საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1846

ტიპი: ღონისძიება

1846 წლის 14 დეკემბერს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულებით დაშვებულ იქნა სურსათის ტრანზიტი გადასახადის გარეშე რედუტ-კალესა და სოხუმ-კალედან სპარსეთში თბილისისა და ნახიჩევანის გავლით და სპარსული სურსათისა, ბაქოდან ევროპაში, თბილისის, რედუტ-კალესა და სოხუმ-კალეს გავლით.

1847

ტიპი: ღონისძიება

1847 წლის ივლისში გენერალ-ლეიტენანტ ვასილ იოსების ძე ბებუთოვის განკარგულებით რუსთა ჯარმა დამცავი ნაგებობა ააგო ჩრდილოეთ დაღესტნის დაბა ხოჯალარში.

1848

ტიპი: ღონისძიება

1848 წლის პირველ ივლისს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი ბრძანებულებით თბილისში გაიხსნა ამიერკავკასიის სახაზინო პალატა.

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წლის 25 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდა საიმპერატორო ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე რომანოვი.

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წლის 24 სექტემბერს საიმპერატორო ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე რომანოვმა ქვის ხიდს ჩაუყარა საფუძველი მდინარე თერგზე, დარიალის ხეობაში.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 24 აგვისტოს შამილი თავისი რაზმებით ჭარ-ბელაქნის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრა.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 25 აპრილს დაბა ზაქათალასთან გაიმართა ბრძოლა შამილის რაზმებსა და რუსთა ჯარებს შორის. რუსებს გენერალ-მაიორი დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანი ხელმძღვანელობდა.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 7 სექტემბერს რუსთა ჯარებმა გენერალ მოსე ზაქარიას ძე არგუტინსკისა და გენერალ-მაიორ დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანის ხელმძღვანელობით მესელდიგერის ციხე-სიმაგრე აიღეს.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 30 ოქტომბერს პოლკოვნიკმა ყორღანოვმა გურიის რაზმის ნაწილით დაამარცხა თურქები, რომლებიც ოზურგეთს მიადგნენ.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 2 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტ ვასილ იოსების ძე ბებუთოვის განკარგულებით შვიდი ბატალიონი დაიძრა ალექსანდროპოლიდან.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის ნოემბერში გენერალ-მაიორ დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანის ჯარებმა არტილერიის დახმარებით უკუაგდო თურქთა შემოტევა.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის ნოემბერში ალექსანდროპოლიდან გენერალ-მაიორ დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანის ხელმძღვანელობით დაძრულ ქარავანს თავს დაესხნენ ქურთები.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 14 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტმა ივანე მალხაზის ძე ანდრონიკოვმა თურქები დაამარცხა ახალციხის მახლობლად.

1854

ტიპი: ღონისძიება

1854 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვმა მოითხოვა მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და შვებულებით საზღვარგარეთ გაშვება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიის” მიხედვით, გაქურდეს თბილისის რკინიგზის უფროსის თანაშემწე ცაგარელი, რომლის სახლიდანაც წაიღეს 306 მანეთის ღირებულების სხვადასხვა ვერცხლისა და ოქრო ნივთები, ერთი თამასუქი 140 მანეთისა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიის” მიხედვით, თბილისის რკინიგზის უფროსის თანაშემწე ცაგარელი სახლის გაქურდვაში ბრალს სდებდა ქუთაისელ გლეხს ნესტორ ბაქურაძეს (ბაკურაძეს), რომელიც ადრე მასთან მუშაობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიის” მიხედვით, შკურინსკის სახლს ცეცხლი მოეკიდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რომანოზ ძამსაშვილის სტატია საცხენისის სკოლის შესახებ, რომლის ზედამხედველმა სკოლის გასაახლებლად გამოყოფილი თანხა საკუთარი მიზნებისთვის მოიხმარა. ძამსაშვილის აზრით, სკოლაში არსებული ვითარება სახალხო სკოლათა დირექტორს, სერგეი სტრელეცკის უნდა გამოეკვლია.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 9 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ი. ივერიაძის „თვალის ერთი გადავლება სამცხე-კლარჯეთის ისტორიაზე“, რომელიც მიუძღვნეს ქობულეთისა და ბათუმის ბეგებს გულო-აღა კაიკაციშვილს და ყურშუმ-აღა ჭყონიას.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ნოემბერში თელავში გაიმართა ლიტერატურული საღამო ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის უფასო საქალებო სასწავლებლების სასარგებლოდ. შემოსავალი იყო 40 მანეთი, ხარჯის გარდა დარჩა 30 მანეთი, რომელიც სასწავლებელს გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 მარტის გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ახლადდაბეჭდილი საყმაწვილო წიგნი „რობინზონ კრუზო“, რომელიც ორი შაური ღირდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 მარტის გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა განცხადება, რომ დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლექსნი თქმულნის“ მესამე კრებული და იყიდებოდა გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში. წიგნის ფასი იყო ორი აბაზი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში გაჭირვების გამო იყიდებოდა საბინინის წიგნი „საქართველოს სამოთხე“. ორი კვირის განმავლობაში გაიყიდებოდა ეს წიგნი და ეღირებოდა 8 მანეთი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 იანვარს საქალებო გიმნაზიის დარბაზში გამართულ მასწავლებლებისა და აღმზრდელი ქალების ურთიერთშემწეობისათვის დაარსებული საზოგადოების კრებას დაესწრო კირილე პეტრეს ძე იანოვსკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 6 იანვარს, ორშაბათს, 9 საათზე, კრუჟოკის დარბაზში ბარბარე გიორგის ასული ბარათაშვილის ორგანიზებით სათავადაზნაურო სკოლის სასარგებლოდ გაიმართებოდა ბალი.