საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წელს ალექსანდრე ბარიატინსკიმ ნახა და მოიწონა მიხეილ ვორონცოვის ძეგლი, რომელიც პეტერბურგი-ლონდონი-ფოთის მიმართულებით გემით გააგზავნეს. საბოლოოდ კი თბილისამდეც მიიტანეს.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წელს რუს სკულპტორს, პიმენოვს დაევალა მიხეილ ვორონცოვის ძეგლის ჩამოსხმა. დაკავებულობის მიზეზით, პიმენოვმა ძეგლის ჩამოსხმა გადადო. მალევე დაუძლურდა და გარდაიცვალა. თუმცა, გარდაცვალებამდე მოასწრო ძეგლის მონახაზის დატოვება, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით ძეგლი მაინც ჩამოისხა.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 15 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა კავკასიის არმიის ჯარებს აცნობა, რომ თბილისში გაიხსნა საქვეითო იუნკერის სკოლა, რომელიც აღჭურვილი იყო 200 მოსწავლის მისაღებად.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს კავკასიის რწმუნებულის სამმართველოში მიღებული ბრძანების მიხედვით, კონსტანტინე ორლოვსკი ორდენით დააჯილდოვეს იმის გამო, რომ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა გლეხების ბატონ-ყმობისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს კავკასიის რწმუნებულის სამმართველოში მიღებული ბრძანების მიხედვით, შუმლიანსკი ორდენით დააჯილდოვეს იმის გამო, რომ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა გლეხების ბატონ-ყმობისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს კავკასიის რწმუნებულის სამმართველოში მიღებული ბრძანების მიხედვით, დოლინსკი ორდენით დააჯილდოვეს იმის გამო, რომ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა გლეხების ბატონ-ყმობისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს კავკასიის რწმუნებულის სამმართველოში მიღებული ბრძანების მიხედვით, მამაცაშვილი ორდენით დააჯილდოვეს იმის გამო, რომ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა გლეხების ბატონ-ყმობისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს კავკასიის რწმუნებულის სამმართველოში მიღებული ბრძანების მიხედვით, ივანე ორბელიანს მადლობა გადაუხადეს იმის გამო, რომ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა გლეხების ბატონ-ყმობისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს კავკასიის რწმუნებულის სამმართველოში მიღებული ბრძანების მიხედვით, მელიქ ბეგლაროვს მადლობა გადაუხადეს იმის გამო, რომ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა გლეხების ბატონ-ყმობისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ავთანდილ აბრამის ძე კვეზერელ-კოპაძეს დავალიანება ჰქონდა 4792 მანეთი და 20 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სემიონ პროკოფის ძე პროკოფოვიჩს დავალიანება ჰქონდა 19368 მანეთი და 92 კაპიკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართულ კლუბში უნდა გამართულიყო საოჯახო საღამო ქართული კლუბის მამასახლის კოტე ზაქარიას ძე მაყაშვილის ხელმძღვანელობით. რუსული დრამის თეატრი „ტარტოს“ წარმოადგენდა ერთმოქმედებიან ფარსს „მგლოვიარე მანდილოსანი“ და კონცერტს. მონაწილეობას მიიღებდნენ ალეშკო, ო.ს. კალანდაძე-ოგასოვა, ხორინა, გრიგოლ ინაშვილი, ლეონ ისეცკი და იური საბინინი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ეფემია აკოფის ასულ მირზახანოვს, დანიელ, მირზა ასატურის ძე მირზახანოვებს, მარიამ, ვარვარე ასატურის ასულ მირზახანოვებსა და ელისაბედ ასატურის ასულ სარიევისას დავალიანება ჰქონდათ 1050 მანეთი და 11 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ალექსანდრე მათეს ძე მელიქ-აღამალოვს დავალიანება ჰქონდა 14581 მანეთი და 43 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მარია პეტრეს ასულ პაშკევიჩს დავალიანება ჰქონდა 28328 მანეთი და 63 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ვისარიონ გაბრიელის ძე თავდგირიძეს დავალიანება ჰქონდა 4116 მანეთი და 48 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მარია მოსეს ასულ კორზაიასა და ეკატერინა მოსეს ასულ იმედაშვილს დავალიანება ჰქონდათ 4116 მანეთი და 48 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში არსენ სულთანის ძე კეგამოვს დავალიანება ჰქონდა 5107 მანეთი და 12 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ალექსანდრე იოსების ძე კოლიშევსკის დავალიანება ჰქონდა 6742 მანეთი და 4 კაპიკი.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს კავკასიის რწმუნებულის სამმართველოში მიღებული ბრძანების მიხედვით, სტარიცკი ორდენით დააჯილდოვეს იმის გამო, რომ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა გლეხების ბატონ-ყმობისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს განიხილავდნენ ქალაქ ფოთის გამგეობის საჩივარს ქუთაისის სასამართლოს საადმინისტრაციო განყოფილების 1918 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქალაქ ფოთის გამგეობის დადგენილება ალექსანდრე მდივნის აფთიაქის დაკეტვის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასკოლო განყოფილების უფროსმა ინსტრუქტორმა გაბრიელ გოგუაძემ დაათვალიერა გურიის მაზრის სკოლები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 თებერვალს ქართულ თეატრში დაიდგა ორი ახალი პიესა „ცოლ-ქმრობის ყვავილები“ და „შიშს დიდი თვალები აქვს“, რომლებშიც მონაწილეობდნენ მაკო საფაროვა და ვასო აბაშიძე, რეჟისორი იყო ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კონსტანტინე შათირიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასკოლო განყოფილების უფროსმა ინსტრუქტორმა გაბრიელ გოგუაძემ გურიის მაზრის სკოლების შემოწმების შემდეგ გაარკვია, რომ მაზრაში სკოლების საკითხი სათანადო დონეზე არ იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა ოფიციალური ცნობა მიიღო, რომ დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა საბჭომ სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა.