საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19424

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

„ნაციონალისტის“ ცნობით, 1920 წლის 18 ოქტომბრიდან გამოვიდოდა გაზეთი „ბარრიკადი“ ტიციან ტაბიძის რედაქტორობით.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 27 იანვარს გორის საოსტატო სემინარიის დირექტორის თანამდებობის აღმასრულებელმა კირილე არველაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებლის მთვარგამგეს მისწერა, რომ მათემატიკის მასწავლებლის ფალავანდიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1918 წლის პირველი ნოემბრიდან არითმეტიკის მეთოდიკასა და პრაქტიკულ გაკვეთილებს თავად ასწავლიდა. კვირაში 4 გაკვეთილის ჩატარება უწევდა.

1919

ტიპი: ავტორობა

იაკობ ღულაძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1919 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში მუსიკის მასწავლებლად დაენიშნათ ვ. ა. გონსიორსკი, რომელსაც წლიურ ჯამაგირს, 840 მანეთს, გიმნაზია სპეციალური ხარჯებიდან გადაუხდიდა.

1919

ტიპი: ავტორობა

ჰაიდარ ბამატს მიაჩნია, რომ მთიელთა დელეგაციამ მოახერხა ვერსალის კონფერენციაზე კავკასიის მოვლენები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების საგნად ექცია. 

1919

ტიპი: ავტორობა

გაზეთთან ინტერვიუში ჰაიდარ ბამატმა განაცხადა, რომ პარიზიდან კავკასიაში დაბრუნდა ვერსალის კონფერენციის მთიელ დელეგატთა ნაწილთან ერთად, რათა ხალხისთვის გაეცნოთ მუშაობის შედეგები, აეხსნათ, თუ რა ვითარება იყო კონფერენციაზე მთიელთა დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, საჭირო იყო ადგილზე გასცნობოდნენ შეცვლილ ვითარებას.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის სოციალისტური ფრაქციის წევრმა გაჯი სანიევმა განაცხადა, რომ ჩრდილოკავკასიელ მთიელებს ყველა პირობა ჰქონდათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი გაჯი სანიევი აცხადებს, რომ ჩრდილოკავკასიელთა განმათავისუფლებელ ბრძოლაში საქართველო და აზერბაიჯანი უმოქმედო მაყურებლებად არ უნდა დარჩნენ, რადგან მთიელთა დამარცხება მათ თავისუფლებასაც დიდ საფრთხეს უქმნის.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, გ. სანიევმა კავკასიელ მთიელთა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე საუბრისას ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიდრე ჩეჩნეთსა და დაღესტანზე იმამ შამილის გავლენა ვრცელდებოდა, მთიელებს დამოუკიდებელი ცხოვრება და საკუთარი პრიმიტიული სახელმწიფოებრიობა ჰქონდათ, რასაც გენერალმა ბარიატინსკიმ ბოლო მოუღო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ დაბეჭდილ ინტერვიუში ჩრდილოკავკასიელთა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე აზრს გამოთქვამს ორი რესპონდენტი: გაჯი ქერიმ სანიევი – აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი სოციალისტთა ფრაქციიდან (პარტია „ჰუმეთი“) და ჰაიდარ ბამატი – მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი და მთიელთა დელეგაციის წევრი ვერსალის კონფერენციაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტის“ მეთორმეტე ნომერში გამოქვეყნდა კ. სვიმონიშვილის სტატია „კორესპონდენცია ბორჩალოს რევიზიის გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ დაიბეჭდა პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძის მიმართვა სამხედრო სკოლის კურსდამთავრებულებისადმი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ხონის სამასწავლებლო სემინარიის მასწავლებელი დოროთე ალექსანდრეს ასული ფირცხალავა განათლების სამინისტროს სთხოვს სამუშაო ადგილს კომერციულ ან ტექნიკურ სასწავლებელში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 აგვისტოს ჩხოროწყუს უმაღლესი დაწყებითი ოთხკლასიანი სასწავლებლის გამგე ვლადიმერ მიხეილის ძე სოსელია მიმართავს განათლების სამინისტროს პროფესიონალურ სასწავლებელთა განყოფილების გამგეს, რომ აუცილებელი გარემოებებით მას უწევს გადმოსვლა თბილისში და სთხოვს დაეხმაროს იქ შესაბამისი სამსახურის შოვნაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 აგვისტოს კიევის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი პეტრე სარდიონის ძე ლანდია სთხოვს განათლების სამინისტროს რომელიმე სკოლაში მუშაობის დაწყებას, ვინაიდან დედის ავადმყოფობის გამო ვეღარ ბრუნდება სასწავლებლად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ თანაშემწედ სოციალ-დემოკრატის დანიშვნა მოითხოვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ნ. ჯიხაიშელი „ახალ სხივში“ წერდა მუშათა მაგიდისა და მუშების მდგომარეობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა მ. იშხნელის სტატია „სამხედრო სკოლის პირველი ნაყოფი“.

1919

ტიპი: ავტორობა

ევგენი ჟარკოვსკის ანალიტიკური რუბრიკის თანახმად, მთელ მოზდოკის რევსაბჭოში მხოლოდ პოლკოვნიკი რიმარი იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იცოდა თავისი საქმე, მხოლოდ მისი განყოფილება (სამხედრო) ფუნქციონირებდა გამართულად.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ რომში მყოფ ქართველ ემიგრანტებს შორის იყო დავით საღირაშვილი. იგი რუსულ სახლში ცხოვრობდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ რომში მყოფი ქართველი ემიგრანტებიდან ქურციკიძე საფრანგეთში მიდიოდა. იყო კიდევ ერთი ქართველი კათოლიკე მღვდელი, რომელიც თავისი სურვილით მუშაობდა არქივში და ქართულ ხელნაწერებს ეძებდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს რომში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ აკაკი ჟღენტი და დავით საღირაშვილი რუსეთის ერთ-ერთ სოფელში იყვნენ. მათ „ირო“ მფარველობდა, თუმცა ძალიან ცუდ პირობებში უწევდათ ცხოვრება.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ რომში არავითარი ქართული ორგანიზაცია არ იყო.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს რომში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მას რუსულ მემარჯვენე წრეებთან კავშირი „ქართული საქმისთვის“ საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად სჭირდებოდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მას ვლადიმირ კირილოვიჩთან მეგობრული კავშირი ჰქონდა. იგი ვარაუდობდა, რომ კირილოვიჩი ირაკლი ბაგრატიონთან ერთად ზაფხულში იტალიაში იქნებოდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის აპრილში რომში მყოფი შალვა მაღლაკელიძის მიერ შვილისადმი მიწერილი წერილის თანახმად, უცხოეთში არსებულ ქართველი სოციალ-დემოკრატების ორგანიზაციას „დრო“ ერქვა.