგორც საზოგადოების, ისე მთავრობის წინაშე.

1894

ტიპი: ავტორობა

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოებისთვის დასახარჯ ფულს მდივანი იღებს ხაზინადრისგან გასავლის ორდერით, რომელიც ხელმოწერილია თავმჯდომარისა და მის მიერ.

1894

ტიპი: ავტორობა

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოებაში შესული ფული უნდა მიიღოს მდივანმა და ხაზინდარს ჩააბაროს თავისი და თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი შემოსავლის ორდერით.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა, სადაც გამგეობას თხოვნით მიმართა ა. ქუთათელაძემ, რომ უსასყიდლოდ დაეთმოთ წიგნები და რვეულები „შობის ხის“ მმართველი კომისიისთვის, რომლებსაც ისინი საჩუქრად ღარიბ ბავშვებს გადასცემდნენ. გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძემ, რომ სკოლას გაუგზავნონ სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ საზოგადოების სახელით გარეშე პირები აგროვებდნენ ფულს, რომელსაც იყენებდნენ სათავისოდ და არა საზოგადოების სასარგებლოდ. ინფორმაციის მოძიება, თუ ვინ და რა საფუძვლით აგროვებდა ფულს საზოგადოების სახელზე გამგეობამ დ. კარიჭაშვილს დაავალა.

1897

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის შესახებ 1897 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საერთო ყრილობის სხდომაზე კენჭისყრისას ორზე მეტი ხმის მიცემის უფლება არავის აქვს. ერთი ხმა საკუთარია, მეორე – მინდობილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ ფულის საანგარიშოდ ხაზინადარს უნდა ჰქონდეს ზონარგავლებული, გადანომრილი და თავმჯდომარის ხელმოწერით დამტკიცებული სამი წიგნი: საკვიტანციო, შემოსავლის და გასავლისა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საერთო ყრილობის სხდომაზე თავმჯდომარემ საზოგადოების წევრებს უნდა აუხსნას წესები, მოახსენოს განსახილველი საკითხები და რიგრიგობით მისცეს საუბრის უფლება. გამომსვლელი ფეხზე უნდა იდგეს.

1881

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების საერთო ყრილობის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას იმ დღესვე არ იღებენ, ამისთვის მეორე შეხვედრაა საჭირო.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების საერთო ყრილობის სხდომას შეიძლება გარეშე პირებიც დაესწრონ, მაგრამ საუბრის უფლება არ აქვთ და თუ თავმჯდომარე დაითხოვს, სხდომა უნდა დატოვონ.

1886

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ თავმჯდომარის ხელმოწერილი ორდერის გარეშე საზოგადოების ფულის დახარჯვა არ შეიძლება.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების მმართველობის სხდომა უნდა გაიმართოს ერთხელ დაწესებულ დროს (მაგალითად, ყოველი თვის 15-ის შემდეგ, პირველ შაბათს, საღამოს 7 საათზე) ან თავმჯდომარის მიერ არჩეულ დროს.