რეგისტრირებული ფაქტები19586
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს განათლების სამინისტროს მიმართეს და შესაფერის სამსახურს ითხოვდნენ შემდეგი პირები: მარიამ მიხეილის ასული თვაური, თბილისის საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებული, ვერა გაბრიელის ასული ვასაძე, ლტოლვილი ოზურგეთის მაზრიდან, გრიგოლ ილიას ძე ორჯონიკიძე, თამარ ვასილის ასული ნადირაშვილი, ნინო იაკობის ასული ილინა, შალვა სილოვანის ძე ვადაჭკორია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს განჯის სასწავლებლის მათემატიკის პედაგოგებმა, ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ვლადიმერ მენთეშაშვილმა და ნინო მიხეილის ასულმა ქიქოძემ, ქართული ენის პედაგოგმა მარიამ სიმონის ასულმა რცხილაძემ, ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგმა ილია სიმონის ძე წივწივაძემ, ზაქათალის გიმნაზიის მასწავლებელმა ნინო ისაკის ასულმა სიშჩენკოვმა და ერმილე ჩხეიძემ, საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნის თხოვნით მიმართეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 მარტის „ერთობაში“ დაბეჭდილ მიმართვაში შორაპნის მაზრის მოქალაქეთა მიმართ ნათქვამია, რომ ბოლშევიკებმა ყარს-არდაგან-ბათუმის ოლქები ოსმალეთს მიუძღვნეს. ოსმალეთიც ითხოვდა ამ ოლქების დაცლას, ნუ შემოვუშვებთ ჩვენს მიწაზე, შევადგინოთ მოხალისეთა რაზმი, ყვირილაში შევიკრიბოთო. მიმართვას ხელს აწერენ: ჭიათურის მ. დ. საბჭოს წარმომადგენელი ზაქარია გურული, ყვირილის მ. დ. საბჭოს თავმჯდომარე პოლიკარპე გოგიაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წელს ბაქოს მუშათა საბჭოში ჰუსეინოვი ამტკიცებდა, რომ საქართველო ნავთობს ვრანგელს მიჰყიდდა. საბოლოო რეზოლუციის თანახმად, საქართველოსთან სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანულ მხარეს განატიას მისცემდა, რომ ნავთობს მხოლოდ თვითონ მოიხმარდა და კავშირს გაწყვეტდა საბჭოთა მტრებთან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის აგვისტოს თვეში განათლების მინისტრს კანცელარიაში მუშაობის დაწყების თხოვნით მიმართეს შემდეგმა მოქალაქეებმა: პროკოფი მინას ძე გოცირიძემ, ნატალია ნიკოლოზის ასულმა იაკობსონმა, მარიამ ბესარიონის ასულმა კაკაბაძემ, ნინო ნესტორის ასულმა კალანდაძემ, ლუარსაბ ანდრიას ძე კარბელაშვილმა, ესტატე ივანეს ძე გრიგოლავამ, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტმა, სევერიანე სამსონის ძე კეკელიძემ, სემინარიის კურსდამთავრებულმა და მინადორა კუჭუხიძემ, თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების მეორე კურსის სტუდენტმა.

