საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19807

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა განაცხადა, რომ რევიზორის მოწვევის საქმე გამგეობისთვის უნდა მიენდოთ განსასჯელად.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ განაცხადა, რომ რადგან წიგნის გამოცემის საქმე შესუსტდა და ამხანაგობები არაფერს ბეჭდავდნენ, საჭირო იყო წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი წიგნი გამოეცა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა განაცხადა, რომ რევიზორის მოწვევის ნაცვლად აჯობებდა, მდივანს შეცოტავებოდა საკანცელარიო საქმეები, ანაზღაურება მომატებოდა და მუდმივი რევიზორობაც მას დაჰკისრებოდა. წლის ბოლოს სკოლების სარევიზიოდ გამგეობის ერთ-ერთი წევრი გაჰყვებოდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ განაცხადა, რომ საჭირო იყო საზოგადოებას მიეწვია რევიზორი, რადგან სკოლების მართვა სულ უფრო რთულდებოდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე მდივანმა ალექსანდრე მიქაბერიძემ წაიკითხა სარევიზიო კომისიის მოხსენება საზოგადოების 1899 წლის ანგარიშის შემოწმების შესახებ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 აპრილის გაზეთი „ერთობა“ დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილის მიერ ახალი სასულიერო თხზულების დასრულების შეასახებ წერდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 აპრილის „ერთობაში“ ზემდეგი აბუტაშვილი ახალციხისა და ახალქალაქის გუბერნატორის, გენერალ კვინიტაძის მეუღლეს, მესანგრეთა ასეულის ჯარისკაცებისთვის საჩუქრების გაგზავნის გამო მადლობას უხდიდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 აპრილის „ერთობაში“ მესანგრე ირაკლი ბურჯანაძე ჯარისკაცთა სახელით მადლობას უხდიდა ახალციხის მოქალაქეებს, რომლებიც ტყვეობის დროს სურსათით და თამბაქოთი ეხმარებოდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 აპრილის „ერთობაში“ დაიბეჭდა ნ. ჩხიკვაძის ლექსი „დიდება“.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წლის 13 აპრილს შალვა ჩხეტიამ ხელნაწერების განყოფილების გამგეს შეატყობინა, რომ ახლო მომავალში საზღვარგარეთიდან სამეცნიერო ლიტერატურის გამოწერა იგეგმებოდა და აუცილებელი წიგნებისა და პერიოდიკის სიის შედგენა სთხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 დეკემბერს ერზრუმის მხარის მილიციის საქმისმწარმოებელი პ. ტ. ღლონტი მიმართავს თხოვნით შრომის სამინისტროს, რათა უშუამდგომლოს ერზრუმის მხარის კომისართან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 დეკემბერს სამთავრობო ავტოსადგომის მმართველი გ. გრიგოლია სთხოვს შრომის სამინისტროს გამოყოს „კადილაკის“ ტიპის ავტომანქანა სამინისტროს მძღოლ ალექსი სიმონის ძე თურქიაშვილისთვის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 დეკემბერს ფ. ი. ფრეი მიმართავს განცხადებით შრომის სამინისტროს, რომელიც ეხებოდა ურთიერთობას მასსა და შსს მედიკო-სანიტარულ განყოფილებას შორის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 დეკემბერს საქართველოს შრომის სამინისტრო სთხოვს ახსნა-განმარტებას რკინიგზის გენერალ კარალოვს, მის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაზე, რომლის თანახმადაც კახეთის მშენებარე რკინიგზიდან გაათავისუფლეს სომეხი ეროვნების მუშები.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17ვაპრილის „ერთობაში“ დაიბეჭდა შალვა ჩოჩიას სტატია „სახელმწიფო მმართველობის გამარტივებისათვის“ვ (მთავრობის საყურადღებოდ).

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 აპრილის გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა კომისიის დასკვნა „მუშათა შორის“ (სამხედრო სტამბაში მომუშავე ჯარისკაცების წერილის გამო). კომისიამ სტამბის გამგის, პოლკოვნიკ ჩაპოძის მიმართ ჯარისკაცთა ბრალდებები განიხილა. კომისია შედგა შემდეგი წევრებისგან: პოლკოვნიკი ოქუაშვილი, შრომის სამინისტროს წარმომადგენელი ს. ფანცხავა, ჯარისკაცების წარმომადგენელი ი. ხომერიკი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 აპრილს გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა ექიმ ი. ლომოურის წერილი „საექიმო-სასანიტარო საქმის მდგომარეობა ჩვენში“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 აპრილის „ერთობაში“ შრომის მინისტრის მოადგილის გ. ერაძის პროფესულ კავშირთა ყრილობაზე წაიკითხული მოხსენება დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

მაქსიმე ბერძნიშვილმა შეადგინა სტატისტიკური მონაცემები „ქართული წიგნი 1921-1930 წლებში“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 მარტის „ერთობაში“ ცხინვალში დახოცილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დ. მეჩონგურის ლექსი „მოვალეობის მსხვერპლნი“ (სანდრო გიორგი... ) დაიბეჭდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 თებერვლის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვ. რუხაძის ლექსი „წითელ გვარდიელთა სიმღერა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 თებერვლის „ერთობაში“ დაიბეჭდა მთავარი ინსტრუქტორის, ბ. თავზაიას და მისი მოადგილის,ტიტე მარგველაშვილის მოწოდება ერობის ინსტიტუტის შემოღების შესახებ, რომელსაც უნდა გადაეცეს ძალაუფლება მაზრებსა და სოფლებში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს განათლების სამინისტროს მიმართეს და შესაფერის სამსახურს ითხოვდნენ შემდეგი პირები: მარიამ მიხეილის ასული თვაური, თბილისის საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებული, ვერა გაბრიელის ასული ვასაძე, ლტოლვილი ოზურგეთის მაზრიდან, გრიგოლ ილიას ძე ორჯონიკიძე, თამარ ვასილის ასული ნადირაშვილი, ნინო იაკობის ასული ილინა, შალვა სილოვანის ძე ვადაჭკორია.