რეგისტრირებული ფაქტები89240
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პოლიციელი ოგურეცკი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, მარკოზ დოლუხანოვი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს გამოქვეყნებულ „მემუარებში“ ბერტა კინსკიმ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 24 აპრილს რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო. ქუთაისელი ქალების მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში ბერტა კინსკი ენთუზიაზმით მონაწილეობდა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 17 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორის ეპისკოპოსი ბენიამინე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქვიტირის ახალმა მამასახლისმა სულაკაძემ სოფელში სკოლის აგება გადაწყვიტა და ამისთვის საჭირო თანხების შეგროვებას შეუდგა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 აგვისტოს თბილისის საზაფხულო თეატრში ფოტოგრაფი ა. მ. მიშონი მოძრავი სურათების, ანუ კინომატოგრაფიული ფილმების ჩვენებას გეგმავდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 23 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჯავახეთის სოფელ ხიზაბავრაში მღვდელმა მიხეილ ვარძიელმა კერძო კათოლიკური სასულიერო სემინარია გახსნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 23 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი ვარდენის ძე წერეთელმა და ყარამან ტარიელის ძე ჩხეიძემ საჩხერის ბიბლიოთეკას წიგნები, ინვენტარი და თანხა შესწირეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ოლივერ უორდროპმა საზოგადოებას წარუდგინა მარჯორის მიერ პროზაულად თარგმნილი „ვეფხის ტყაოსანი“.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, პეტრე სოლომონის ძე ჯავროვი მე-4 ქართული პოლკის ოფიცერი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მიტრადიარა იოსების ასული ჯავროვისა პეტრე სოლომონის ძე ჯავროვის დედა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გიორგი სოლომონის ძე ჯავროვი პეტრე სოლომონის ძე ჯავროვის ძმა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მ. მ. ჯავროვისა პეტრე სოლომონის ძე ჯავროვის რძალი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 13 მარტს კალოუბნის ეკლესიაში ოფიცერ პეტრე სოლომონის ძე ჯავროვის წლისთავის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 14 მარტს ავლაბარში, წმინდა მარინეს ეკლესიაში გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილი როტმისტრი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, დავით ილარიონის ძე ფორაქაშვილი გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილის მამა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თინათინ გიორგის ასული ფორაქაშვილი გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილის დედა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ელისაბედ სვიმონის ასული ვაჩნაძისა გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილის ბებია იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანტონ სტეფანეს ძე გელაზარაშვილი თამარ პეტრეს ასულ გელაზარაშვილის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, შალვა ანტონის ძე გელაზარაშვილი თამარ პეტრეს ასულ გელაზარაშვილის ვაჟი იყო.

