საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33133

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 24 მარტს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის ნებართვით თბილისში შესაძლებელი გახდა რუსული დრამატული დასის ჩამოყალიბება.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 29 ნოემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი ბრძანებულება სტავროპოლის გუბერნიის ქალაქ მოზდოკის თერგის ოლქში გადასვლის შესახებ. ამით მოზდოკში მცხოვრები ქართველები და სომხები შეინარჩუნებდნენ უფლებას გაეგზავნათ სამშობლოში ფული, რომელსაც სამხედრო მსახურების დროს იღებდნენ.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 15 მაისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება იმიერ და ამიერ კავკასიაში სასწავლო განყოფილების გახსნის შესახებ.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 11 აგვისტოს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ქალაქ თბილისში საქალაქო სამმართველოს გახსნის შესახებ.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 19 თებერავალს კავკასიაში ჩამოვიდა მისი საიმპერატორო უდიდებულესობა ალექსეი ალექსანდრეს ძე რომანოვი.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წლის 10 ივნისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება დაღესტნის ოლქის შექმნის შესახებ.

1861

ტიპი: ღონისძიება

1861 წლის 22 სექტემბერს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II ფოთში ჩავიდა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 23 აპრილს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ქალაქ თბილისში კავკასიის სასწავლო ასეულის ჩამოყალიბების შესახებ.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 23 აპრილს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ამიერ და იმიერ კავკასიაში ციხეებზე საგანგებო ზრუნვის დაწესების შესახებ.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 2 ივნისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება იმ წლის პირველი სექტემბრიდან ქალაქ თბილისში იუნკერთა სასაწავლებლის გახსნის შესახებ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 10 იანვარს რუსეთის დიდი მთავრისა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მიერ დამტკიცებულ იქნა ელიზავეტპოლის საზოგადოებრივი კრების წესდება.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 8 იანვარს რუსეთის დიდმა მთავარმა, კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა დაამტკიცა თბილისის არტისტული წრის წესდება.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის მარტში კავკასიაში ჩამოვიდა მისი საიმპერატორო უდიდებულესობა, დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვი (უფროსი).

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 14 მარტს მისი საიმპერატორო უდიდებულესობა კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მიერ დამტკიცებულ იქნა ეკატერინოდარის საზოგადოებრივი კრების წესდება.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 5 აპრილს გამოვიდა რუსეთის დიდი მთავრისა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის განკარგულება ქალაქ თბილისში ხელოსანთა საამქროების გახსნის შესახებ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 9 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის განკარგულებით დამტკიცებულ იქნა თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების წესდება.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 17 მაისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცებულ იქნა ბორჯომის, აბასთუმნისა და ურავის მინერალური წყლების მართვის განრიგი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის პირველ ივნისს მისი საიმპერატორო უდიდებულესობის, დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კავკასიის გრენადერთა ბრიგადაში შემავალი საარტილერიო პარკები N 19-20-21 გარდაიქმნა კავკასიის საარტილერიო პარკებად N 1-2-3.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 25 ივლისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცებულ იქნა თბილისის უპოვართა სახლის წესდება.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 27 აგვისტოს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ქალაქ პიატიგორსკში საზოგადოებრივი ბანკის გახსნის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველი მხატვრის, მოსე თოიძის შვილმა, ირაკლი თოიძემ გამოფენაზე ჯილდო მიიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველი მხატვარი მოსე თოიძე და მისი ოჯახი (მეუღლე ალექსადრა თოიძე და შვილი ირაკლი თოიძე) ხელმოკლედ ცხოვრობდნენ.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წლის 21 მაისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცდა წესები გურიისა და იმერეთის თავადებისა და მათი აზნაურების უფლებების შესახებ.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წლის 5 აპრილს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცდა კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წესდება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში პელაგია ნიკოლოზის ასულ ფაღავას გადასახდელი ჰქონდა 4186 მანეთი და 88 კაპიკი.