რეგისტრირებული ფაქტები1731
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 15 თებერვალს თბილისში, ალექსანდრეს ქუჩაზე (სახლი N41), საგანგებო კომისიის აგენტებმა ბანდიტების ხელმძღვანელი და მენშევიკური ცკ-ის წევრი გოგიტა ფაღავა შეიპყრეს.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ჩეკას კომენდანტურამ კომისარ ჟაროვის სახელზე ილარიონ გიორგაძისა და სამსონ დობორჯგინიძის დაკავების ორდერი (N6387) გასცა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
პავლე (რასტემინ) პეტრეს ძე რაზავისს, რომელსაც 1920-1921 წლებში ფოსტის უფროსის თანამდებობა ეკავა, ბრალად დასდეს ტუსაღების ცემა და პატიმრობა მიუსაჯეს.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის სექტემბრის დამლევს ილარიონ გიორგაძე დაატუსაღეს. ნოე ხომერიკმა ნოე ჟორდანიას საზღვარგარეთ მისწერა ამის შესახებ, აღნიშნა, რომ გიორგაძე ჩეკაში საშინლად აწამეს. გიორგაძე ჩეკადან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვიდა, რითაც გამოააშკარავა ხომერიკის ყალბი ინფორმაცია და საბოლოოდ აქცია ზურგი მენშევიკებს.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 15 აგვისტოს კონსტანტინე ეფრემის ძე გამყრელიძე ბიძაშვილის სახლში შეიპყრეს და შემდეგ გაასამართლეს.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
თავისუფალი ეკლესიის დამაარსებელი არქიმანდრიტი ბენიკი სასახლის ქუჩის N7-ში მდებარე ეკლესიას განაგებდა, მას შემდეგ რაც იქედან გამოაძევა ძველი ეკლესიის მოყვარულები, მათ შორის მათი ხელმძღვანელი სააკ სააკიანი, რომელსაც ამით შემოაკლდა შემოსავალი და დაიწყო მორწმუნეთა აგიტ-პროპაგანდა, რაშიც ჩართული იყო მისი ცოლიც - ანნა ლიბარიტი, აგრეთვე ხეჩუმოვი ვახტანგ, აგბეშევი სავილი და გრიგორიანი სარქისი. ყველა მათგანი დაპატიმრებულია და წარდგება სასამართლოზე.

