საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19729

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილი სამხედრო მინისტრის გრ. ლორთქიფანიძის ბრძანებაში რესპუბლიკის ჯარებისადმი ნათქვამი იყო: 28 ივლისს სანაპიროს ოთხ ჯარისკაცს ზემდეგ მამულიშვილის მეთაურობით შეუნიშნავთ, რომ შეიარაღებული შიხლელი თათრები საზღვარგარეთ მიერეკებოდნენ საქონელს და ჯარისკაცებისთვის სროლა აუტეხავთ. ერთი მოუკლავთ, ერთი დაუჭერიათ და საქონელი წაურთმევიათ. მინისტრი მოვალეობის შესრულებისთვის აჯილდოებს ზემდეგ მამულიშვილს 1000 მანეთით, ხოლო ჯარისკაცებს – 500-500 მან-ით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა ბაქოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაიას შეტყობინება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ: ევგენი დარისპანის ძე ანთელავა გარდაიცვალა ჭლექით, დავით და სოლომონ ჩიჯავაძეები არ დაუპატიმრებიათ და საქართველოში წამოსასვლელად ემზადებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილია ბაქოში საქართველოს დიპლ. წარმომადგენლის გრიგოლ ალშიბაიას შეტყობინება, რომ მისი მოთხოვნით გაათავისუფლეს საქართველოს მოქალაქეები: ალექსანდრე ტუსკია, ნესტორ დუმბაძე, ივანე პროკაშვილი, პეტრე ცოვიანოვი, ყურულაშვილი, კობრავა, მიქავა, ძიძიგური, ელიავა, დანელია, შკიპერი, კოხრეიძე, პოლკოვნიკი ხორანოვი, ვაჩნაძე, ექიმი იაშვილი; ჰპირდებიან ოფიცრების – ავალიანის, ბაბულაიშვილი, დვალის გათავისუფლებას.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 7 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ 15 აგვისტოს მიუნხენში იქნებოდა და ურჩია, ამერიკულ კომიტეტში მოეძებნა სამსახური , რადგან თვითონაც იქ სურდა მუშაობის დაწყება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილია ბაქოში საქართველოს დიპლ. წარმომადგენლის, გრიგოლ ალშიბაიას შეტყობინება, რომ მისი მოთხოვნით გაათავისუფლეს საქართველოს 37 (56-დან) მოქალაქე: მარია ტარასოვა, მარია ლომიძე, ნიკოლოზ ხმალაძე, ვასილ კვინიკაძე, ვასილ მოსაშვილი, ალექსანდრე ლეჟავა, ალექსანდრე კერვალიძე, ალექსი მაღნარაძე, სულტან ინაგამოვი, ისიდორე ჩალაძე, ნიკოლოზ კიკაშვილი, მოსე ჩხეიძე და სხვ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილია ბაქოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის, ალშიბაიას შეტყობინება, რომ მისი მოთხოვნით გაათავისუფლეს საქართველოს მოქალაქები: მიხეილ ფარცხალაძე, დავით დიდებულიძე, სიმონ მეძმარიაშვილი, არჩილ ჩახუნაშვილი, ლევან ვაჩეიშვილი, გალაქტიონ შიშინაშვილი, ალექსანდრე ფურცხვანიძე, იასონ ფერაძე, ვლადიმერ ზლობინი, თამარ ჩხარატაშვილი და სხვ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულ განცხადებას სამხედრო სკოლაში მიღების შესახებ ხელს აწერენ სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობის დროებითი შემსრულებელი პოლკოვნიკი ჩხეიძე და სკოლის ადიუტანტი, კაპიტანი გელაშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნდა ევგენი ჟარკოვსკის სტატია გროზნოში გამეფებული ანარქიის შესახებ.

