რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აცნობა, რომ 1919 წლის დეკემბერში დაიჭრნენ ყაჩაღები: ვარლამ და მელიტონ თოდრიები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ წმინდა ნინოს დედათა სასწავლებლის ზედამხედველმა ნიკიფოროვისამ, რომელიც 18 წლის განმავლობაში დიდი პასუხისმგებლობითა და წარმატებით ასრულებდა თავის მოვალეობას, დატოვა ზედამხედველის პოზიცია.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოხუმის ეპარქიაში სამრევლო სკოლების საქმე გაუმჯობესდა მ. ხარლამპისა და იოსებ ბერძენოვის წყალობით. გაიხსნა 5 სამრევლო სკოლა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ახალი წლის ღამეს კოპალაძეს გაუტეხეს სამზარეულო და საკუჭნაო, საიდანაც წაიღეს ყველაფერი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 20 იანვრიდან ექიმი მ. ა. ისაკოვისა სამეურნეო საზოგადოების დარბაზში წაიკითხავდა ფიზიოლოგიის ლექციებს თბილისის მასწავლებელ ქალთა საურთიერთო დამხმარე საზოგადოების წევრთათვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის საბჭოს გადაწყვეტილებით ლორის-მელიქოვის სახელზე სტიპენდიისთვის შეტანილი 14 000 მანეთი პეტერბურგის უნივერსიტეტიდან უნდა გადმოეტანათ თბილისში და გაენაწილებინათ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საბჭოს აზრით იმსახურებდნენ დახმარებას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვასილ აბაშიძის შესრულებამ დრამაში „ორ ცეცხლ-შუა“ დიდად არ აღაფრთოვანა მაყურებელი, რადგან მას არ ჰქონდა შესაფერისი როლი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვასილ აბაშიძემ, მარიამ საფაროვ-აბაშიძისამ, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა და კ. მაქსიმიძემ შესანიშნავად შეასრულეს თავიანთი როლები ოპერეტაში „რაინდი უშიშარი და გულმართალი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოანე ონანოვმა თბილისის სომხურ სემინარიას შესწირა 5000 მანეთი, რათა ამ ფულით აღეზარდათ ორი სტიპენდიატი ალამდარიანის სახელზე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ შიო მღვიმის მონასტრის გამგებლობასთან ერთად იოანე ზედაზნელის სახელობის მონასტრის ზედამხედველობა დაავალა ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეს, რომელმაც 10 იანვარს ჩაიბარა მონასტერი და ანდერძი ანუ აღსარება წაიკითხა მუხლმოდრეკით წმინდანთა ნაწილებთან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვრის გაზეთი „საქართველო“ სტამბულში არსებული სომხურ გაზეთ „ჟოღვორდ ძაინის“ პარიზის კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ კლემანსოს და სომხეთის წარმომადგენელ პოღოს ნუბარის დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად, 1919 წლის 22 დეკემბერს შეერთებული სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ზოგიერთი შესწორებით. საფრანგეთი მიიღებდა მანდატს სომხეთზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო ფულის მითვისებაში ბრალდებულ დავით შენგელაიას ფული 142 000 მანეთის ოდენობით სასამართლომ დაატუსაღა რესპუბლიკის ხაზინაში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს, 11 საათზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინიციატივით მამა დავითის ეკლესიაში გაიმართა პანაშვიდი ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და დიმიტრი ყიფიანის ხსოვნის აღსანიშნავად. წირავდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფირმა „კოსმოსის“ მთავარმა რწმუნებულმა გ. გ. ბერიძემ „კოსმოსის“ გამგეობიდან მიიღო დეპეშა, რომ ფირმას დამზადებული ჰქონდა 4 000 ტონა (250 000 ფუთი) პური საქართველოსთვის, რომელიც იანვარში გამოიგზავნებოდა სამხრეთ ამერიკიდან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძე შეხვდა საბერძნეთის კონსულის მოადგილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ მაჩაბელი ავად გახდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვრის გაზეთი „საქართველო“ ირკუტსკიდან მიღებული ცნობების საფუძველზე იუწყება, რომ პოლკოვნიკმა პეპელიაევმა კოლჩაკი დააპატიმრა და საქმეების გადაბარება უბრძანა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლის საიუბილეო „დილას“ ხელმძღვანელობდა ელო ანდრონიკაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს 15 000 მანეთის ოდენობით აღმოეჩინა დახმარება მელიტონ ყენიასთვის ანარქიული გამოსვლებისას დაღუპული მამის გამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო ფულის მითვისებაში ბრალდებული შალვა მაღლაკელიძის სახლს და მამულს სასამართლომ ყადაღა დაადო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საქართველოს ეგზარქოსი პალადი წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვას წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებლის ეკლესიაში აღავლენდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, სიონის ტაძარში აღევლინა წირვა, რომელსაც ბევრი ხალხი დაესწრო. წირვაზე პეტრე კარბელაშვილმა საგალობელი შეასრულა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 30 იანვარს თბილისის „სობრანიის“ დარბაზში მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საზოგადოება გამართავდა კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ბ. ბ. მუსინა-პუშკინა და პიოტრ კოლჩინი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში გაზეთ საქართველოს მომარაგების მინისტრ გიორგი პავლეს ძე ერაძესა და ფირმა „კოსმოსის“ მთავარ რწმუნებულ გ. გ. ბერიძეს შორის დაიდო შეთანხმება სამხრეთ ამერიკიდან ფირმა „კოსმოსის“ მიერ საქართველოსთვის 4 000 ტონა პურის გამოგზავნის თაობაზე.

