საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1891

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 27 აპრილს უპარტიო პრასკოვია სანაძე სოლოვკაში გადაასახლეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 30 მარტს ჭიათურელი მუშა-მექანიკოსი, სოციალ-დემოკრატი ტარიელ აბდუშელიშვილი სოლოვკაში გადაასახლეს.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაბეჭდილი „დამოუკიდებლობის კომიტეტის პროცესის“ მიხედვით, „როსტაი“ ევროპის პრესას აუწყებდა, რომ ჩეკამ დაასრულა დამკომის წევრების საქმის „გამოძიება“, საქართველოდან კი ატყობინებდნენ, რომ მალე აპირებდნენ დამკომის (40-ზე მეტი) წევრების პროცესის გამართვას. დიდი უმრავლესობა ძველი პარტიული მოღვაწე იყო, მათ შორის: აფთონ წულაძე, კირილე ნინიძე, კოლია ქარცივაძე, დავით ონიაშვილი, კოტე ანდრონიკაშვილი, გიზო ანჯაფარიძე და სხვ.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაბეჭდილი ცნობით, საქართველოდან ატყობინებდნენ, რომ მოკლე ხანში აპირებდნენ დამკომის წევრების პროცესის გამართვას. დავით ონიაშვილი, კოტე ანდრონიკაშვილი და ანჯაფარიძე სრულიად დაავადმყოფებულნი არიან ნერვებით.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლის“ (N1) ცნობით, საქართველოდან ატყობინებენ, რომ მალე აპირებენ დამკომის წევრების პროცესის გამართვას, ბრალდებულთა რიცხვი 40-ს აღემატება. კოლია ქარცივაძეს, დამკომის ძველი შემადგენლობის (1922 წ.) თავმჯდომარეს, ერთხელ უკვე „მიუსაჯეს“ სამუდამო ციხე და და სასჯელის მოსახდელად რუსეთში გადაიყვანეს, მაგრამ აჯანყების შემდეგ ისევ თბილისის ჩეკაში დააბრუნეს და ხელახლა ასამართლებენ.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის 7 ივნისს ბათუმში, „გოროდოკში“, დააპატიმრეს კოწია სულაქველიძე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ძველი მოღვაწე.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 9 მაისს, საღამოს, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის დაცვის ბრალდებით ჯარისკაცებმა დააპატიმრეს „ჩვენი მეგობრის” რედაქტორი, ი. მახვილაძე. ის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოში წაიყვანეს და შემდეგ გაათავისუფლეს.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 22 აპრილის გაზეთ „საქართველო" იუწყება, რომ თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, სატუსაღოდან გაათავისუფლეს თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი ზდანოვსკი, რომელიც 4 დღის განმავლობაში უნდა გაეგზავნათ კავკასიიდან, ამასთან გადაწყდა, რომ მას არ მისცემდნენ სამხედრო სამსახურს კავკასიაში.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბათუმის სამხედრო სასამართლო სილ. ივანიაძის საქმეს გაარჩევდა, რომელსაც ბრალად პოლიცმეისტერ სკვორცოვის მკვლელობის დაგეგმვა ედებოდა. ბრალდებულს ივანე კაჩუხოვი იცავდა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისის სასამართლო პალატამ იოსებ კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი გაანთავისუფლა. მას ბრალად ედებოდა ბროშურის „ვინ არის ხალხის მტერი,სოც.-დემოკრატები თუ ფედერალისტები“ გამოცემა-გავრცელება.

2026

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: პოეტი კოწია გამსახურდია, მუშა, სოციალ-დემოკრატი კახიძე  და სხვ.  

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: დიღმელი გლეხი, უპარტიო კოლია სუთიაშვილი, ღარიბი გლეხი, უპარტიო სოკრატ ხოჭოლავა, ფერშალი, უპარტიო, 73 წლის მოხუცი ექვთიმე ორაგველიძე და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: მუშა, ეროვნულ-დემოკრატი კოლია ჭანტურია, ეროვნულ-დემოკრატი, ინტელიგენტი შალვა დადიანი, ფერშალი, ეროვნულ-დემოკრატი ჭიჭინაძე და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: ეროვნულ-დემოკრატი პეტრე კურცხალია, სტუდენტი, ეროვნულ-დემოკრატი სილიბისტრო ყენია და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: სოციალ-ფედერალისტი ვასო კეჭაყმაძე, მუშა, სოციალ-ფედერალისტი ვარლამ ტყეშელაშვილი სტუდენტი, სოციალ-ფედერალისტი მიშა გაბელაშვილი და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: მუშა, სოციალ-დემოკრატი ევტიხი ცერცვაძე, რკინიგზელი, სოციალ-დემოკრატი სევერიანე აროშიძე, ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატი სოსო აბდალაძე სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკმებრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: მუშა, სოციალ-დემოკრატი სალუქვაძე, მუშა, სოციალ-დემოკრატი მარგალიტაძე, სტუდენტი, სოციალ-დემოკრატი პავლე გიორგაძე და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: სამხედრო, სოციალ-დემოკრატი კალისტრატე ქვირია, სამხედრო, სოციალ-დემოკრატი დომენტი ჯაყელი და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვკაში იმყოფებოდნენ: მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატი ვასო დავითაშვილი, სტუდენტი, სოციალ-დემოკრატი მეტია დგებუაძე, მუშა, სოციალ-დემოკრატი გიორგი თოდუა და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვკაში (სოლოვეცკის ბანაკში) იმყოფებოდნენ: სოციალ-დემოკრატი აფთონ წულაძე, მუშა, სოციალ-დემოკრატი სოლ. თელია, გლეხი, სოციალ-დემოკრატი ამბერკი ადეიშვილი, სტუდენტი, სოციალ-დემოკრატი კანდო ხუბულავა და სხვ.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 25 მარტს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით გადასახლებული გ. ი. მახაშვილი და ა. გ. სოხიევი შეიპყრო.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 20 ივლისის ცნობით, ჩეკადან გადაასახლეს დაშნაკი მინას მაკარიანცი

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 20 ივლისის ცნობით, ჩეკადან გადაასახლეს დაშნაკი კორიუნ ხაზარიანცი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 20 ივლისის ცნობით, ჩეკადან გადაასახლეს დაშნაკი ტიგრან ავეტისიანცი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს მასწავლებელი, დაშნაკი პარუი გარიბიანცი. მას ადგილობრივ 3 წლის ციხე ჰქონდა მისჯილი. 19 თვის ციხეში ჯდომის შემდეგ გადაასახლეს.