1919

ტიპი: ავტორობა

ევგენი ჟარკოვსკის სტატიაში, რომელსაც „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1 აქვეყნებს, გამორჩეული ადგილი ეთმობა გროზნოს პროლეტარიატის შეცდომებსა და მათ საბედისწერო შედეგებს, სახელდობრ: რევოლუციის დასაწყისში კავკასიელ მთიელებსა და ჯარისკაცებს შორის არსებული კეთილგანწყობა ძირფესვიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც კავკასიის ფრონტიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ჩეჩნებს (გროზნოში) და ინგუშებს (ვლადიკავკაზში) ჟლეტა მოუწყვეს. ვიდრე გროზნოში ჩეჩენთა სახალხო საბჭოს სათავეში ბატონი მუტუშევი ედგა, ეს არასოციალისტი, მაგრამ ლიბერალი ადამიანი ახერხებდა ნებისმიერი არეულობის მშვიდობიანად მოგვარებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ არენაზე ბატონი ყურუმოვი გამოჩნდა, დაპირისპირება გამწვავდა და ანარქიად გადაიქცა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 29 დაიბეჭდა ექიმ მ. ი. პაკროვსკაიას სტატია „ჯანსაღი ჩვეულების განვითარება“, რომელშიც ავტორი ამბობს, რომ მოზარდი თაობის ფიზიკური აღზრდის საკითხი აინტერესებდათ გამოჩენილ ადამიანებს და მაგალითად მოჰყავს რუსოს „ემილის აღზრდა“. გუიოს აზრით, აღზრდის მიზანი უნდა იყოს ბავშვში ადამიანური თვისებების განვითარება. მისთვის აღზრდაში უმთავრესია ასევე ჩვეულება, რომელიც ცხოვრების წესის საძირკველია.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N23 დაიბეჭდა ეკატერინე ბრეშკო-ბრეშკოვსკაიას ბიოგრაფია, ნაწილი III.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის 26 იანვარს გოგი ქარცივაძემ გიგო და ნინო შარაშიძეებს მისწერა, რომ მათ მეზობლებს – ნოშრევან ჯორჯაძესა და ვინმე იოსავას – ოთახის წართმევას უპირებდნენ და საქმე სასამართლოში განიხილებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა დ. თურდოსპირელის წერილი „ძველი ქვეყნის ნანგრევებზე“.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 17 იანვარს აკაკი ჩხენკელმა წერილი გაუგზავნა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალურ სამდივნოს. მან მადლიერება გამოთქვა 26 იანვარს სადილზე მიპატიჟებისთვის და აცნობა მათ, რომ წვეულებას ვერ დაესწრებოდა მისი მეუღლე მაკრინე ჩხენკელი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N19 დაიბეჭდა ეკატერინე ბრეშკო-ბრეშკოვსკაიას ბიოგრაფია, ნაწილი I.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N20 დაიბეჭდა ეკატერინე ბრეშკო-ბრეშკოვსკაიას ბიოგრაფია, ნაწილი II.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, თბილისში დაბრუნებულმა ბადიაურის უბნის პურის მომარაგების საქმის რწმუნებულმა ნ. ვ. ხოჭოლავამ განაცხადა, რომ ბადიაურში 50 000 ფუთი (ფუთი უდრის 16,38 კგ-ს) პურის დამზადება შეიძლებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ივლისის „ერთობაში“ ი. მაღლაკელიძე შორაპნის სამაზრო კომიტეტის დავალებით აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომელთაც ფრონტისთვის შემოწირულობები გაიღეს: ა. შალამბერიძე, ე. სალარიძე, მ. სიხარულიძე, ს. მამალაძე, ძმები ნიორაძეები, გაჩეჩილაძე, ზ. კოვზირიძე, ვ. წაქაძე, ი. ჩუბინიძე, ზ. ყუფარაძე, დ. მახარაძე, პ. ებანოიძე, ძმები შალამბერიძეები, მ. გაჩეჩილაძე,თ. ბურჯანაძე, ო. ჩოგავაძე, ვ. ჩოგავაძე, ო. მანაგაძე, ვლ. მაღლაკელიძე, ყ. ებანოიძე, ვ. კობახიძე, ე. აქსამდროპულო, პ. ხარაზოვი, მ. დანელია, ჭულუხაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლიდან აკაკი ჩხენკელი აქტიურად მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შექმნაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ საშუალებით იტალიელ აქციონერთა საზოგადოება N60-ის სახელით კლიენტებს ახალ წელს ულოცავს მისი ადმინისტრატორ-დელეგატი გ. ზ. ოჰანეზოვი.

1920

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 1-ელი ივნისის „ერთობაში“ დაიბეჭდა თ. გარტმანის წერილი ქართველ მხატვართა გამოფენის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ: ალექსანდრე მრევლიშვილი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, შალვა ქიქოძე, ვასილ ჯორჯაძე, ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, იაკობ ნიკოლაძე და სხვ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 20 დაიბეჭდა ექიმი მ. ი. პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (როგორ უნდა ვებრძოლოთ პროსტიტუციას!), რომელშიც განხილულია პროსტიტუციის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის მეთოდები.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N19 გამოქვეყნებულ ექიმ პაკროვსკაიას პუბლიკაციას „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“, სადაც დასასრულს საუბარია თავისუფალ სასიყვარულო ურთიერთობაზე, ახლავს რედაქციის შემდეგი შენიშვნა: „ასეთი კავშირის მგალობლებია „ცისფერი ყანწების“ მგოსნები, რომელნიც ამ დიდი რევოლუციის ქარტეხილში ჩვენს დაბა-ქალაქებში პარადებს მართავენ და რომელთა ქება-დიდებას „ფრანც მოორი“ – იდეური თანამოაზრე „ჩვენი ქვეყნის“ ფაქტიური რედაქტორისა, ამავე გაზეთში გაჰყვირის. მე ვამბობ, თანამოაზრე, რადგან ბ. რედაქტორი მხოლოდ თანამოაზრეთ უბეჭდავს ფსევდონიმით წერილებს. საინტერესოა, კიდევ რამდენი არიან „ცისფერი ყანწელების“ მადიდებელნი „ნ. [.]-ბში, რომ იმედი ვიქონიოთ მათ მიერ საქართველოს აღდგენა-განახლებაში“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში "ხმა ქართველი ქალისა" N19 ექიმი მ. ი. პაკროვსკაია თავის პუბლიკაციაში „საზოგადო ტემპერამეტის მსხვერპლზე“ წერს, რომ პროსტიტუციასთან ბრძოლაში ერთადერთი გამოსავალია მამაკაცთა თავშეკავება.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 19 დაიბეჭდა ექიმი მ. ი. პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (რა ზომები უნდა მივიღოთ პროსტიტუციასთან საბრძოლველად), რომელშიც განხილულია პროსტიტუციის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის მეთოდები.