საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32741

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 29 დეკემბერს მარტყოფში მცხოვრებ ამირან ჩიტრეკაშვილს 10 ურემი თივა დაუწვეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ტატიშვილმა დაიწყო ახალი წიგნის დაბეჭდვა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ხელ-ჩართული, ყვავილიანი და გვირგვინიანი ასოები, ძველებური ასოები, სხვადასხვაგვარი არშიები და შოთა რუსთაველის სურათი ბალიშებზე დასაკრავი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ აღნიაშვილისა და ლოტბარ იოსებ რატილის აზრით, ხოროში ერთ მომღერალს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, რის გამოც აღნიაშვილმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაში დახმარებოდა მას.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 7 თებერვალს თბილისის სამეურნეო საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ოცდაათი თუმნიდან, რომელიც ბაღოსნობის სკოლის ხარჯს გადარჩა 20 თუმანი მიეცათ მასწავლებელ ჯაფარიძესთვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვალს გორში წარმოადგინეს ალექსანდრე ცაგარლის სამმოქმედებიანი კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და აკაკის ვოდევილი „ბუტიაობა“.

1887

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1887 წლის 6 ივლისიდან ქუთაისის მომრიგებელ სასამართლოში წარმოებდა საქმე სოლომონ ღულაძის გაქურდვის თაობაზე. ეჭვმიტანილი იყო მისივე მოსამსახურე 11 წლის ნესტორ პავლეს ძე გვახარია.

1887

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1887 წლის 6 ივლისს სოლომონ ღულაძეს მისივე მოსამსახურე 11 წლის ნესტორ პავლეს ძე გვახარიამ ვერცხლის კოვზები მოპარა, რომლის მაგივრად შეცდომით პოლიციამ ფოთში მცხოვრები 32 წლის ნესტორ პავლეს ძე გვახარია დააპატიმრა. მოსამართლემ ის გაამართლა და გაათავისუფლა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარქოს პალადის მიხეილ საბინინმა გაუგზავნა თანხა და სთხოვა დაეარსებინათ სასწავლებელი წმინდა ნინოს მონასტერთან, ქიზიყში.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 6 ივლისს სოლომონ ღულაძეს მოსამსახურემ, 11 წლის ნესტორ პავლეს ძე გვახარიამ, ვერცხლის კოვზები მოჰპარა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გენერალ-ლეიტენანტის ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკის განცხადებით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრება გაიმართებოდა 20 მაისს.

1887

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა სოსიკო მახარაშვილის თხოვნას, რომ გაეთავისუფლებინათ სახლის აღწერის გადასახადისგან.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფრენკელის სტამბაში დაიბეჭდებოდა სოლომონ მესტიაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „ბუნების მოვლენანი“, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა წერილები ბუნებისმეტყველების შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მამულების მოიჯარე ყ. მაჭავარიანსა და სოფელ ბრილში მცხოვრებთა შორის ქონების აღწერის დროს დაპირისპირა მოხდა, რის გამოც საქმე განსახილველად თბილისის პროკურატურას გადაეცა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ხაშურში ივანე აკოფოვს ქვითკირის დუქნის კედელი გამოუნგრიეს და წვრილმანი ნივთები მოჰპარეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სურამში არშაკ ლოტუევს შუა ბაზარში გაუტეხეს დუქანი და გაზიდეს ფარჩა, ფული და თამასუქი 70 მანეთისა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა ვაშაკიძისა და პანეროვსკის განცხადებას, რომ უკანონოდ გადაახდევინეს სახლის გადასახადი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა 1200 მანეთი გამოყო ცდებისათვის, რომელიც აბრეშუმის ჭიის ახალი სახეობების გამოზრდას ისახავდა მიზნად.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებისთვის საზოგადოების მდივან ნიკოლოზ პროკოფის ძე სიტოვსკის წარუდგენია ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას უფასოდ დაურიგებია სასოფლო-სამეურნეო თესლები 300 მანეთის თანხაზე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებისთვის საზოგადოების მდივან ნიკოლოზ პროკოფის ძე სიტოვსკის წარუდგენია ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების კანცელარიაში მისული 1811 პირს გაუწიეს კონსულტაცია სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ გაზეთის „Пахарь“ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა აგრონომი გეევსკი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვისგან გამოითხოვდა ნებართვას გამოფენების ჩასატარებლად.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენებზე საუკეთესოდ აღიარებული ნივთების მწარმოებლებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით აჯილდოვებდა კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებამ გადაწყვიტა ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაის თბილისთან განლაგებულ მამულში სასწავლო დაწესებულების განთავსება და ამ საკითხთან დაკავშირებით მოელაპარაკა მამულის არენდატორ გუსტავ ივანეს ძე ფივეგს.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების მიერ გუსტავ ივანეს ძე ფივეგთან გაფორმებული მოლაპარაკების თანახმად, ფივეგს ათი წლის განმავლობაში უნდა ესწავლებინა ადგილობრივი ახალგაზრდობისთვის სოფლის მეურნეობის სხვდასხვა დარგი.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების მიერ გუსტავ ივანეს ძე ფივეგთან გაფორმებული მოლაპარაკების თანახმად, ფივეგი ვალდებული იყო ათი წლის განმავლობაში მიეყიდა ან უსასყიდლოდ გადაეცა საზოგადოებისათვის ხეხილისა და ყურძნის ჯიშები, ასევე კენკრის ბუჩქები.