საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ აკაკი ჩხენკელი გერმანიიდან კი არ ჩამოვიდა საქართველოში, როგორც შეცდომით წერდნენ ზოგიერთ გაზეთში, არამედ შვეიცარიიდან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი 2 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ყოფნის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ სწავლა-განათლების გამგემ იაკობ გოგებაშვილის წიგნები „ბუნების კარი“ და „დედა ენა“ შესამოწმებლად გაუგზავნა პეტერბურგის სწავლულთა კომიტეტს, რომელთაც წიგნების განხილვა ალექსანდრე ცაგარელს დაავალეს. ცაგარელმა მოიწონა ი. გოგებაშვილის წიგნები და კომიტეტმა მისი თანხმობით სწავლა-განათლების გამგეს წიგნების სკოლებში გამოყენება ურჩია.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ გამოვიდა მესამედ დაბეჭდილი, გადასწორებული „დედა ენა“, რომელიც წიგნების მაღაზიის მეპატრონე ზაქარია გრიქუროვმა გამოსცა 18 000 ეგზემპლარად.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის აგვისტოში გენერალ-ლეიტენანტმა ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა ჩეჩნეთზე გაილაშქრა.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის პირველ ნოემბერს რუსთა მეოთხე ბატალიონმა გენერალ-მაიორ კოვალევსკის ხელმძღვანელობით აიძულა თურქები ახალციხე დაეტოვებინათ.

1818

ტიპი: ღონისძიება

1818 წელს ეგზარქოს თეოფილაქტეს განკარგულებით თბილისის სინოდალურ კანტორაში დაიწყო მონასტრებსა და ეკლესიებში გაბნეული ქარტიებისა და დოკუმენტების შეგროვება.

1825

ტიპი: ღონისძიება

1825 წლის ივნისში გენერალ-მაიორ ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა მარცხი აგემა ყუბანს გაღმა მცხოვრებ მთიელებს.

1825

ტიპი: ღონისძიება

1825 წლის ივნისში გენერალ-მაიორ ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა ყაბარდოში აჯანყება ჩაახშო.

1858

ტიპი: ღონისძიება

1858 წლის სექტემბერში დიდი მთავრები ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე და მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვები კავკასიაში ჩამოვიდნენ.

1858

ტიპი: ღონისძიება

1858 წლის 11 სექტემბერს დიდი მთავრები ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე და მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვები თბილისში ჩამოვიდნენ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 4 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით გურამიშვილის „დავითიანის“ განხილვა, რომელიც გამოსცა გიორგი ზალიკანიანმა, პეტრე უმიკაშვილის რედაქტორობით.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 7 აპრილის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ტარას შევჩენკოს პოემა „მუშა ქალი“, რომელიც ქართულად თარგმნა ნ. ლ-მ.

პირები
წყარო

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისი გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარიამ სოლომონის ასულ კოპაძე-კვეზერელის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სულ შეადგენდა 2120 მანეთსა და 30 კაპიკს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარიამ ივანეს ასულ სულხანოვისას დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სულ შეადგენდა 24 176 მანეთსა და 65 კაპიკს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე პავლეს ძე ერისთავის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში შეადგენდა 6002 მანეთსა და 35 კაპიკს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სულ შეადგენდა 23 285 მანეთსა და 67 კაპიკს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნაპოლეონ ივანეს ძე ამატუნის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში შეადგენდა 60 990 მანეთსა და 61 კაპიკს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ათანასე ლიპარტის ძე ვახვახოვის დავალიანება შეადგენდა 2844 მანეთსა და 98 კაპიკს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ივლიტა დიმიტრის ასულ ერისთავის დავალიანება შეადგენდა 8426 მანეთსა და 43 კაპიკს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით ივანეს ძე ციციშვილს დავალიანება ჰქონდა 1147 მანეთი და 94 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში თომა და ვასილ იაგორის ძე ხარაზოვებს დავალიანება ჰქონდათ 2629 მანეთი და 77 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ჰქონდა დავალიანება 6625 მანეთი და 56 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით იაკობის ძე მირიმანოვს დავალიანება ჰქონდა 17186 მანეთი და 40 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მარიამ იაკობის ასულ მირიანოვს დავალიანება ჰქონდა 4310 მანეთი და 33 კაპიკი.