რეგისტრირებული ფაქტები19586
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცახდა, რომ კარგი იქნებოდა თუ გამგეობა ევროპის დედაქალაქებში ყველა საერო ბიბლიოთეკას გასაცნობად გაუგზავნიდა ქართულ წიგნებს. ამ საკითხის მოგვარება გამგეობამ მდივანს დაავალა.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ წევრები საკითხის განხილვას მმართველობის სხდომაზე საქმის განმარტების შემდეგ დაიწყებენ. თავმჯდომარის გარდა არავის აქვს უფლება, მომხსენებელს სიტყვა გააწყვეტინოს.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ 26 დეკემბერს გამართული კონცერტის შემოსავლიდან გამგეობას ჯერ კიდევ არ მიუღია დარჩენილი 150 მანეთი რის გამოც დაგვიანდა ანგარიშის დაბეჭდვა. გამგეობამ განაცხადა, რომ გადაედოთ ანგარიშის გამოცხადება.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იოსებ ცხვედაძემ, რომ გაეგზავნათ მისთვის სასწავლო წიგნები სოფელ კავთისხევში მცხოვრები მოზრდილი გლეხებისა და თავად-აზნაურებისათვის დასარიგებლად. გამგეობამ ცხვედაძეს გაუგზავნა 11 მანეთის წიგნები და ასევე გამოუწერა ჟურნალი „ჯეჯილი“.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თბილისში 6 თებერვლამდე დარჩენის თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ. გამგეობამ მას უარი განუცხადა და მოუწოდა, მალევე დაბრუნებულიყო სკოლაში თავისი მოვალეობის შესასრულებლად.
1898
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომაზე განაცხადეს, რომ კანცელარიაში 1898 წლის 23 იანვარს მიიღეს დაბეჭდილი კონვერტი შემდეგი წარწერით: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უმორჩილესად სთხოვს ელისაბედ ნიკოლოზის ასული ყაზბეგი, რომ კეთილი ინებოს და ეს წერილი მისი გარდაცვალების შემდეგ გახსნას. გამგეობამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვიტა, რომ შეესრულებინათ ელისაბედ ყაზბეგის თხოვნა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე ანნა იოსელიანმა დააბრუნა საზოგადოების წიგნსაცავიდან წაღებული ხელნაწერი კარაბადინი და სთხოვა გამგეობას, ეთხოვებინათ კარაბადინის ახალი ხელნაწერები. გამგეობამ პლატონ იოსელიანის ქვრივ ანნა იოსელიანს თანხმობა განუცხადა და 2 თვის ვადით ათხოვა კარაბადინის სხვა ხელნაწერები.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 26 აგვისტოს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომაზე ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილმა გამგეობას სთხოვა, შინ წასაღებად ეთხოვებინათ შემდეგი ხელნაწერები: რიტორიკა, ლოგიკა, იოანე ფილოსოფოსის ნაწერები, არისტოტელეს კატეგორიები, ფიზიკა და პლატონის წიგნი. გამგეობამ დაადგინა, ანდრონიკაშვილისთვის ეთხოვებინათ მხოლოდ რიტორიკის, ლოგიკისა და კატეგორიების ხელნაწერები.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 22 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართ სოფელ ხოვლეს ბიბლიოთეკის გამგე ზაქარია ჯავახიშვილმა, რომ გაეგზავნათ ბიბლიოთეკისათვის საკითხავი წიგნები. გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო საკითხის განხილვა.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 8 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა. სხდომაზე წერილი წაიკითხა დავით კარიჭაშვილმა, რომ ბაქოში გამართული ღონისძიებიდან საზოგადოების სახელზე მიიღეს – 2264 მანეთი და საღამოს ორგანიზატორები გამგეობას სთხოვდნენ, ამ ფულიდან ქალთა კომიტეტისთვის გადაეცათ 400 მანეთი, დრამატული საზოგადოებისთვის – 150 მან., ასევე ქუთაისის საკვირაო სკოლისა და გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკისთვის – 1014 მან., 250 მანეთი კი გადაენახათ ბაქოში საზოგადოების სახელზე ბიბლიოთეკის დასაარსებლად. წერილს ხელს აწერენ: მართა ღოღობერიძე, ნიკოლოზ ჯორჯაძე, გრიგორიევი, ნიკოლოზ ქანანოვი, მიქელაძე და იოსებ დადიანი. წერილის განხილვის შემდეგ საზოგადოებამ მადლობა გამოუცხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

