საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19584

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა ვ. რცხილაძის სტატია ვაზის გასხვლის შესახებ.

1919

ტიპი: ავტორობა

ევგენი ჟარკოვსკის თერგის მხარის სამხედრო-რევოლუციური საბჭოების ხელმძღვანელთა დანაშაულებრივი ქმედებების მიზეზად მიაჩნდა: საკუთარი ძალების გადაჭარბებული შეფასება, გრანდიოზული თავდასხმების დაგეგმვა ინგუშეთზე, ვედენოზე – მთიელთა შარიათის ჯარის რეზიდენციაზე და მოლაპარაკებების გამართვა ჩეჩნეთის დიქტატორთან – აჰმედ-ხან პირველად წოდებულ მუტუშევთან.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთში „ვოლნი გორეცი“ ევგენი ჟარკოვსკი გაზეთის წინა ნომერში დაწყებულ თემას აგრძელებდა – აანალიზებდა თერგის ოლქში მუშათა მოძრაობის დამარცხების მიზეზებს. ჟურნალისტის თქმით, მოხდა რევოლუციის მტრების გასახარი საქმე: გზა გაეხსნა დენიკინის ელვისებურ წინსვლას ამ მხარეში, დონზე კი ატამანი კალედინი ბატონობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 მარტის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ გამოქვეყნდა ივანე ანდრონიკაშვილის სტატია ფინანსთა სამინისტროს კანონპროექტის შესახებ, რომელიც სააქციზო გადასახადების შეცვლას გულისხმობდა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 19 თებერვალს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა ახალნამშობიარები მეუღლის მდგომარეობის შესახებ, ასევე თავის შთაბეჭდილებებს, როდესაც პირველად ნახა თავისი შვილი, გოგი შარაშიძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 სექტემბერს კავკასიელ მთიელთა სამოკავშირეო მეჯლისისგან ნოტის მიღების ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ჯეიმს რეი წერილობით ადასტურებდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით დები: ოლღა ნიკოლოზის ასული ღოღაძე, ეკატერინე ნიკოლოზის ასული გაბილაშვილი, სიძეები: ალექსანდრე ღოღაძე და ფილიპე გაბილაშვილი აუწყებენ ნათესავებს, რომ გარდაიცვალა სილოვან ნიკოლოზის ძე ერქომაიშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ინსტრუქტორ ალექსანდრე მოსეს ძე ჟღენტის წერილი შინა მრეწველობის განყოფილების მუშაობის შესახებ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ბათუმელი თეოფანე ესეს ძე ჩოხვაძის „მოწოდება ქართველ მქსოველთა მიმართ“ ამხანაგობის შექმნისა და საქსოვი ფაბრიკის დაარსების შესახებ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა გ. ქუჩიშვილის ლექსი „არწივი“ (რაფიელ ჩიხლაძეს).

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა დ. მეჩონგურის ლექსი „სახალხო ტრიბუნი“ (რ. ჩიხლაძის ხსოვნას).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა თომა ჩიქვანაიას თხოვნა რუსეთიდან დაბრუნებული პირებისადმი, იმის შესახებ, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ინფორმაცია ქ. ოდესაში მყოფი ოფიცრის, ევსევი ჩიქვანაიას შესახებ, ეცნობებინათ მისამართზე: რუსთაველის ქუჩა N5.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, ქართველ პოეტს, ნინო ორბელიანს საკუთარი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნდა და ოლღა გუბელაძესთან ცხოვრობდა. საჭირო იყო, მწერალთა საზოგადოებას მის მიმართ მეტი ყურადღება გამოეჩინა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობას თბილისის სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქალაქის სანიტარული მმართველობისთვის 48 მილ. მანეთის სესხის მიეცემის წინადადებით მიმართა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა დამფუძნებელი კრების საპროპაგანდო კომისიას წარუდგინა მოხსენება სპეციალური წიგნის – „საქართველოს ბოტანიკური ბაღები და მცენარეულობის მოყვანის“ გამოცემის შესახებ.

1919

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ 1919 წლის 30 დეკემბერს ქ. თბილისში ქეთო გრიგოლის ასული ნიჟარაძისას გარდაცვალებას იუწყება ოჯახი: მეუღლე გელვესი ნიჟარაძე, დედა ივდორა, დები: თამარა, ელენე და ძმა საშა კვიტაშვილები, და მარგარიტა და სიძე ბესარიონ თაყაიშვილები, და მარო და სიძე კალენიკე საყვარელიძეები, მამამთილი ერმალოზ, დედამთილი ქაქალა, რძალი ქსენია, მაზლი თეიმურაზი, მულები: ზინა და ფაცაცია ნიჟარაძეები, მული მაშო და სიძე მიხაკო საყვარელიძეები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1 მარტის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილის სტატია ვაზის მოვლა-პატრონობის შესახებ.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 6 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ გერმანიაში არსებული ქართული წრეები ერნსტ ლევინისგან ფულის მიღების მოლოდინში ძალიან აქტიურობდნენ. ლევინი ამერიკელების სახელით მოქმედებდა.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 6 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ დემეტრაშვილისა და გრიგოლ ალშიაბიას საქმის განხილვა 19 მაისისთვის გადაიდო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 იანვარს, პარასკევს „მსახიობის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში მუშათა ცენტრალურ კლუბში დაიდგმებოდა იოსებ გედევანიშვილის პიესა „გამცემი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სკანდინავიიდან დაბრუნებული საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი არისტო ჭუმბაძე დეპეშათა სააგენტოს წარმომადგენელს ესაუბრა სკანდინავიის ქვეყნების საქართველოსთან დამოკიდებულებისა და იმ ქართველი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 აპრილს ნოე ხომერიკმა ევგენი გეგეჭკორს მისწერა რევკომის მიერ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. ის წერილს თან ურთავს ხელშეკრულების ტექსტს და რაიკომის დადგენილებას მისი გაუქმების შესახებ. ასევე ატყობინებს, თუ რა მოხდა გემზე, რომელიც 30 მარტს იტალიიდან საქართველოსკენ წამოვიდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს ოკუპაციის შემდეგ ნოე ხომერიკი თავის მოხსენებაში აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ერის კონფედერაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერს ისეთი ძლიერი სახელმწიფო როგორიც დიდი ბრიტანეთია. მათ შორის დაიდება ხელშეკრულება, რომლის პუნქტებსაც სავაჭრო გზის, კავკასიის ბუნებრივი სიმდრიდრის დამუშავების, რკინიგზის განახლების შესახებ და ა. შ. ორივე სახელმწიფო პირნათლად შეასრულებს. აქვე მოიხსენიებს რუსეთსაც, როგორც დამპყრობელს და მასთან ამგვარი სახის ურთიერთობას კატეგორიულად გამორიცხავს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 26 აპრილს პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი პროფესორ შროდერს სთხოვენ, გადასცეს გერმანიის მთავრობას მათ მიერ გაგზავნილი წერილი ამიერკავკასიის რესპუბლიკის მშვიდობიანი განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელ მარტის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ მიხეილ შალამბერიძე მეღვინეებს მოუწოდებს, ევროპელებისთვის მოსაწონი ღვინო დააყენონ და რჩევა-დარიგებებს იძლევა ამასთან დაკავშირებით.