საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგებლობით კახეთში გაიხსნებოდა ახალი სკოლა, რომელსაც ნინო ანდრონიკაშვილი შესწირავდა ერთი სკოლის საკმარის შესაწირს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 29 იანვარს თბილისის საკომერციო კლუბის დარბაზში გაიმართებოდა აკაკის „კინტო“ სამმოქმედებად და ასევე ერთი სცენა შილერის ტრაგედიიდან „ავაზაკნი“.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ს. ბასტამოვს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებია ცნობები სამტყუპზე მშობიარობის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი ქართველიშვილის განცხადებით „სურათებიანი ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა დაპირებისამებრ იანვრის პირველ რიცხვებში გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა და იმედს გამოთქვამს რომ აპრილის დასაწყისში დაიბეჭდებოდა წიგნი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მამუკა ვახუშტის ძე აბულაძეს გადასახდელი ჰქონდა 529 მანეთი და 73 კაპიკი.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 29 იანვარს ნიკო გელაძემ ამხანაგებთან ერთად სატივეს ზემოდან ყინულის ჭრის დროს პატარა ზარბაზანი იპოვა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ გ. ვ. გურკომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას მიაწოდა ცნობები დერბენტული ოპიუმის შესახებ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ა. ფ. მენტოვმა კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინა ნაგორნის ოლქის მედიკო-ტოპოგრაფიული აღწერილობა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ არნოლდ თევდორეს ძე მორიცს უწარმოებია მეტეოროლოგიური დაკვირვება 1868 წლის მარტიდან 1869 წლის მარტამდე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების აგენტი მორიც გრიგოლის ძე ექსელბირტი აზღვევდა ყველანაირ უძრავ და მოძრავ ქონებას თბილისსა და კავკასიის სხვა რეგიონებში.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების აგენტი თბილისში მორიც გრიგოლის ძე ექსელბირტი ცხოვრობდა სურგუნოვის სახლში, ერევნის მოედანზე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ თბილისში განთავსებული ამხანაგობა „სალამანდრა“-ს აგენტის, ადამ ეგნატეს ძე ოსტროვსკის ბინაზე შესაძლებელი იყო უძრავი და მოძრავი ქონების დაზღვევა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მოსკოვის ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების თბილისელი აგენტის, ლეონ კარლის ძე ელიმირზოვის არყოფნაში სააგენტოს ხელმძღვანელობდა ივანე სტეფანეს ძე ხატისოვი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ სანქტ-პეტერბურგის ფულადი კაპიტალის, შემოსავლებისა და ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების აგენტი თბილისში მიხეილ ანდრიას ძე არღუტინსკი-დოლგორუკოვი ცხოვრობდა საკუთარ სახლში, ერმოლოვის ქუჩაზე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების აგენტი თბილისში ვიქტორ ივანეს ძე ნიჟინსკი ცხოვრობდა ისააკ თანდოევის სახლში, ველიამინოვის ქუჩაზე.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე საზოგადოების წევრ-დამფუძნებელმა, ექიმმა შალიგინმა დამსწრეთ წარუდგინა საველე გადასატანი ნივთების მისეული მოდელები.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების თბილისელ აგენტს ვიქტორ ივანეს ძე ნიჟინსკის თავის ბინაზე შეეძლო უძრავი და მოძრავი ქონების დაზღვევა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე საზოგადოების წევრ-დამფუძნებელმა, ექიმმა შალიგინმა დამსწრეთ წარუდგინა მის მიერ შექმნილი საველე საკაცე.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების სხდომაზე ექიმი შალიგინის მიერ წარმოდგენილი საველე გადასატანი ნივთების დათვალიერება-შეფასება დაევალა ექსპერტთა საგანგებო კომისიას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Новое Время”-ს ცნობით ალექსანდრე როინაშვილი პეტერბურგში გაემგზავრა თავისი ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარსადგენად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კახეთის მაზრის უფროსმა ლევან ჯანდიერაშვილმა და მ. ი. მრევლიშვილმა პანკისის ხეობაში ტაძრის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Тифлийский Листокъ“-ის ცნობით ექიმ ქანანოვს აფთიაქის დირექტორმა მიხეილ შახ-პარონიანცმა განუცხადა, რომ ძვირადღირებული წამლები მხოლოდ მდიდრებისთვის უნდა გამოეწერა და არა ღარიბი მოსახლეობისთვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Тифлийский Листокъ“-ის ცნობით ექიმ ქანანოვმა უარი თქვა გაეგრძელებინა მუშაობა, რადგან მის მიერ გამოწერილი რეცეპტებით საავადმყოფოს აფთიაქიდან ღარიბ მოსახლეობას წამლებს არ აძლევდნენ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს გუსტავ ივანეს ძე რადემ, გერმანე ვილჰელმის ძე აბიხმა, ჰოფმანმა და ნევსტროევმა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს ამიუსმა, ნეიგებაუერმა, ბოლოტოვმა და გეპნერმა.