საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19422

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა წერილი „გიორგი ზდანოვიჩის ხსოვნას“, რომელიც ცნობილი საზოგადო მოღვაწის, სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრის, გიორგი ზდანოვიჩის გარდაცვალებას ეძღვნებოდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას განიხილავდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 18 კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ამხანაგების საყურადღებოდ“, რომელშიც ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას განიხილავს.

1920

ტიპი: ავტორობა

1919-20 სასწავლო წელს სოხუმის საოსტატო სემინარიის სანიმუშო დაწყებითი სასწავლებელი დაამთავრა 23 მოსწავლემ, ხოლო 11 მოსწავლეს დანიშნული ჰქონდა გამოცდები და აუცილებელი სამუშაოები.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს სწავლობდა სულ 54 მოსწავლე ქალი: 1-ლ განყოფილებაში – 7, მე-2 განყოფილებაში – 16, მე-3 განყოფილებაში – 11, მე-4 განყოფილებაში – 20.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელში სწავლობდა სულ 28 მოსწავლე ვაჟი: 1-ლ განყოფილებაში – 8, მე-2 განყოფილებაში – 2, მე-3 განყოფილებაში – 4, მე-4 განყოფილებაში – 14.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს სწავლობდა სულ 82 მოსწავლე: 1-ლ განყოფილებაში – 15, მე-2 განყოფილებაში – 18, მე-3 განყოფილებაში – 15, მე-4 განყოფილებაში – 34.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს სწავლობდა 1 უკრაინელი მოსწავლე მე-3 განყოფილებაში.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს სწავლობდა 3 ებრაელი მოსწავლე: მე-2 განყოფილებაში – 1, მე-4 განყოფილებაში – 2.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს სწავლობდა 3 გერმანელი მოსწავლე: მე-2 განყოფილებაში – 1, მე-4 განყოფილებაში – 2.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს სწავლობდა 6 აფხაზი მოსწავლე: 1-ლ განყოფილებაში – 1, მე-2 განყოფილებაში – 2, მე-3 განყოფილებაში – 2, მე-4 განყოფილებაში – 1.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს სწავლობდა 11 სომეხი მოსწავლე: 1-ლ განყოფილებაში – 1, მე-2 განყოფილებაში – 2, მე-3 განყოფილებაში – 4, მე-4 განყოფილებაში – 4.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს სწავლობდა სულ 14 მეგრელი მოსწავლე: 1-ლ განყოფილებაში – 5, მე-2 განყოფილებაში – 2, მე-3 განყოფილებაში – 5, მე-4 განყოფილებაში – 2.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს სწავლობდა სულ 17 ქართველი მოსწავლე: 1-ელ განყოფილებაში – 1, მე-2 განყოფილებაში – 5, მე-3 განყოფილებაში – 2, მე-4 განყოფილებაში – 9.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს მოსწავლეთა ეროვნული შემადგენლობა მე-4 კლასში იყო: ქართველი – 4, აფხაზი – 5, რუსი – 1.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს მოსწავლეთა ეროვნული შემადგენლობა მე-3 კლასში იყო: ქართველი – 7, აფხაზი – 8, რუსი – 1.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს მოსწავლეთა ეროვნული შემადგენლობა მე-2 კლასში იყო: ქართველი – 8, აფხაზი – 3, რუსი – 2.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს მოსწავლეთათ ეროვნული შემადგენლობა 1-ელ კლასში იყო: ქართველი – 16, აფხაზი – 4, რუსი – 6.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს მოსწავლეთა ეროვნული შემადგენლობა მაღალ მოსამზადებელ კლასში იყო: ქართველი – 17, აფხაზი – 10, რუსი – 4.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს მოსწავლეთა ეროვნული შემადგენლობა დაბალ მოსამზადებელ კლასში იყო: ქართველი – 17, აფხაზი – 13, რუსი – 1.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის საოსტატო სემინარიაში 1919-20 სასწავლო წელს მოსწავლეთა ეროვნული შემადგენლობის მიხედვით შემდეგი მდგომარეობა იყო: ქართველი – 69; აფხაზი – 43; რუსი – 15; სულ – 127 მოსწავლე.

1919

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველ გიმნაზიაში 1919-1920 სასწავლო წელს მოქმედებდა შემდეგი გაკვეთლებისა და დასვენებების ცხრილი: 1. გაკვეთილი – 8:30 – 9:10; დასვენება – 9:10 – 9:20; 2. გაკვეთილი – 9:20 – 10:00; დასვენება – 10:00 – 10:10; 3. გაკვეთლი – 10:10 – 10:50; დასვენება – 10:50 – 11:15; 4. გაკვეთილი – 11:15 – 11:55; დასვენება – 11:55 – 12:15; 5. გაკვეთილი – 12:15 – 12:55; დასვენება – 12:55 – 1:5; 6. გაკვეთილი – 1:5 – 1:45; დასვენება – 1:45 – 1:55; 7. გაკვეთილი – 1:55 – 2:35.