რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
მიხეილ გიორგაძე თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს სწერდა, რომ როგორც ქართული ენის მასწავლებელი ყველაზე მეტად განიცდიდა ცხოვრების სიმძმეს, სიტლანქესა და ყოველგვარ უფერულობას, რადგან მხოლოდ ქართული ენის მასწავლებელი იყო მოკლებული ყველა იმ პრივილეგიებსა და უპირატესობებს, რომლებითაც სარგებლობდნენ დანარჩენი მასწავლებლები. ამ ყველაფერს კი ემატებოდა დაცინვა, აბუჩად აგდება, არაფრად ჩაგდება, რომლითაც უმასპინძლდებოდნენ ქართული ენის მასწავლებელს მთავრობა მთელი თავისი შემადგენლობით, მოწაფეთა მშობლების უმრავლესობა და თვით მოწაფეთა მცირე ნაწილიც. ძალზედ ძნელი იყო ქართული ენის მასწავლებლისთვის ამ აუტანელ პირობებსა და სულიერი ტანჯვის პირობებში მუშაობა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის „ერთობაში“ დაბეჭდილ ქუთაისის ევროპული ტანსაცმელების მკერ. პროფკავშირის თავმჯდომარის ავქსენტი შავგულიძის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანებლიძის სამკერვალო ქარხნის მუშამ, გრიგოლ მანდარის ძე შახრიანცმა ქარხნიდან 15 ათასი მან. ღირებულების მუშტართა შეკვეთები და სესხის სახით გამორთმეული ფული გაიტაცა. მოუწოდებს თბილისის მკერავთა კომიტეტს, თუ სადმე გამოჩნდეს, დააპატიმრონ.
1919
ტიპი: ავტორობა
აჰმედ ცალიგოვი იხსენებს ისტორიის მაგალითებს, როცა კავკასიის დიდ იმამთა – ჰამზათის, ყაზი-მოლასა და შამილის ეპოქაში თავისუფლებისათვის მებრძოლ მთიელთა რიგებში ზოგჯერ უცხოელთა რაზმებიც მონაწილეობდნენ და გული სწყდება, რომ დღევანდელ აჯანყებულთა მხარდამხარ არ ჩანან ქართველი და აზერბაიჯანელი ლეგიონერები.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 25 ნოემბერს შედგენილი პირადი საქმის მიხედვით, მღვდელი კონსტანტინე ანთაძე 1904 წლის 20 მაისიდან 1917 წლის 15 ნოემბრამდე ცხრაწყაროს სკოლის გამგე და რჯულის მასწავლებელი იყო. დოკუმენტის ასლის ნამდვილობას ხელმოწერითა და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილ წერილში გიორგი კვაჭაძე, ტროფინე შურღაია, რაჟდენ ფირცხალავა, ვანო წიკლაური, ოქროპირ კალმახელიძე, გაბრიელ მიკირტუმოვი, რომლებიც როსტოვში დააპატიმრეს და 2-2 წელი მაღაროში მუშაობა მიუსაჯეს, იმიტომ რომ, ვაჭრებად ითვლებოდნენ, მადლობას უხდიან ციხიდან განთავისუფლებაში მოსკოვის კომერც. ინსტიტუტის ეკონომიკურ მეცნ. კანდიდატს, ზინოვი ანდრიას ძე სილიკაშვილს. ამასთან მან რამდენიმე ვაგონი და საშვი იშოვა და როსტოვიდან საქართველოში მშვიდობიანად ჩამოიყვანა 160 ადამიანი.
1919
ტიპი: ავტორობა
ალ. ტარკოევის ანალიზის თანახმად, დაღესტნის აჯანყების პირველ ეტაპზე მთიელები ერმანეთის მიყოლებით ათავისუფლებდნენ აულებს, დენიკინი კი სტრატეგიულ სარკინიგზო ხაზებსა და ეკონომიკურად მნიშვნელოვან პუნქტებს იცავდა და ამიტომ მთელ თავისუფალ ძალებს თავს უყრიდა ვლადიკავკაზში, გროზნოსა და პეტროვსკში.
1919
ტიპი: ავტორობა
„ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N5-ში გრძელდება რუბრიკა „მთიელები რუსულ ლიტერატურაში“: ლ. კრემერი ამჯერად ლევ ტოლსტოის „კაზაკებს“ განიხილავს, მასში დახატულ ჩეჩენთა სახეებს „გენიალურ ესკიზებს“ უწოდებს. ავტორის აზრით, თუ პუშკინისა და ლერმონტოვის მთიელები ბაირონისა და ჰიუგოს რომანტიკულ გმირებს მოგვაგონებენ, ლ. ტოლსტოის რეალისტური კალმით გაცოცხლებული კავკასიელები ჩრდილოამერიკელ ინდიელებს უფრო ჰგვანან, ცეცხლითა და მახვილით მოსულ ევროპელ ვარიაგებს (ვიკინგებს) რომ ებრძოდნენ.
1919
ტიპი: ავტორობა
აჰმედ ცალიგოვის გაზეთის მოწინავე მიმართავს ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, რომ დროა საქართველო და აზერბაიჯანი დაპირებებიდან და დიპლომატიური მცდელობებიდან ნამდვილ საქმეზე გადავიდნენ და რეალური დახმარება გაუწიონ თავისუფლებისთვის სასტიკ ბრძოლაში ჩაბმულ ჩრდილოკავკასიელ მოძმეებს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 დეკემბერს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ პედაგოგიური საბჭოს აზრით, სოლომონ ანდღულაძეს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლობა ხელს ვერ შეუშლიდა ქალთა გიმნაზიაში საქმისმწარმოებლად ემსახურა. მას პირველ სასწავლებელში მხოლოდ 15 გაკვეთილი ჰქონდა, შესაბამისად, იქ ნაკლები დრო სჭირდებოდა და ნაკლები ანაზღაურებაც ჰქონდა. მას მატერიალურად ვაჟთა გიმნაზიაში რაც აკლდებოდა, შეეძლო ქალთა გიმნაზიაში აენაზღაურებინა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 დეკემბერს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ გიმნაზიაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არჩევანი შეაჩერა სოლომონ ანდღულაძეზე. ის სამაგალითო საქმისმწარმოებელი და ერთადერთი სასურველი კანდიდატი იყო. მას ხელს არ შეუშლიდა ფორმალური მიზეზი, რომ ერთი და იმავე შტატის მასწავლებელი იყო ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 დეკემბერს დირექტორი ალექსანდრე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ აბესაძე ოზურგეთის ვაჟთა პროგიმნაზიის გამგეს 2 დეკემბრის N 262 ქაღალდის დასამატებლად მთავარგამგის დავალებით ატყობინებენ, რომ პედაგოგიური საბჭოს გაკვეთილების გადანაწილების დროს უნდა ეხელმძღვანელათ სამინისტროს მიერ შემუშავებული ნუსხით, რომლის მიხედვით საქართველოს ისტორიის კურსის გაკვეთილები სხვანაირად იყო განაწილებული.

