საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33133

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში აგრაფინა ბეკოს ასულ მაჭავარიანს გადასახდელი ჰქონდა 2157 მანეთი და 57 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში კონსტანტინე ბებეს ძე აგიაშვილს გადასახდელი ჰქონდა 2195 მანეთი და 75 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ასლან ვახტანგის ძე წულუკიძეს გადასახდელი ჰქონდა 2658 მანეთი და 37 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში კონსტანტინე ივანეს ძე გოშაძეს გადასახდელი ჰქონდა 643 მანეთი და 57 კაპიკი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით დამტკიცებულ იქნა კავკასიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების წესდება.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს რუსეთის იმპერატრიცა მარია ალექსანდრეს ასულის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა კავკასიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოება.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვმა თბილისის გუბერნატორ კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკის დაავალა გუბერნიაში დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების ადგილობრივი გამგეობის გახსნა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 11 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი ბრძანებულებით დაფუძნდა სანქტ-პეტერბურგის ფულადი კაპიტალის, შემოსავლებისა და ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოება, რომლის ფილიალი თბილისშიც გაიხსნა.

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წლის 27 თებერვალს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის განკარგულებით დამტკიცებულ იქნა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების წესდება.

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვს უშუამდგომლია რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე II-ის წინაშე კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების დაარსების თაობაზე.

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წლის 27 თებერვალს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის განკარგულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას სახელმწიფო ხაზინიდან უნდა მიეღო 3000 მანეთი ხარჯებისათვის.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი აქტიურად მონაწილეობდა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების საქმიანობაში.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წელს კავკასიის მეფისნაცვალ ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკის ბრძანებულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების წესდებაში დამატებები შეუტანიათ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკი ზრუნავდა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების კეთილმოწყობაზე.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით დამტკიცებულ იქნა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ახალი წესდება.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას სახელმწიფო ხაზინიდან შემოსული ყოველწლიური თანხა გაეზარდა 6000 მანეთამდე.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას მიენიჭა უფლებამოსილება, გაეცა მედლები სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში გაწეული შრომისათვის.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება მისი საიმპერატორო უდიდებულესობა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ თბილისის გუბერნატორ კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკის დიდი მონაწილეობა მიუღია გუბერნიაში დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების ფილიალის გახსნის საქმეში.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნატორმა კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკიმ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის გახსნა გამოაცხადა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გუბერნატორ კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკის თავმჯდომარეობით გაიმართა დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 26 მარტს ქალაქ თბილისში თბილისის გუბერნატორ კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკის თავმჯდომარეობით გაიმართა დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების წევრ-დამფუძნებელთა პირველი სხდომა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკიმ დამსწრეთ შესთავაზა ადგილობრივი გამგეობის წევრთა არჩევა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი პირადად თავისი სახსრებიდან აფინანსებდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებული პანსიონის ერთ აღსაზრდელს.

1868

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებული პანსიონის 15 აღსაზრდელისათვის გამოუყვია 160-160 მანეთი წელიწადში.