რეგისტრირებული ფაქტები2208
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, გრიგოლ ოკუჯავა იყო 29 წლის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, მაქსიმე ფოცხიშვილი იყო 32 წლის, მუშა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, დათიკო სიხარულიძე იყო 25 წლის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, მუშა, სოციალ-დემოკრატი გიორგი ცქიფურიშვილი ქუთაისის ჩეკაში ოთხი თვე აწამეს. ორი თვე ჩამწყვდეული ჰყავდათ ბნელ სამკუთხედში (სადაც ერთი კაცი ძლივს ეტეოდა), 8 დღე არ აძლევდნენ პურსა და წყალს.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, დავით ჩუთლაშვილი 11 თვე ბნელ სარდაფში იჯდა და აწამებდნენ.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უპარტიო მასწავლებელი იოსებ ჟვანია ქუთაისის ჩეკაში აწამეს, ფეხებით ჰკიდებდნენ, თოფის ზუმპით სცემეს.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, მუშა ვასილ დავითაშვილს ჩეკაში ორი თვის განმავლობაში დასაკითხად ყოველი გამოძახების დროს სცემდნენ გამომძიებელები: ალინინი, კუშჩევი, ნაზაროვი, თოდუა და სხვ. ალინინი სახეში აფურთხებდა. ცემისგან გახეთქილი ჰქონდა ყურის აპკი.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, მუშა, ახალგაზრდა მარქსისტს, ვასილ დავითაშვილს გამომძიებლებმა ალინინმა და კუშჩევმა დაპატიმრების დროს ქუჩაში სცემეს, ორ ადგილზე გაუტეხეს თავი და დასისხლიანებული, გრძნობადაკარგული მიიტანეს ჩეკაში, გრძნობაზე რომ მოვიდა, კიდევ სცემეს და ჩასვეს სარდაფში;
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვლასა ბოხოხაძე 1924 წლის ნოემბერში დააპატიმრეს და ჩასვეს თბილისის შეკას ციხეში, სადაც 38 დღე-ღამე უპალტოოდ და ლოგინის გარეშე გაატარა. პირველ 5 დღეს არ აძლევდნენ წყალს, რის გამოც პირში ობი გაუჩნდა და ენას ვერ ამოძრავებდა, ამიტომ იძულებული გახდა პირი შარდით ესველებინა. გარეთ არ გაჰყავდათ და სარდაფს საპირფარეშოდაც ხმარობდა.
2027
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაიბეჭდა წერილი „წამება ჩეკაში“ იმ პირთა შესახებ, რომლებიც გახდნენ ინკვიზიციის მსხვერპლნი თბილისის, სოხუმის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის ჩეკაში, მათ შორის იყო ვლასა ბოხოხაძე.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 16 თებერვლის 14 თებერვალს ტრამვაის ვაგონი, რომელსაც ოგ. აკოფიანცი მართავდა, თელავის მაზრის მცხოვრებ გ. გიგაშვილს დაეჯახა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი სტეფანე ახმეტელიშვილის ნეკროლოგის მიხედვით, იგი საქართველოს დამოუკიდებლობამდე მსახურობდა რუსეთის შიდა გუბერნიებსა და ტაშკენტში და შემდეგ გადმოიყვანეს სამშობლოში.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922 წლის 15 მარტის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N18) ცნობით, სილიბისტრო ჯიბლაძე დაიბადა გურიაში, სოფ. ამაღლებაში.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ დაიწყო თეთრი ტერორი და პარმენ ჭიჭინაძე იძულებული გახდა, ქუთაისიდან თბილისში გადასახლებულიყო და იქ განეგრძო მუშაობა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წელს, როცა პარმენ ჭიჭინაძე ხარკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა, უკვე გარკვეულად მარქსისიტი იყო.
2026
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, პარმენ ჭიჭინაძე იყო საშუალო შეძლების აზნაურის შვილი სოფ. გოდოგანიდან (ქუთაისის მაზრა).
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ამნისტიამ სილიბისტრო ჯიბლაძე შესაძლებლობა მისცა, გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნებულიყო.
1883
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1883 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე, ჯერ კიდევ მოწაფე, გამოვიდა რევოლუციურ ასპარეზზე. იგი 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პარტიას და 3 წელი იჯდა ციხეში.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ნოემბრიდან ნინო ჩხეიძე პარიზში ცხოვრობდა (5 თვე) და, მიუხედავად ავადმყოფობისა, მოინახულა სარა ბერნარისა და რეჟანის თეატრები.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ნოემბრიდან ნინო ჩხეიძე (5 თვე) პარიზში ცხოვრობდა. იქ შეეძინა ქალიშვილი მედეა.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ნოემბერში ნინო ჩხეიძე ავადმყოფობის გამო მეუღლესთან, მიხეილ ქორელთან ერთად პარიზში გაემგზავრა და ხუთი თვის განმავლობაში იქ ცხოვრობდა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ნინო ჩხეიძემ და მიხეილ ქორელმა ჯვარი დაიწერეს.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის ნოემბრის ჟურნალ „ხელოვნების“ (N2) ცნობით, ნინო ჩხეიძის უფროსი და მარიამი კოტე მესხთან თამაშობდა წარმოდგენებში, მას სახლში მოჰქონდა როლები და ნინო მათ სწავლობდა.

