საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს განიხილავდნენ ქალაქ თბილისის გამგეობის რწმუნებულის ნაფიცი ვექილის ამირხანოვის საჩივარს თბილისის ოლქის სასამართლოს საადმინისტრაციო განყოფილების 1918 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დავით მახარაძის პივოვაროვის სახლიდან გაძევების შესახებ გამგეობის განკარგულების თანახმად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოების გამგეობამ კრებაზე დაადგინა, რომ თელავის განყოფილების დირექტორ ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძეს გადასცემოდა 25 000 მანეთი, ორი როიალი და საჭირო ნოტები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ანასტასია გიორგის ასულ კერესელიძეს დავალიანება ჰქონდა 3139 მანეთი და 56 კაპიკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს, 18 საათზე, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომა იყო დანიშნული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ბარბარე გიორგის ასულ ბარათაშვილს (ბარათოვს) დავალიანება ჰქონდა 5169 მანეთი და 71 კაპიკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს ქართულ კლუბში კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს თავმჯდომარეობით იმართებოდა მორწმუნეთა კრება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ბიძინა ოთარის ძე ჩოლოყაშვილს დავალიანება ჰქონდა 5169 მანეთი და 71 კაპიკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს აზერბაიჯანის პოლიტიკური მისია – ხელმძღვანელი ზიატხანი, მდივანი ალექპერ სადიხოვი და ორი მოხელე ბაქოდან თეირანში გაემგზავრა გემ „თამარაზე“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნატალია გიორგის ასულ ჩიკვაიძეს დავალიანება ჰქონდა 2119 მანეთი და 60 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილს დავალიანება ჰქონდა 10 368 მანეთი და 1 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ერასტი ზაალის ძე ჩოლოყაევს დავალიანება ჰქონდა 80 842 მანეთი და 45 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში კონა (იაკობ) მირიმანოზის ძე ერისთავსა და ალექსანდრე ივანეს ძე ერისთავს დავალიანება ჰქონდათ 1050 მანეთი და 62 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ელისაბედ ივანეს ასულ, გიორგი სოლომონის ძე, მარიამ და მელანია სოლომონის ასულ რუსიევებსა და ნატალია სოლომონის ასულ სუკაჩევისას დავალიანება ჰქონდათ 2050 მანეთი და 34 კაპიკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საფრანგეთის მისიის უფროსისგან, ე. დე-ნონანკურისგან მიიღო მისალოცი დეპეშა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვარს საფრანგეთის მისიის უფროსმა ე. დე-ნონანკურმა საფრანგეთის მთავრობის დეპეშის პირი გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თბილისში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები – ფატალი ხან-ხოისკი, ალექსანდრე ხატისოვი და ევგენი გეგეჭკორი თათბირზე შეთანხმდნენ, რომ რესპუბლიკათა შორის დავა უნდა გადაწყვეტილიყო არა იარაღით, არამედ შეთანხმებითა და არბიტრაჟით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თბილისში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები – ფატალი ხან-ხოისკი, ალექსანდრე ხატისოვი და ევგენი გეგეჭკორი თათბირზე შეთანხმდნენ, რომ სამივე რესპუბლიკა თავის დამოუკიდებლობას დაიცავდა თავდასხმებისგან და სუვერენული უფლებებისთვის თავდაცვით ბრძოლაში ისინი ერთმანეთს დაეხმარებოდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თბილისში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები – ფატალი ხან-ხოისკი, ალექსანდრე ხატისოვი და ევგენი გეგეჭკორი თათბირზე შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან სამივე რესპუბლიკის ინტერესში იყო მჭიდრო კავშირი, ამიტომ აუცილებელი იყო სამივე მთავრობის დელეგაციის მუდმივი და რეგულარული სესიების მოწყობა წინასწარ დანიშნულ დროს მონაცვლეობით რესპუბლიკათა დედაქალაქებში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძეს დავალიანება ჰქონდა 6641 მანეთი და 9 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მარტიროს, არუთინა, მიხაილ ისაიას ძე შახმურადოვებს, მარიამ ვასილის ასულ, ბარბარე და მარიამ ნიკიტას ასულ შახმურადოვებს, ელისაბედ ნიკიტას ასულ ხეროდინოვისას დავალიანება ჰქონდათ 71089 მანეთი და 86 კაპიკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო იტალიის მისიის უფროსის, გენერალური შტაბის პოლკოვნიკ გაბბას დეპეშა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვარს იტალიის მისიის უფროსი გაბბა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს სწერდა, რომ 10 იანვარს მოკავშირე სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ დაადგინა, ცნონ „დე ფაქტოდ“ საქართველო და აზერბაიჯანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თბილისში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს – ფატალი ხან-ხოისკის, ალექსანდრე ხატისოვსა და ევგენი გეგეჭკორს თათბირი ჰქონდათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ივანეს ძე ტერ-შმოვანოვის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში შეადგენდა 8225 მანეთსა და 21 კაპიკს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნინო იაგორის ასულ ყიფიანს დავალიანება ჰქონდა 12 361 მანეთი და 52 კაპიკი.